LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ ემთხვევა უმუშევრობაზე „საქსტატის“ მონაცემები რეალობას?

5
jobs

დასაქმების სააგენტოების ინფორმაციით, „საქსტატის“ ოფიციალური მონაცენები და რეალობა ზოგჯერ ერთმანეთს არ ემთხვევა. „ეიჩ არ ჯის“ წარმომადგენელი ინგა შახბაზიანი „ბიზნესკურიერთან“ საუბარში აცხადებს, რომ ბოლო 8 წლის მანძილზე უმუშევრობის პროცენტული კლებაა, მაგ. წინა წელთან შედარებით, 0 , 1%-ით დაიკლო. შახბაზიანის თქმით, სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 20-24 წლამდე ასაკის ჯგუფში, თუმცა როგორც დასაქმების სააგენტოში განმარტავენ, ეს რეალობას ყოველთვის არ ასახავს, რადგან „ეიჩ არ ჯის“ ცნობით, ბოლო წლებში ამ ასაკში უფრო გამარტივდა დასაქმება. „დღეს ამ ასაკობრივ ჯგუფში მეტი საქმდება, თუმცა როცატიაც მეტია, მალე იცვლიან ისინი სამსახურს. გარდა ამისა, „საქსტატის“ მიხედვით უმუშევრობა იკლებს, მაგრამ რეალურად ბევრი უმუშევარი გვყავს“, -აცხადებს შახბაზიანი.

რაც შეეხება ვაკანსიებს, დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, ძირითადი ვაკანსიები ისევ საშუალო და დაბალ პოზიციებზეა, რაც ზემოთხსენებული ასაკობრივი ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი.  საუბარია, გაყიდვების მიმართულებაზე, ასევე ჰორეკა სექტორში არსებულ ვაკანსიებზე. ეს კი საახალწლო პერიოდს უკავშირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები