LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის ფასეულობები მნიშვნელოვანი – საშა კაცმანი გადაცემაში FM ქოუჩი

113
sashakacmaninews

გადაცემის ლაივი LIVE

რატომ არის ფასეულობები მნიშვნელოვანი  – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ Kacman and Friends- ის დამფუძნებელმა საშა კაცმანმა ისაუბრა.

რატომ არის ფასეულობები მნიშვნელოვანი?

ფასეულობები ქმნის საფუძველს ჩვენი აზრების, გრძნობებისა და ქმედებებისთვის. ჩვენ ყოველდღიურად ათეულობით გადაწყვეტილებას ვიღებთ. ეს გადაწყვეტილებები ჩვენი ფასეულობებისა და რწმენების ანარეკლია. ფასეულობების უკან კი ჩვენი მრავალფეროვანი საჭიროებების დაკმაყოფილების აუცილებლობა დგას. ეს ფასეულობები შესაძლოა გაცნობიერბული იყოს, ან გაუცნობიერებლი. ფასეულობები წარმართავს ქმედებებს. ცხოვრების მანძილზე გვეცვლება მოთხოვნილებები, შესაბამისად გვეცვლება ფასეულობები, წარმოდგენებიცა და ქცევებიც.

საიდან მოდის ფასეულობები?

ადრეული ბავშვობიდან ჩვენ ვითვისებთ გარკვულ ფასეულობებს, რომლებსაც ჩვენი კონტექსტი გვთავაზობს (ოჯახი, საბავშვო ბაღი, სკოლა, სამეგობრო წრე და ა.შ). ეს ფასეულობები შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე შიშზე დაფუძნებული (შემზღუდველი). ფასეულობების უკან დეფიციტური, დაუკმაყოფილებელი საჭიროება დგას და ჩვენს ადრეულ, ბავშვობის გამოცდილებას უკავშირდება.

იმისათვის, რომ დამოუკიდებელ ინდივიდებად ჩამოვყალიბდეთ, ფიზიკური და სულიერი კეთილდღეობა მოვიპოვოთ, გვჭირდება ბავშვობაში ჩამოყალიბებული დეფიციტური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სწავლა და შიშზე დაფუძნებული ფასეულობის ჩანაცვლება ისეთი ფასეულობით, რომელიც დაგვეხმარება ვიყოთ ის, ვინც ვართ, ოჯახისა და კულტურული კონტექსტის მიღმა.

მოდელზე, რომელიც, Barrett Values Center-ის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს, აღწერილია ინდივიდის ცნობიერების განვითარების 7 საფეხური. ყოველი საფეხური ფოკუსირდება გარკვეულ საჭიროებასა თუ მოთხოვნილებაზე, რომელიც ყველა ადამიანისთვის საერთოა. ინდივიდის ზრდისა და განვითარების დონე დამოკიდებულია მის უნარზე დაიკმაყოფილოს ეს საჭიროებები.

სხვადასხვა დროს, შენ შესაძლოა აღმოაჩინო, რომ უფრო მეტად ფოკუსირდები ერთ რომელიმე საფეხურზე და ნაკლებად მეორეზე, ცხოვრების ცვალებადი ფაქტორების საპასუხოდ.

ცნობიერების შვიდ საფეხურზე საუბრისას, ზედა დონე არ ნიშნავს უკეთესს. მაგალითად, რთულია დაკონცენტრირდე სხვების დახმარებაზე, თუ შენ გაქვს ჯანმრთელობის ან ფინანსური პრობლემები.

ცნობიერების ზედა სამი საფეხურიშინაგანი მთლიანობა, მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებების ინიცირება და მსახურება

ფოკუსირდება ჩვენს მოთხოვნილებაზე ვიპოვოთ ცხოვრების საზრისი და მიზანი. ამ მიზნის აქტუალიზაციას იმით ვაღწევთ, რომ ვისწრაფვით სამყარო ვაქციოთ უკეთეს ადგილად და ვირჩევთ ცხოვრებაში უანგარო მსახურებას. ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება წარმოშობს უფრო ღრმა მოტივაციას, რომ თავი საერთო სიკეთეს მივუღძვნათ. ამ საფეხურებზე ვსწავლობთ როგორ განვავითაროთ ჩვენი შინაგანი კომპასი, რომელიც ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში გვხელმძღვანელობს.

ცნობიერების მეოთხე საფეხურიტრანსფორმაცია

ეხება ჩვენი შიშების გაშვებას, მათგან გათავისუფლებას. განვითარების ამ საფეხურზე ჩვენ ვქმნით საკუთარი პირადი უფლებამოსილების გრძნობასა და საკუთარ ხმას. ტრანსფორმაციის საფეხურზე ჩვენ ვირჩევთ ვიცხოვროთ იმ ფასეულობებითა და რწმენებით, რომლებიც ღრმად ეხმიანება იმას თუ ვინ ვართ ჩვენ.

ცნობიერების პირველი სამი საფეხური – გადარჩენა, ურთიერთობა და თვითშეფასება

ფოკუსირდება ჩვენს პირად ინტერესებზე. როგორ დავიკმაყოფილოთ დაცვის, უსაფრთხოების, სიყვარულის, მიკუთვნებულობის და აღიარება-დაფასების მოთხოვნილება. ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით გამოწვეული სიამოვნება არ არის ხანგრძლივი, მაგრამ ჩვენ ვშფოთავთ თუ ეს საჭიროებები არ დაკმაყოფილდა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები