LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის მნიშვნელოვანი კორპორაციული პასუხისმგებლობა ბიზნესისთვის – FM ქოუჩი

18
tako-varamashvili

გადაცემის ლაივი LIVE

კორპორაციული პასუხისმგებლობა ნიშნავს პასუხისმგებლიან ბიზნესს, რომელიც ეფექტურად იცავს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ ნორმებს და იყენებს შესაძლებლობებს, რათა განავითაროს თანამშრომლები, საზოგადოება, გარემო და ბაზარი. რატომ არის მნიშვნელოვანი კორპორაციული პასუხისმგებლობა ბიზნესისთვის – მარტა ქარუმიძის გადაცემას “FM ქოუჩი” “ჯეპრას” CSR მენეჯერი, თაკო ვარამაშვილი სტუმრობდა.

რას გულისხმობს CSR?

ევროკომისია განმარტავს კორპორაციულ პასუხისმგებლობას, როგორც “ბიზნესის პასუხისმგებლობას იმ ქმედებებისთვის, რომლითაც ის ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე”. CSR არ არის კანონით დაკისრებული ვალდებულება, კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობა არის ბიზნესის ნებაყოფლობითი არჩევანი, გაითვალისწინოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესები და დადებითი გავლენა მოახდინოს თავის სამუშაო, სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე.  ეს კი ნიშნავს იმას, რომ თანამედროვე კომპანიებს აქვთ ერთგვარი პასუხისმგებლობა მომხმარებლებზე, თანამშრომლებზე, ფართო საზოგადოებაზე, მთავრობაზე და გარემოზე, რომელშიც მათ უწევთ საქმიანობა.

რატომ არის მნიშვნელოვანი კორპორაციული პასუხისმგებლობა ბიზნესისთვის?

CSR პირველ რიგში მოქმედებს კომპანიის რეპუტაციის გაძლიერებაზე, აუმჯობესებს კონკურენტუნარიანობას, აუმჯობესებს ინოვაციისა და უკეთესი პროდუქტების/სერვისების შექმნის შესაძლებლობას, აძლიერებს ინვესტორების ნდობასა და ინტერესს.  ასევე პირდაპირ კავშირშია თანამშრომლებისა და მომხმარებლების ლოიალურობის გაზრდასთან. ამ ყველაფერს კი საბოლოო ჯამში მივყავართ კაპიტალის ზრდასთან.

Mcdonald’s – ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯიმ კანტალუპოს თქმით, “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ არის პროგრამა, რომელიც იწყება ან მთავრდება.

CSR-ის პრაქტიკა საქართველოში…

ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაში ჩაიდო 5 მუხლი, რომელიც კონკრეტულად კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას (CSR) ეხება. ამ შეთანმხების საფუძველზე სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულება,  საქართველოში დაგეგმოს სხვადასხვა აქტივობები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით  და ხელი შეუწყოს ორგანიზაციებში  ევროკომიის მიერ დასახელებული CSR-ის სტანდარტების დანერგვას, პირველ ეტაპზე მის მფლობელობაში არსებულ საწარმოებში.

მომზადდა რამდენიმე სახელმძღვანელო ქართულად და შემუშავდა რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის. 2015 წლის  27 მაისს, დაფუძნდა „სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი“, საზოგადოებაში ამ თემაზე ცოდნის ამაღლების და CSR-ის განვითარების და პოპულარიზაციის მიზნით. 2016 წელს დაარსდა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, რომლის მისიაა, საქართველოში, გლობალური შეთანხმების ათი პრინიციპის მხადაჭერა, ასევე, გაეროს განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.

გაეროს გლობალური შეთანხმება არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა,რომლის ხედვა, ხალხისთვის,საზოგადოებისა და ბაზრისთვის სასარგებლო,მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნაა.

კომპანიებიც უფრო და უფრო ცდილობენ იყვნენ პასუხისმგებლიანები. ამაზე საქართველოში ჩატარებული CSR დაჯილდოვებებიც მეტყველებს. თუ 2018 წელს 16-მა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა, 1 წლის შემდეგ ეს რიცხვი თითქმის 3-ჯერ არის გაზრდილი.

რა განსხვავებაა ქველმოქმედებასა და CSR -ს შორის?

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ გულისხმობს მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას.  მისი ძირითადი ფუნქციაა პრობლემურ საკითხებში საზოგადოების გვერდში დგომა. მცირე, მაგრამ კარგად მართულ, ეფექტიან კომპანიას უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოების კეთილდღეობაზე, ვიდრე ნებისმიერ სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას.

“კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა იმას კი არ გულისხმობს, თუ როგორ ხარჯავს კომპანია მოგებას, არამედ იმას, თუ რა გზებით იღებს ამ მოგებას”, – ეს მათიას სტაუსბერგის, გაეროს „გლობალური შეთანხმების“ მედიაურთიერთობის ხელმძღვანელის სიტყვებია.

ქველმოქმედება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი კომპონენტად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა რა თანხაც არ უნდა დახარჯოს ორგანიზაციამ ქველმოქმედებაზე, თუ არ ზრუნავს  გარემოზე და არ იცავს თანამშრომლების უფლებებს, მხოლოდ ქველმოქმედებით ვერ ჩაითვლება კომპანია პასუხისმგებლიანად.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) განვითარება დადებით ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ კომპანიების საქმიანობაზე, არამედ ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, CSR შეიძლება გახდეს მძლავრი იარაღი, რომელიც წვლილს შეიტანს ქვეყნის აღორძინებასა და საზოგადოებრივი მიზნების მიღწევაში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები