LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის საფრთხის შემცველი კონფორმიზმი ორგანიზაციების ფუნქციურად მუშაობისთვის – FM ქოუჩი

19
mariamsaxokia43

გადაცემის ლაივი LIVE

რატომ არის საფრთხის შემცველი კონფორმიზმი ორგანიზაციების ფუნქციურად მუშაობისთვის – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „FM ქოუჩი“ ტრენერმა მარიამ სახოკიამ ისაუბრა.

რა არის კონფორმიზმი?

კონფორმიზმი ეს არის ინდივიდის ტენდენცია, ქცევის მოდელი, რომლის მიხედვითაც ის ეთანხმება ჯგუფის გაბატონებულ იდეას, რასაც ხშრად საკუთარი პოზიციის დათმობა ახლავს. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ადამიანები ცვლიან თავიანთ შეხედულებებს, დამოკიდებულებებს, მოქმედებებს ან აღქმებს, რათა უფრო მეტად იგრძნონ ჯგუფის მიმართ მიკუთვნებულობის განცდა.

კონფორმიზმის მთავარი იდეა შემდეგში მდგომარეობს, ერთის მხრივ ადამიანი არ არის დარწმუნებული საკუთარ მოსაზრებაში და უმრავლესობის “მართლობის” პრინციპის მიხედვით ის თავის აზრს მიანდობს უმრავლესობას, ხოლო მეორე მხრივ ადამიანი მკაფიოდ აცნობიერებს საკუთარ მოსაზრებას და აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, თუმცა მას ხშირად თმობს, სხვადასხვა არაცნობიერი თუ ცნობიერი შიშების გამო.

ეს შეიძლება იყოს პირველ რიგში “უვიცად” და არაპროფესიონალად გამოჩენის, თავისი მოსაზრების გამო ნეგატიურად შეფასების შიში საზოგადოების თუ თანამშრომლების მხრიდან, ასევე გარიყულობის, კრიტიკისა და განსჯის შიში. მოცემული საფრთხის გამო, ხშირად ინდივიდი მზად არის დაემორჩილოს სხვა პიროვნებების აზრებს და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც არ მოდის შესაბამისობაში პირად პოზიციასთან.

სოციალური ფსიქოლოგიის სხვადასხვა ექსპერიმენტები და კვლევები, კარგად აჩვენებენ კონფორმიზმის მკაფიო მაგალითებს. მაგალითად ეშის კონფორმისტულობის ექსპერიმენტი, სადაც ცდის პირებს აჩვენებენ სხვადასხვა ფიგურებს, უმრავლესობა კი მცდარ პასუხს იძლევა შეკითხვაზე. ბოლოს კი ცდის პირი, რომელიც თავის მოსაზრებაში დარწმუნებულია, აფიქსირებს უმრავლესობის მიერ გაჟღერებულ აზრს. ამგვარი ექსპერიმენტები უხვად არის წამროდგენილი სოციალურ

ფსიქოლოგიურ სწავლებებში, რომელთა მთავარი იდეა სწორედ უმრავლესობისადმი დამორჩილებაში და საკუთარი პოზიციის დათმობაში მდგომარეობს.

რატომ არის საფრთხის შემცველი კონფორმიზმი ორგანიზაციების ფუნქციურად მუშაობისთვის?

ჩვენ ვიცით, რომ ჯგუფურ მუშაობას ძალიან დიდი ეფექტი და სარგებელი აქვს ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ერთიანი მიზნები ამოძრავებთ. იმისთვის, რომ ჯგუფმა წარმატებით იფუნქციონიროს, მნიშვნელოვანია ლიდერის მხრიდან თითოეული ინდივიდის კრიტიკული აზროვნების წახალისება და ისეთი მექანიზმების დანერგვა,რომლებიც დაეხმარებიან თითოეულ პიროვნებას, შეამცირონ მათში არსებული კონფორმიზმის ტენდენცია და მკაფიოდ და ღიად შეძლონ თავიანთი აზრის დაფიქსირება. არსებობს “ჯგუფზროვნების” ტენდენცია, რომელსაც აქვს თავისი ნეგატიური მხარეები,როგორიცაა მაგალითად :

1. უვნებლობის ილუზია – როდესაც ადამიანი ბევრად უფრო მკაფიოდ და თამამად აფიქსირებს თავის რადიკალურ, სარისკო მოსაზრებას იმ იმედით, რომ თუ ის ცდება მას არ დაეკისრება პასუხისმგებლობა ვინაიდან პასუხისმგებლობა ნაწილდება ჯგუფზე.

2. პირადი პასუხისმგებლობის გადაკისრების ტენდენცია – როდესაც პიროვნება გულგრილად ეკიდება თავის პოზიციას და თვლის, რომ არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის ის, რადგან გადაწყვეტილებას მაინც უმრავლესობა იღებს, ამ დროს კი ავიწყდება რომ უმრავლესობა
სწორედ ცალკეული ინდივიდების ერთიანობაა.

3. კონფორმიზმი – როდესაც ჯგუფის წევრები საკუთარ პოზიციას არ აჟღერებენ ან ცვლიან გარემოებების მიხედვით, რადგან აქვთ შიში, რომ სხვების თვალში არაპროფესიონალები გამოჩნდებიან, ასევე ჯგუფის ლიდერის შეფასების შიში და მასზე შთაბეჭდილების მოხდენის
ძლიერი სურვილი.

ჯგუფური აზროვნების არსი არის ის, რომ ლიდერები ქმნიან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ინდივიდებზე, რათა დაეთანხმონ მათ იდეებს, ჯგუფური აზროვნება ყველაზე ხშირად ხდება მაშინ, როდესაც პატივსაცემი ან ავტორიტეტული და გავლენის მქონე ლიდერი იმყოფება, რომელიც შთააგონებს წევრებს დაეთანხმონ მის აზრს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ ჯგუფური მუშაობა მხოლოდ მოჩვენებითია და რეალურად ადამიანები ემორჩილებიან ავტორიტეტის მოსაზრებას.

სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ლიდერმა გამოიყენოს შემდეგი ინსტრუმენტები “ჯგუფაზროვნების” საფრთხეების პრევენციისა და ჯგუფის ჯანსაღად ფუნქციონირებისთვის.

1. ლიდერი უნდა უყოს მიუკერძოებელი

2. თავად უნდა იყოს მაგალითი იმისა, რომ ის ღიად აფიქსირებს თავის პოზიციას და არ მიყვება, მხოლოდ ტენდენციურ მოსაზრებებს.

3.უნდა მოხდეს ლიდერის მხრიდან კრიტიკული აზროვნების წახალისება, რითიც ჯგუფის წევრებს მეტ გამბედაობას შესძენენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაში.

4. დროდადრო უნდა მოხდეს ჯგუფის წევრების დანაწილება უფრო პატარა ჯგუფებად, რათა ლიდერმა გამოავლინოს აზრთა სხვადასხვაობა, ასევე ხომ არ იცვლის პიროვნება თავის მოსაზრებას ჯგუფის ცვლილების დროს.

5 .ხშირად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს უნდა იყოს გამოყენებული“ანონიმურობის” პრინციპი, რომელიც თანამშრომელს მეტ გამბედაობას სძენს და სწორედ იმ შიშებს უქარწყლებს, რაც კონფომრიზმს ახლავს.

6. ლიდერმა უნდა გამოავლინოს, ხომ არ არის ჯგუფში ისეთი პირი რომელიც, რაიმე გავლენის ან ავტორიტეტის გამო ახდენს სხვა ჯგუფის წევრებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, რაც აისახება მათ გადაწყვეტილებებში.

7.ორგანიზაციებმა ხშირად უნდა მოიწვიონ ფსიქოლოგები და ექსპერტები, რომლებიც შეაფასებენ ჯგუფის წევრებს ინდივიდუალურად და მათი მუშაობის სტილს. რა ზემოქმედებს მათზე და რა ახდენს გავლენას ადამიანის ფსიქოტიპების მიხედვით.

რა კონფორმიზმის სარგებელი ორგანიზაციის წარმატებით ფუნქციონირებისთვის?

უნდა აღვნიშნოთ, რომ მედლის ორი მხარე კონფორმიზმშიც კარგად გამოიხატება. ჩვენ ვიცით რომ ყველა წარმატებულ ორგანიზაციას თავისი შინაგანაწესი აქვს, რომელსაც შესაძლებელია პერსონალურად არ იზიარებდეს თითოეული დასაქმებული და არ ჰქონდეს შინაგანი მზაობა ან მხარდაჭერა გაყვეს მოცემულ ქცევის წესს ანუ დაემორჩილოს ნორმას, თუმცა თუ ის გადაწყვეტს გახდეს ორგანიზაციის გუნდის წევრი, მას მოვალეობა აქვს დათმოს ის შინაგანი დისკომფორტი, რომელიც ორგანიზაციის წარმატებით ფუნქციონირებისთვისაა საჭირო.

მაგალითად, ორგანიზაციის უნიფორმა ან ჩაცმის სავალდებულო წესი. როდესაც, სხვადასხვა კომპანიებს თავიანთი ბრენდირებული იმიჯისთვის აქვთ უნიფორმები ან სავალდებულო ჩაცმის წესი, დასაქმებული კონფორმულია, ანუ ემორჩილება ორგანიზაციის წესს.

ასევე, დისციპლინური გადაცდომისთვის დაწესებული სანქციები – რომელიც ერთის მხრივ სულაც არ არის პერსონალურად თანამშრომლებისთვის მიმზიდველი, თუმცა ისინი ემორჩილებიან და

ასრულებენ იმ ნორმებს, რომლებიც ორგანიზაციის უკეთ ფუნქციონირებას ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები