LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დასცინიან ადამიანები ერთმანეთს ინტერნეტსივრცეში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

25
salome fanjikidze

გადაცემის ლაივი LIVE

ინტერნეტი არის სივრცე, სადაც ხშირად ხდება ადამიანის ჩაგვრა. ეს სივრცე თითქმის ვერ კონტროლდება. რატომ ჩაგრავენ ადამიანები ერთმანეთს ინტერნეტსივრცეში – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” “კამარას” ფსიქოლოგმა სალომე ფანჯიკიძემ ისაუბრა.

რა არის კიბერბულინგი?

კიბერბულინგი არის ინტერნეტსივრცეში განხორციელებული ჩაგვრა ადამიანის მიმართ, რომელიც მოიცავს დამცინავ, შეურაცხყოფელ, დამამცირებელ შინაარსს. კიბერბულინგი არის არაფრით განსხვავებული სხვა ტიპის ჩაგვრისგან, უბრალოდ ხშირად მისი ავტორი ანომიმური ან ფიზიკურად მიუწვდომელია, რაც აძლევს მას მეტ თავისუფლებას გამოხატოს აგრესია უკონტროლოდ. მიზეზი, თუ რატომ ხდება კიბერბულინგი არის იგივე, რაც ზოგადი ბულინგის შემთხვევაში – ფიზიკური განსხვავებულობა, უმცირესობის წარმომადგენლები, წარმატებული ან პოპულარული ადამიანის მიმართ უმიზეზო აგრესია და ა.შ.

რატომ ხდება ამ სივრცეში აგრესიის გამოვლენა?

იმის გამო, რომ მოქმედება ვირტუალურ სივრცეში ხდება და ფიზიკურ დისტანციას არ აქვს მნიშვნელობა, ცხადია, მეტი ადამიანი შეიძლება გახდეს მჩაგვრელი და მეტი ჩაგრული, რადგან ადამიანების მიმართ ხელმისაწვდომობა ბევრად ადვილი გახდა და გასცდა მხოლოდ ეზოს, სკოლისა ან სამეზობლოს ფარგლებს. კიბერბულინგი არის ამ საუკუნის მთავარი გამოწვევა, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს შეეხო, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს. ის იწვევს ბევრ ფსიქიკურ კონდიციას – შფოთვას, დეპრესიას და ზოგჯერ საკმაოდ ტრაგიკულ შედეგებს, თვითმკვლელობას. სოციალური ქსელის დამფუძნებლები ცდილობენ მოაგვარონ პრობლემა, მაგრამ სანამ ისინი ბოლომდე გადაჭრიან საკითხს, გაითვალისწინეთ კონკრეტული რჩევები.

7 რჩევა სალომე ფანჯიკიძისგან:

1. განსაკუთრებით არასრულწლოვანებო – აუცილებლად უთხარით მშობელს ან თქვენთვის სანდო პირს თუ თქვენს მიმართ ხორხიელდება ბულინგი, იქნება ეს შანტაჟი, დამცინავი შინაარსი, შეურაცხყოფა თუ სხვ. გახსოვდეთ, რომ მოძალადეს ძალას აძლევს სხვისი დაუცველობა, ამიტომ აუცილებელია აჯობოთ სირცხვილსა ან სხვა გრძნობებს და დახმარებას უხმოთ.

2. შეატყობინეთ სოციალური ქსელის მენეჯმენტს იმ პირის შესახებ, ვინც გაბულინგებთ. გამოიყენეთ ე.წ. რეპორტის შესაძლებლობა, არ მისცეთ მას საშუალება გააგრძელოს თავისი ცუდი ქცევა.

3. დაბლოკეთ პიროვნება, რომელიც გაბულინგებთ, არ მისცეთ საშუალება გააგრძელოს კიბერბულინგი თქვენზე.

4. ნუ შეხვალთ დისკუსიაში მასთან, უბრალოდ შეინახეთ მისი ბულინგის ტექსტები და თუ დაგჭირდათ სამართლებრივად გამოიყენეთ მის წინააღმდეგ.

5. დროებით და მუდმივად ჩაკეტეთ თქვენი სოციალური ქსელის ანგარიში და მხოლოდ იმ ადამიანებს მიეცით უფლება იკონტაქტონ თქვენთან, ვინც თქვენი ახლობელია და არ გავნებთ.

6. პერიოდულად დაისვენეთ სოციალური ქსელისგან, გამოეთიშეთ და გათავისუფლდით მისი ზემოქმედებისგან.

7. თუ გაგივითარდათ ძლიერი სიმპტომატიკა – შფოთვა, დეპრესია ან სხვა, აუცილებლად მიმართეთ დახმარებას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები