LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გვჭირდება არაფორმალური განათლება – FM ქოუჩი

52
keti-chvania-taisoni

გადაცემის ლაივი LIVE

რატომ გვჭირდება არაფორმალური განათლება – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი“ტრენერმა, ქოუჩმა ქეთი ჟვანია-ტაისონმა ისაუბრა.

რით განსხვავდება ფორმალური განათლება არაფორმალურისგან?

ადამიანი სწავლობს მთელი ცხოვრების განმავლობაში. სწავლის პროცესი შეიძლება იყოს სტრუქტურირებული ან არასტრუქტურირებული. სტრუქტურირებულ სწავლას ეწოდება განათლება. განათლების პროცესს ყოველთვის აქვს დასახული მიზანი. არასტრუქტურირებულ სწავლას ფორმალურს გარე / ინფორმალური სწავლა ეწოდება. განათლება, როგორც ასეთი, იყოფა ფორმალურ და არაფორმალურ განათლებად. ორივეს აერთიანებს ის, რომ არის სტრუქტურირებული და გააჩნია სასწავლო ამოცანები. ფორმალური განათლება არის შორსგამიზნული, არ არის ორიენტირებული მყისიერ შედეგებზე, რაც შეეხება არაფორმალურ განათლებას, ის უახლოეს მომავალზეა გათვლილი და მყისიერ შედეგებზე ორიენტირებული.

არაფორმალურ განათლებას გააჩნია საკუთარი პრინციპები:

მსწავლელზე ორენტირებული – ხდება განსხვავებული სწავლის სტილის, მსწავლელის საჭიროების გათვალისწინება, ცნობისმოყვარეობის წახალისება და სწავლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა;

ჰოლისტიური მიდგომა – სამ განზომილებაში ხდება განათლება – მსწავლელი ეუფლება ცოდნას, მუშაობს უნარ-ჩვევებზე და უღრმავდება/გაიაზრებს საკუთარ ფასეულობებს/დამოკიდებულებებს. ანუ ხდება მსწავლელის კომპეტენციების განვითარება. სწავლის პროცესი თავად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი;

გამოცდილებაზე დაფუძნებული – სწავლის პროცესი აწყობილია მსწავლელის უკვე არსებულ გამოცდილებაზე და არაფორმალური განათლების პროცესში მიღებული გამოცდილების გააზრებაზე. ამიტომ ყველანაირად ეწყობა ხელი მსწავლელის აქტიურ მონაწილეობას სწავლის პროცესში;

პრაქტიკული სასიცოცხლო უნარების განვითარება – ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ და შესაბამისად მუდმივად მოხდება ამ უნარ-ჩვევების დახვეწა; მსწავლელებს გააზრებული აქვთ სად, როდის და როგორ შეუძლიათ მიღებული ცოდნის გამოყენება;

ინდივიდუალური და ჯგუფური მიდგომა – ორივე ერთნაირად მნიშვნელოვანია – მონაწილეები ინდივიდუალურად გამოიმუშავებენ უნარ-ჩვევებს, მაგრამ მერე ხდება ამ ცოდნის და გამოცდილების ჯგუფში გაზიარება, ხდება განსხავებული შეხედულებების, გამოცდილების გააზრება და შედარება. ასეთი დისკუსია გაცილებით ღრმაა და მონაწილეები ერთმანეთისგან სწავლობენ;

დემოკრატიული – ყველა თანასწორია და თანაბარი შესაძლებლობები აქვთ მიიღონ მონაწილეობა და ისწავლონ. ყველას თანაბრად შეუძლია შეიტანოს წვლილი და ზეგავლენა მოახდინოს სასწავლო პროცესზე;

ორგანიზებული პროცესი რომელსაც გააჩნია სასწავლო, საგანმანათლებლო ამოცანები – პროცესი არის სტრუქტურიზირებული, მაგრამ ამოსავალი წერტილი დაგეგმვისას ენიჭება რა არის მსწავლელისთვის პრიორიტეტული;

ნებაყოფლობითი – მონაწილეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ჩაერთონ პროცესში თუ არა, შესაბამისად ხდება სასწავლო პროცესზე და მიღებულ შედეგებზე გაზიარებული პასუხისმგებლობის აღება, ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს მოტივაციის ამაღლებას;

მონაწილეობითი – ყველას აქვს მონაწილეობის შანსი – გარემო ხელს უწყობს ცნობისმოყვარეობის გაღვივებას და კრეატიულობის განვითარებას. დავალებები ისეა შედგენილი, რომ ყველას ძალუძს მისი შესრულება; ყველას აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს პროცესის დაწყებიდან დასრულებამდე;

რეფლექსია, გააზრება – მონაწილეებს საშუალება აქვთ არა ერთხელ ჩაუღრმავდენენ მიღებულ გამოცდილებას, ინფორმაციას და გაიაზრონ, იფიქრონ პროცესებზე და შედეგებზე, გამოიტანონ დასკვნები და დაგეგმონ მომავალი ქმედებები. მონაწილეებს ეს შეუძლიათ გააკეთონ ინდივიდუალურად ან ჯგუფურად.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები