LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა ავირჩიოთ ჩაი – ადრენალინი

9
unnamed

ჩაი ბევრი დაავადების საწინააღმდეგო, პროფილაქტიკური საშუალებაა. ასაკის მატებასთან ერთად, სისხლძარღვების სიმყიფე მატულობს. იზრდება მათი გამტარუნარიანობა და სისხლჩაქცევების მეტი საფრთხე იჩენს თავს. სისხლძარღვების კედლების გამაგრება, გამტარუნარიანობა და შიდა სისხლჩაქცევების შემცირება მწვანე ჩაით შეიძლება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მას რეგულარულად სვამთ.

ჩაის რეგულარულმა სმამ შეიძლება შეამციროს ტვინის ქსოვილების რღვევის ხარისხი, ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ინსულტი. ჩაი სასიკეთო გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაზე.

ჩაი ასევე საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა ჰიპერტონიით დავადებული ადამიანებისთვის. გამოკვლევებმა ცხადჰყო, რომ პირველი და მეორე ხარისხის ჰიპერტონიით დაავადებულებში, რომლებიც ხშირად მწვანე ჩაის სვამენ, არტერიული წნევა 20 ერთეულით დაბლა იწევს. ჰიპერტონიის სამკურნალოდ, სანამ მწვანე ჩაის დააყენებთ, მას ჯერ თბილი წყალი უნდა გადაავლოთ, რათა კოფეინის რაოდენობა შემცირდეს, რადგან ეს უკანასკნელი გულ-სისხლძარღვთა სისტემას აღაგზნებს, შემდეგ ადუღებული წყალი დაასხით და 20 წუთი გააჩერეთ. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ. აქვე გაითვალისწინეთ, რომ მთელი დღის განმავლობაში მიღებული სითხის რაოდენობა ლიტრ-ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს, რათა გულსისხლძარღვთა სისტემა არ გადაიტვირთოს.

ჩაის კომპრესის დახმარებით ხსნიან ტკივილს დაჟეჟილობისა და იოგების დაჭიმვის დროს. ამისთვის მწვანე ჩაი 20 წუთის განმავლობაში უნდა ხარშოთ. თბილი ჩაის მასა ტრამვირებულ ადგილზე დაიდეთ. ერთი საათის შემდეგ კი პროცედურა გაიმეორეთ. დიდხანს წიგნის კითხვის დროს ან კომპიუტერთან ხანგრძლივი დროით მუშაობისას თვალები იღლება. ამ დროს, მწვანე და შავი ჩაის ნარევის მაგარი ნაყენი დაგეხმარებათ. დაასველეთ ნაყენში ბამბის ტამპონი, და 20 წუთით დახუჭულ თვალებზე დაიდეთ. კონიუქტივიტის დროს კი თვალები მაგარი, ახალდაყენებული ჩაის ნაყენით ამოირეცხეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები