რესტორნები, სავალუტო ჯიხურები, სასტუმროები გაიხსნა: რა ვითარებაა დასაქმების ბაზარზე - "ბიზნეს კურიერთან" Hr.ge-ს წარმომადგენელი საუბრობს

დღეიდან ქვეყანაში არსებული თითქმის ყველა სექტორი სრული დატვირთვით იმუშავებს.

იხსნება კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი.

მუშაობას იწყებს ბარ-რესტორნები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, ასევე სასტუმროები.

ქვეყანაში უკვე შეინიშნება პოზიტიური ცვლილება დასაქმებასთან დაკავშირებით, ვაკანსიების რაოდენობა დღითიდღე იმატებს.

რა ვითარებაა შრომის ბაზარზე, რამდენად გაიზარდა, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ვაკანსიების რაოდენობა, რა ვითარებაა საკურორტო ზონებში დასაქმების მხრივ-“ბიზნეს კურიერთან” Hr.ge-ს წარმომადგენელი ინგა შახბაზიანი საუბრობს.