LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,როცა წიგნები შემომელია, თავად გადავწყვიტე იმ ისტორიების მოფიქრება, რომელთაც სიამოვნებით წავიკითხავდი” – პროზაიკოსი თეონა დოლენჯაშვილი სტუმრად „არტ-FM“-ში

35
teoa-dolenjshvlklnwsss

გადაცემის აუდიოჩანაწერი

10 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ პროზაიკოსი თეონა დოლენჯაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ახალ რომანზე „ჩანაცვლება“ და საკუთარ მრავალფეროვან შემოქმედებაზე ისაუბრა.


– თეონა, რამდენიმე დღის წინ ახალი რომანი წარმოადგინეთ. საინტერესოა, როგორ შეიქმნა „ჩანაცვლება“?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ქართველი ქალი პოეტები და პროზაიკოსები მართალც უდიდეს როლს ასრულებენ ლიტერატურულ სამყაროში, რითაც ძალიან ვამაყობ. ჩემი ახალი რომანი ტრიილოგიის დასკვნითი ნაწილია, რომელიც მოთხრობით „ცოცხალი არსებები“ დავიწყე. სხვათაშორის, „ცოცხალი არსებები“ 2010 წლის საუკეთესო ნამუშევრი გახდა, რამდენიმე უცხო ენაზე ითარგმნა და შეერთებულ შტატებში კი, 21-ე საუკუნის მოთხრობების საუკეთესო კრებულში მოხვდა, მისმა პერსონაჟებმა კი, ლიტერატურული ცხოვრება გააგრძელეს და კიდევ ორ ნაწარმოებში გამოჩდნენ. „ჩანაცვლება“ საკმაოდ მრავალპლანიანი რომანია, რომელიც თანამედროვობის ყველა აქტუალურ თემას განიხილავს.

– რამდენად წარმატებული აღმოჩნდა სადებიუტო ნაწარმოები?

– დებიუტი მართლაც წარმატებული აღმოჩნდა, რადგან სწორედ მან განსაზღვრა ჩემი კარიერა. მოთხრობაში „ფიდაი“ შაჰიდი გოგონას ისტორია გადმოვეცი, რომელიც პარიზში იმპრესიონისტების გალერეაში იფეთქებს თავს. მოთხრობა არა მხოლოდ პრობლემის აქტუალურობის, არამედ ტერორიზმის, ქალის ხასიათის და სიკვდილამდე რამდენიმე საათის ადრე განცდილის განსხვავებული რაკურსით ასახვის მცდელობითაა საინტერესო.  მოთხრობა რამდენიმე ენაზე ითარგმნა და პიესას, რადიოდადგმას, ფილმს დაედო საფუძვლად.

– რა გახდა ლიტერატურული შემოქმედების მთავარი ინსპირაცია, როდის გადაწყვიტეთ, რომ მხოლოდ მწერალი იქნებოდით?

– საკუთარ თავში ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, ამიტომ ძალიან ბევრს ვკითხულობდი და სწორედ ზღაპრების, თავგადასავლების სამყარო აღმოჩნდა ჩემთვის ყველაზე ახლობელი მერე კი, როცა წიგნები შემომელია, თავად გადავწყვიტე იმ ისტორიების მოფიქრება, რომელთაც სიამოვნებით წავიკითხავდი.

– რომელ პროფესიას აირჩევდით, რომ არა ლიტერატურით გატაცება?

– დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემთხვევაში ხელოვანების სფეროში დავრჩებოდი, ალბათ მამაის გზას გავყვებოდი და მასავით მხატვარი ვიქნებოდი. თავის დროზე კინორეჟისურაზე ვსწავლობდი დიტო ცინცაძის ჯგუფში, მართალია, ფილმის გადაღება არასდროს მიცდია, მაგრამ ამბიციები სცენარების წერით დავიკმაყოფილე. რამდენიმე წელი ჟურნალისტად ვიმუშავე და უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე, რადგან ცხოვრებაზე დაკვირვება და ადამიანების შეცვნობა ვისწავლე, მოგვიანებით კი, საზოგადოებასთან ურთიერთობაში მოვსინჯე შესაძლებლობები. უამრავ სფეროში გამოვცადე საკუთარი თავი, მაგრამ მაინც ერთ კონკრეტულ საქმეზე სჯობს კონცენტრირება და ენერგიის სრულად დახარჯვა.

– წესით ახლა გერმანიაში უნდა იყოთ, თუმცა კორონავირუსმა თქვენი გეგმებიც შეაფერხა…

– სამწუხაროდ, საშინელმა ვირუსმა მთელი მსოფლიოს ცხოვრება შეცვალა და ხელოვნებაც სერიოზულად აზარალა, რადგან მანამდე ლუვრი არასდროს დახურულა, ჩაიშალა პარიზის და ლონდონის წიგნის ბაზრობებიც. აღარ გაიმართება არც ლაიფციგის ბაზრობა, სადაც „მემფისის“ პრეზენტაციისთვის ვემზადებოდი.

– რას თვლით თანამედროვე ქართველი ლიტერატორების მთავარ პრობლემად?

– რა თქმა უნდა, უამრავი პრობლემა გვაქვს, თუმცა უმთავრესი მაინც წიგნის გაყიდით მიღებული მწირი შემოსავალია, რომელიც მწერალს არ აძლევს ნორმალურად ცხოვრების საშუალებას.

– შემოქმედებითი ცხოვრების გათვალისწინებით, რამდენად რთულია ოჯახისთვის საკმარისი დროის მოძიება?

– რა თქმა უნდა, მეტი დრო მინდა დავუთმო შვილებს, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებ. ვფიქრობ, მოუცლელობა ყველა თანამედროვე დედის პრობლემაა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ხშირად მნიშვნელოვანი მომენტები გვეპარება. თუმცა მე ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემი 18 წლის შვილი ჩემი ერთგვარი თანაავტორია.

– რამდენადაც ვიცი, პროზის შემდეგ საკუთარი შესაძლებლობები პოეზიაშიც მოსინჯეთ…

– მართალია, რომანისტი ვარ, მაგრამ პოეზიით, დრამატურგიითაც აქტიურად ვინტერესდები, რადგან ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები