LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აჯანსაღებს თმას ბოტოქს-კერატინი და რა პროცედურების გაკეთება გჭირდებათ გაზაფხულზე – სილამაზის აკადემია

160
miriantuzuridzeakademi

როგორ აჯანსაღებს თმას ბოტოქს-კერატინი და რა პროცედურების გაკეთება გჭირდებათ გაზაფხულზე – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ სალონის Mclub ჭავჭავაძეზე დამფუძნებელმა, სტილისტმა მირიან ტუზურიძემ ისაუბრა.

რა არის თმის ბოტოქსი და კერატინი?

ბოტოქსი და კერატინი ერთნაირი შემცველობისაა, კერატინი ეს არის თმის ცილა, რომელიც შეგვყავს თმაში, ხოლო ფარმადეგიდი ასწორებს თმას დაახლოებით 6 თვით. ყველა კერატინი ფარმადეგიდს არ შეიცავს. ბოტოქს-კერატინი ძალიან სასარგებლოა, რადგან კარგი ხარისხის კერატინი აჯანსაღებს თმას. ამ პროცედურის გაკეთება რეკომენდებულია შეღებილ, გაღიავებულ თმაზე, ასევე ხვეული თმის შემთხვევაში. როცა ბოტოქს-კერატინი ერთობლივად შეგვყავს თმაში, მის ეფექტი დაახლოებით 4 თვე გრძელდება და თმა 70% სწორდება. სასურველია დაზიანებული თმა მოიჭრას და შემდეგ გაიკეთოთ აღნიშნული პროცედურა.

ზამთარში ტემპერატურის ცვლილების დროს თმა ზიანდება…

ახლა გაზაფხულია და რთული პერიოდია თმისთვის. ყველაზე მეტად თმას აზიანებს წვიმა.  ტენიანობა აღებს თმის ფორებს. რაც არ უნდა დაივარცხნოთ, ტენიან ამინდში თმა იცვლის ფორმას. შესაბამისად ფორების გაღება-დახურვა აზიანებს თმას.

რა პერიოდულობით უნდა დავიბანოთ თმა?

თმა უნდა დაიბანოთ იმ სიხშირით, როგორც ამას თმა მოითხოვს, თმის ცვენას იწვევს როგორც ზედმეტი სიმშრალე, ასევე ცხიმი. შესაბამისად აუცილებელია ბალანსი შევინარჩონოთ.

რა ნიღბების გაკეთება შეიძლება სახლის პირობებში?

დამატებიანებელი ნიღნების გაკეთება შეგიძლიათ როგორც სალონში, ასევე სახლის პირობებში. ქოქოსის ზეთი არის უებარი საშუალება თმისთვის. მასში შეგიძლიათ აურიოთ A და E ვიტამინი და 4 საათამდე გაიჩეროთ თმაზე. შეგიძლიათ ქოქოსისა და არგანის ზეთი აურიოთ. ასევე, ეფექტურია ნიღაბი: კვერცხის გული, ერთი კოვზი არგანის ან აბუსალათინის ზეთი, A და E ვიტამინი, ერთი კოვზი შაქარი და ერთი კოვზი მდოგვის ფხვნილი აურიეთ და დაიტანეთ თმაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები