LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ავირჩიოთ პროფესია – FM ქოუჩი

19
coach

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ ავირჩიოთ საქმე და პროფესია? 17 წლის ასაკში სწორი არჩევანის გაკეთება არც თუ ისე მარტივია. არჩევანის გაკეთებაში მოზარდებს ხშირად მშობლები ეხმარებიან. რა კრიტერიუმებით უნდა ვიხელმძღვანელოთ პროფესიის არჩევისას – მარტა ქარუმიძის გადაცემის „FM ქოუჩი“ სტუმარია სამოტივაციო სპიკერი ილია ნიკაჭაძე.

რა კრიტერიუმებით უნდა ვიხელმძღვანელოთ პროფესიის არჩევისას?

ამოსავალი წერტილი პროფესიის, საქმიანობის არჩევისას უნდა იყოს ის, თუ რა მოგწონს. აზრი არ აქვს იმ საქმის კეთებას, რაც არ განიჭებს სიამოვნებას, რადგან გრძელვადიან პერიოდში, რაც არ უნდა სხვა ბენეფიტები ჰქონდეს ამ საქმეს, მაინც წამგებიანია. სიყვარული აგვამაღლებს – წერს შოთა რუსთაველი. სიყვარული აღგვაშენებს – წერს პავლე მოწიქული. ყველაფერი ღირებულის შექმნას საფუძვლად იმის სიყვარული უდევს, რასაც აკეთებ. უფრო ფსიქოლოგიურად რომ ავხსნათ, იმ საქმის კეთება, რაც არ მოგვწონს, იწვევს შინაგან კონფლიქტს «მინდასა» და «უნდას» შორის. ეს კოფლიქტი ფსიქოლოგიური ენერგიის განელებას და შესაბამისად, გუნება-განწყობის დაქვეითებას, დაღლილობას, უგუნებობას იწვევს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბედნიერი არ არის, რაც არ უნდა მაღალი იყოს მისი შემოსავალი და სოციალური სტატუსი.

უნდა ავირჩიოთ თუ არა საქმე, იმის მიხედვით თუ რა გამოგვდის კარგად?

მეორე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ის გახლავთ, რომ საყვარელი საქმე იყოს ის, რაც კარგად გამოგვდის. სხვაგვარად შეიძლება სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. სამაგალითოდ მუსიკალური სატელივიზიო კონკურსები გამოდგება. იქ წარმოდგენლი ადამიანების უმრავლესობა მუსიკისა და სიმღერის სიყვარულმა მიიყვანა კონკურსზე, თუმცა უმეტესი მათგანი საზოგადოების ქილიკისა და დაცინვის ობიექტი ხდება.

“რა გვიყვარს და რა გამოგვდის”-თან ერთად, ყურადღებამისაქცევია მესამე ფაქტორი – რაში გვიხდიან ფულს. ფულის მნიშვნელობის ზედმეტად გაზრდა ისევე მავნებელია, როგორც მისი მნიშვნელობის დაკნინება. ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ იყიდი სტაბილურობასა და თავისუფლებას, რომელიც ბედნიერების აუცილებელი კომპონენტებია. ისტორიას ახსოვს მაგალითები იმ ადამინებისა, რომელთაც უყვარდათ საქმე, რასაც აკეთებდნენ და ძალიან კარგად გამოსდიოდათ, თუმცა კი მათ ცხოვრებას სიღარიბე სდევდა თან. ნიკო ფიროსმანი, ამადეო მოდილიანი – საკუთარ საქმეზე შეყვარებული გენიოსი მხატვრები, რომელთა ცხოვრებაც სრულყოფილი ვერ გახდა იმისდა გამო, რომ მესამე ფაქტორი – ფული არ იყო მათ პროფესიულ საქმიანობაში.

როგორ უნდა მიხვდეს მოზარდი, რა აინტერესებს?

იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რა გვაინტერესებს, საჭიროა დავაკვირდეთ საკუთარ თავს: რისი კეთება გვანიჭებს სიამოვნებას; რა არის ის, რაც შეგვიძლია ვაკეთოთ ინტენსიურად ისე, რომ არ დავიღალოთ. არის კიდევ ერთი პროექციული მეთოდი – დავაკვირდეთ, ვინ არის ჩვენი კუმირი, ვისით ვართ აღფრთოვანებული, რადგან სხვა ადამიანში საკუთარი განუხორციელებელი პოტენციალის რეალიზებული სახით ხილვა მოგვწონს.

რატომ კარგავენ ბავშვები სწავლის მიმართ ინტერესს?

ხშირად ბავშვები სწავლობენ, მაგრამ შესაბამისი შედეგი არ აქვთ, ვერ ღებულობენ კარგ ნიშანს, არ აქვთ საკითხის მყარად ცოდნის განცდა და ა.შ. ეს მაშინ ხდება, როდესაც ისინი სრულ ძალისხმევას არ დებენ მეცადინეობის პროცესში.

კარგად რომ დავინახოთ, თუ რა შედეგი გვაქვს მაშინ, როდესაც საკითხში სრულ ძალისხმევას არ ვდებთ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა მათემატიკური ფორმულა შემოგვთავაზეს. დავალების ნორმალურად შესრულება აღვნიშნოთ ციფრით 1. თუ დავალებას ჩვეულებრივზე უკეთესად შევასრულებთ ანუ 1.01-ზე და ავიყვანთ მას 365-ე ხარისხში (წლის განმავლობაში დღეების რაოდენობა), შედეგი იქნება მაღალი (37. 8.), მაგრამ თუ დავალებას ჩვეულებრივად ან ჩვეულებრივზე უარესად გავაკეთებთ, მაშინ შედეგი თითქმის 0-ის (0.03) ტოლი იქნება.

თუკი დავემხარებით ბავშვს, საქმეში სრული ძალისხმევა ჩადოს, ის მიიღებს მაღალ შედეგს და უფრო მოტივირებულად ისწავლის.

როგორ უნდა შეუწყოს ხელი მშობელმა ბავშვს სწავლის მიმართ ინტერესის შენარჩუნებაში?

ჩვენს ცნობიერებაში მყარად არის გამჯდარი აზრი, რომ „ძალა ერთობაშია“. თუმცა, კვლევები ადასტურებს, რომ საკითხს ასე ცალსახად არ უნდა შევხედოთ. 1983 წელს, ფრანგმა მეცნიერმა, მაქს რინგელმანმა კოლეჯის სტუდეტებზე კვლევა ჩაატარა. ექსპერიმენტები შემდეგში მდგომარეობდა: ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ადამიანებს სთხოვდნენ სიმძიმეების აწევას. ყოველი მათგანისთვის აფიქსირებდნენ მაქსიმალურ მასას, რომლის აწევაც მათ სცადეს. ამის შემდეგ ჯგუფებად ყოფდნენ ამ ადამიანებს: თავიდან ორ-ორი ადამიანი იყო თითოეულში, შემდეგ ოთხი, შემდეგ კი – რვა.

მოლოდინი ნათელი იყო: თუ ერთ ადამიანს შეეძლო, პირობითად, 100 კილოგრამის აწევა, მაშინ ორს ერთად 200-ის ან უფრო მეტის აწევა უნდა შეძლებოდა. მითი იმის შესახებ, რომ ჯგუფური მუშაობით უფრო მეტის მიღწევაა შესაძლებელი (ანუ თითოეული წევრის შედეგების ჯამის), არ გამართლდა. ორი ადამიანის ერთობლივად მუშაობისას, თითოეული თავისი შესაძლებლობის 93%-ს ამჟღავნებდა, რვის შემთხვევაში კი – მხოლოდ 49%-ს.

იგივე ცდა სხვა დავალებებზეც შეამოწმეს, მაგალითად, თოკის გადაქაჩვაზე. შედეგი იგივე მიიღეს – რაც უფრო ზრდიდნენ ჯგუფში წევრების რაოდენობას, მით უფრო იკლებდა მათი მუშაობის ხარისხი.

მიზეზი გასაგები იყო. როდესაც მხოლოდ საკუთარი თავის იმედზეა ადამიანი, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს ამჟღავნებს. გუნდური მუშაბისას კი ძალიან მარტივია საკუთარი ძალების ეკონომია. როდესაც ბავშვს გვერდით ვუზივართ და ვცდილობთ „ვამეცადინოთ“, ის ჩვენს იმედზეა და ნაკლებად ძაბავს გონებას. ამის ნაცვლად საჭიროა, მივცეთ დავალება და თავისუფლება. დაე, დამოუკიდებლად გაუმკლავდეს გამოწვევას! შევეშველოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც წინ მისთვის დაუძლეველი წინააღმდეგობა დახვდება და ნუ შეგვეშინდება იმის, რომ შეეშლება, არასწორი გზით წავა. წაქცევის შემდეგ წამოდგომის პროცესში, არასწორი გზიდან მობრუნების გზების ძიებაში იზრდება ბავშვი და მისი შესაძლებლობები.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები