LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ცვლის იოგა სხეულის ფორმებს – სილამაზის აკადემია

4
davitykalandadze5

როგორ ცვლის იოგა სხეულის ფორმებს – გადაცემის „სილამაზის აკადემია“ სტუმარია YOGAROOMS-ის დამფუძნებელი დავით კანდელაკი.

რა არის იოგა?

იოგის საწყისი საფეხურები დაფუძნებულია გარეგან და შინაგან ჰიგიენაზე. Gგარეგანი ჰიგიენის დაცვა თითოეული ჩვენგანის დღის წესრიგშია. რაც შეეხება შინაგან ჰიგიენას, მასზე იშვიათად თუ ზრუნავს ადამიანი. შინაგანი ჰიგიენა-სისუფთავე გაცნობიერებული კვებით არის შესაძლებელი. კვება ძირითადად ცოცხალ საკვებზეა დაფუძნებული და ამასთან ერთად, სწორად შეთავსებულ მარცვლეულზე, თევზეულზე და რძის პროდუქტებზე. Gჯანმრთელობა არის ის იშვიათი რამ, რასაც ვერ ვიყიდით, ვერ ვიპოვით, ის უბრალოდ უნდა გამოვიმუშაოთ და მოვუფრთხილდეთ. იოგა არის ერთ-ერთი გზა, რომელიც გვასწავლის, თუ როგორ ვიყოთ ჯანმრთელები და ენერგიულები. გზა, რომელიც გაძლევთ თქვენ საკუთარ გასაღებს, რომელიც ხსნის კაცობრიობის უდიდეს ბედნიერებას – ჯანმრთელობას.

რამდენად ცვლის იოგა სხეულის ფორმებს?

პირველად ადამიანის სხეულის ფიზიკურ მდგომარეობას შევეხოთ: ერთი შეხედვით უბრალო პოზები ძალზე აჯანსაღებს და სწორ განვითარებას აძლევს კუნთებს. საკმარისია რამდენიმე ასანა შევასრულოთ და ჩვენს ორგანიზმში ერთი კუნთიც არ დარჩება ყურადღების გარეშე. იგრძნობთ შვებას და მიიღებთ სიამოვნებას.

როგორც ვიცი ასანები კარგია ხერხემლისთვისაც?

ადამიანის ჯანმრთელობის ბურჯისათვის ანუ ხერხემლისათვის, ასანებზე უკეთესი ალბათ არაფერი გამოუგონიათ. თვით ასანების შესრულების დროს იგრძნობთ, თუ როგორ ჯანსაღდება იგი, ხოლო შესრულების შემდეგ.  ასანების შესრულება ხერხემლის სვეტში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას იწვევს, რაც მისი გაჯანსაღების წინაპირობაა. ასევე იგი დადებითად მოქმედებს შინაგან ორგანოებზე, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის სისტემას, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ნერვულ სისტემას და რაც მთავარია, ხსნის დაღლილობას. ასანებით მაქსიმალური სარგებლობის მიღება შეიძლება თუ ვარჯიშთან ერთად ზომიერ კვების რეჟიმს ავირჩევთ. თუ კვება ისეთივე იქნება, როგორც ზოგადად საზოგადოებაში მიღებული, მაშინ ასანებით შედარებით ნაკლებ შედეგს უნდა ველოდეთ. სისტემატური ვარჯიში და გაცნობიერებული კვება -ჯანმრთელობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა. იოგისა და ასანების სიკეთე იმაში მდგომარეობს, რომ იოგა სპორტი არ არის, მაშასადამე არც ასანების შესრულებაა სპორტი. სპორტი შედეგსა და შეჯიბრზეა დაფუძნებული, აქ კი არავის ეჯიბრები, არსად გეჩქარება, აკეთებ ისე, როგორც გამოგდის, თანდათან კი იგრძნობთ, თუ როგორ დამშვიდდით, გაჯანსაღდით და როგორ კეთილად ხართ განწყობილნი ყველას და ყველაფრის მიმართ. შეიძლება ეს იმიტომ, რომ არსად გეჩქარებათ და არავის ეჯიბრებით, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ თვით ამ პოზებში დევს რაღაც, რაც უამრავ სიკეთესთან ერთად, გვაძლევს ენერგიას, რომელსაც კეთილგანწყობა ჰქვია.

 

.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები