LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავძლიოთ აგრესია – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

22
ილია-ნიკაჭაძე

აგრესია შედგენილი ემოციაა. ის ბრაზისა და გაღიზინების, ინტერესისა და მოლოდინის კომბინაცის შედეგად მიიღება. როგორ დავძლიოთ აგრესია საკუთარ თავში – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი ილია ნიკაჭაძე.

 

გადაცემის LIVE

როგორ წარმოიშობა ბრაზი და გაღიზიანება?

ბრაზის და გაღიანება დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებების შედეგად იქმნება. მაგალითად: ქალი/კაცი, რომელსაც აქვს მოთხოვნილება იყოს განსაკუთრებული და გამორჩეული ერთი ადამიანისთვის მაინც, გრძნობს გაღიზიანებას, როდესაც ეს მოთხოვნილება დაუკმაყოფილებელი რჩება, გამოხატავს აგრესიას იმ პირის მიმართ, ვისგანაც ელოდა ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას.

ხშირ შემთხვევაში ოჯახურ კონფლიქტებს სწორედ ეს უდევს საფუძვლად. ქმარს სურს, რადგან ასე “გაიზარდა”, რომ მასზე ფიზიკურად “იზრუნოს” ცოლმა, მის”აღმზრდელობით” წარმოდგენებში ზრუნვა გამოიხატება საუზმე-სადილ-ვახშამის გამზადებაში, პერანგის გაუთოვებაში და საერთოდ მისი ყველა სურვილის „ჰაერში დაჭერაში“. თუ კი ქალი ამას არ/ვერ აკეთებს, ასეთ კაცში ეს წარმოშობს აგრესიას. აგრესია ამ შემთხევაში შეიძლება გამოიხატოს მორალი-ფიზიკურ ძალადობაში.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია არ შევიქმნათ წინასწარი მოლოდინები ადამიანებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, შესაბამისად, არ გავაფუჭოთ ურთიერთობები, რადგან ნებისმიერი ინდივიდი საჭიროებს პატივისცემას, და არ არის საჭირო “წარმოსახვითი პარტნიორის” შექმნა.

7 რჩევა ილია ნიკაჭაძისგან:

  1. აგრესიულები მაშინ ვხდებით, როდესაც სიყვარულის ნაკლებობას განვიცდით. როცა ერთ ადამიანს მაინც ვუყვარვართ, ისე რომ ის მზად არის ჩვენი ხშირად რეალობას აცდენილს მოლოდინებს მოერგოს, აგრესია ვერასოდეს მოგვერევა.
  2. მოლოდინები აგრესის წარმოქმნის უმთავრესი წყაროა. მაქსიმალური კონცენტრირება აქ და ამჟამად მდგომარეობაზე, აგრესიის ხარისხს მნიშნელოვნად შეამცირებს.
  3. მივცეთ აგრესიას კონსტრუქციული სახე. ძალისხმევა ჩვენთვის და საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეების კეთებაში ჩავდოთ.
  4. საკუთარი მოთხოვნილებების ყურის დაგდება, მისი მოსმენა და გათვალისწინება ნიშნავს რომ ჩვენში ნაკლები გაღიზიანება იქნება და საქმე აგრესიამდეც აღარ მივა.
  5. აგრესის გამოხატვის კონსტრუქციული გზის მოძებნა. კარგი საშუალებაა, მაგალითად ვარჯიში. ფიზიკური დატვირთვისას მობილიზებული ენერგის განმუხტვა ხდება.
  6. აგრესიის გამოხატვა სწორ და ადექვატურ ფორმებში უნდა მოხდეს. აგრესიის შეკავება ხშირად ფსიქოსომატური დაავადებების მიზეზი ხდება.
  7.  ხშირად ადამიანებმა არ იციან რას ველით მათგან და შესაბამისად ჩვენი რეაქციაც გაუგებარი ხდება მათთვის, რაც იწვევს კონფლიქტს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები