LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ განვახორციელოთ დიდი ცვლილებები კომპანიაში – “აზზატოში” ცვლილებებია – FM ქოუჩი

18
zaza-qoiava-fm-couch

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ განვახორციელოთ კომპანიაში დიდი ცვლილებები – ამ თემაზე კომპანია “აზზატოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ქოიავამ  გადაცემაში “FM ქოუჩი” ისაუბრა.

რთულია პოზიციონირება ქართულ ბაზარზე?

კომპანია „აზზატო“, თითქმის,  7 წელია ქართულ ბაზარზე  პოზიციონირებს და  სარგებლობს  მყარი რეპუტაციით, სანდოობითა და მაღალი ცნობადობით. ჩვენთან ყოველთვის იყო ნატურალური პროდუქცია, რომელიც აკმაყოფილებდა გემოს მაღალი სტანდარტის მოთხოვნებს და ამ ვექტორის დარღვევას დღესაც არ აპირებს კომპანია.

ჩვენი განახლებული გუნდი კიდევ უფრო აქტიურად იწყებს მუშაობას თითოეული მომხმარებლისთვის კომფორტული გარემოს, ხელმისაწვდომი ფასისა და გაუმჯობესებული მომსახურების შექმნისთვის. ჩვენი ხედვა უკავშირდება თითოეული ოჯახისთვის ნატურალური და ფასთან მიმართებით უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებაში. ვაპირებთ კიდევ უფრო “აგრესიულად-თამამად” გამოვიდეთ ბაზარზე და მისი უნიკალური უპირატესობები მივიტანოთ თითოეულ მომხმარებლამდე. ჩატარებული კვლევების მიხედვით, კომპანიას არ აქვს უშუალო კონკურენტებზე მაღალი ფასები.

რამდენად აუცილებელია რეორგანიზაცია კომპანიაში?

საქარველელოში რეორგანიზაცია ასოცირდება სამსახურიდან გაშვებაში, სინამდვილეში ეს ასე არ არის. მენეჯმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებების შემდეგ ბუნებრივია მოხდა რეორგანიზაცია, მმართველი რგოლი პირადად შეხვდა თითოეულ თანამშრომელს და მათი გამოცდილების, ხედვებისა და ინიციატივების საფუძველზე დაგეგმა სასიამოვნო სიახლეები და ცვლილებებები.

ლოიალურ პერსონალს მიეცა გადამზადებისა და წინსვლის საშუალება, შეირჩა დამატებითი კადრები, ვაგრძელებთ მომხმარებლების მოთხოვნების გათვალისწინებას უფრო დეტალურად, მეტი კომფორტისა და უკეთესი მომსახურების შეთავაზებისთვის ვმუშაობთ მთელი გუნდი.

ცვლილებები მოხდა წარმოებაში, მოვიწვიეთ კონდიტერები ევროპიდან. არსებული პროდუქცია დაიხვეწა, ჩაეშვა ახალი ნაწარმი, მათ შორის ხილის ტორტები და ახალი სახეობის შედედებული რძის და შოკოლადის ტორტები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მომხმარებლის მოთხოვნიდან  გამომდინარე  გაკეთდა. ამ კუთხით სამომავლოდაც მუდმივად გვექნება სიახლეები ჩვენი მომხმარებლებისთვის.

აგრეთვე, ჩვენს ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს თანამედროვე კომფორტით და აზზატოს უგემრიელესი პროდუქტი მიიღოს სახლიდან გაუსვლელად, ბაზარზე არსებული მოწინავე სადელივერო კომპანიების საშუალებით.

ერთადერთი, რაც არ შეცვლილა არის მუდმივი ორიენტაცია ხარისხზე. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს მიერ დამზადებული ნებისმიერი პროდუქცია მზადდება უმაღლესი ხარისხის ნედლეულითა და ნატურალური პროდუქტებით. ეს ჩვენი ნიშაა, რომელსაც არასოდეს გადავუხვევთ.

როგორი ხედვა უნდა ჰქონდეს კომპანიას?

უნდა ჰქონდეს მომავლის ხედვა. მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში მომავლის გეგმებიდან გამოვყოფ რამდენიმე მიმართულებას: ეს არის კერძო შეკვეთების საკითხი, ჩვენი მომხმარებლებისთვის დამატებითი მომსახურებების შეთავაზება და CSR კამპანია. ჩვენ ვქმნით უნიკალურ დიზაინს თითოეული კლიენტისთვის და ახლა უფრო მეტად გვინდა ორიენტაცია ავიღოთ საბავშვო და საქორწილო ტორტებზე.

რაც შეეხება CSR კამპანიას, როგორც იცით, ჩვენ გვაქვს პროექტი „აზზატო KIDS”, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს პატარა კონდიტერებს შორის. ჩვენ ვგეგმავთ მსგავსი პროექტის განხორციელებას 60+ ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე თავიანთ გამოცდილებას გაგვიზიარებენ.

სამომავლოდ ჩვენს მომხმარებლებს გავახარებთ და ვიტყვით, რომ კიდევ რამდენიმე ახალი ფილიალი გაიხსნება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები