LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი – სილამაზის აკადემია

7
shorenajikia2012

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ვიზაჟისტმა შორენა ჯიქიამ ისაუბრა.

როგორ იწყება მაკიაჟის კეთება?

მაკიაჟი – არის ხელოვნება, რომლის მიხედვითაც იქმნება ლამაზი გამოსახულება. იმისათვის, რომ კანი მოვამზადოთ მაკიაჟისთვის, პირველ რიგში აუცილებელია გავიკეთოთ D-ე მაკიაჟი. სასურველია  მიცერალური წყლით გავიწმინდოთ სახე, შემდეგი ეტაპი არის უკვე დატენიანება კანის ტიპის მიხედვით.

მოგეხსენებათ, არსებობს სხვადასხვა ტიპის კანი და შესაბამისად, ტიპის მიხედვით საჭიროა დატენიანება. აუცილებელია სწორად იქნას შერჩეული კოსმეტიკური საშუალებები, რათა იმ პროფუქციამ არ გააღიზიანოს ჩვენი მომზადებული კანი. ეს არის სწორად ის ძირითადი პრინციპები, როგორ უნდა მოვამზადოთ კანი ტონალურამდე.

რაც შეეხება ტონალურს, როგორ ვარჩევთ მას?

თუ არის ცხიმიანი კანი, მაშინ თხელ ტექსტურას გამოვიყენებთ. მშრალ კანზე – უფრო სქელ ტონალურს. პრობლემური კანზე – მაღალი დაფარვის ტონალური გვჭირდება. თუ კანი სუფთაა, მაშინ ამ შემთხვევაშიც უფრო თხელ სტრუქტურას გამოვიყენებთ.

აქვე ვისაუბრებ კონსილერზეც, ის გამოიყენება თვალის ქვეშ უპეების დასაფარად. თხელი კონსილერი გამოიყენება იმისათვის, რომ ასაკობრივი მაკიაჟის შემთხვევაში ნაოჭებში არ ჩაჯდეს. და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ ვაკეთებთ სახის მოდელირებას.

ძალიან აქტუალურია ჰაილაითერი. მას აქვს გამომანათებელი ეფექტი, რომელიც კეთდება ყვრიმალზე, ცხვირზე, ნიკაპსა და შუბლზე.

ჰაილათერებს და ზოგადად ღია ფერის ტონებს ძირითადად ვიყენებთ ისეთ ადგილებში, სადაც უფრო მეტი ჩავარდნებია, რათა ამოვწიოთ და უფრო  მეტი ბზინვარება მივცეთ ჩავარდნილ ადგილებს.

მაკიაჟისთვის ასევე ვიყენებთ ბრონზატორებს, ეგრეთ წოდებულ „რუმიანას“. ბრონზატორებს უფრო ზაფხულში იყენებენ რუჯის დროს.  საახალწლო მაკიაჟისთვის გამოიყენება შიმერები, განწყობის ასამაღლებლად.

როგორი უნდა იყოს მაკიაჟი ზამთარში?

სეზონურ მაკიაჟსაც რაც შეეხება, ვისაც უყვარს მკვეთრი მაკიაჟი ზამთარში შეუძლია გაიკეთოს, რადგან ზამთარი  ისეთი სეზონია, თვალის გამოკვეთა მკვეთრად შეიძლება.

შეძლებისდაგვარად ყოველთვის ვეცნობი ტრენდებსა და ტენდენციებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ  მე მათი უპირობო მიმდევარი ვარ, რადგან მგონია, რომ ინდივიდუალიზმი არ უნდა დაიკარგოს.

წელს აქტუალურია ეგრედწოდებული Natural- look,მაქსიმალურად ბუნებრივი სახის ტონი, იერი და თვალების თბილი ფერის ჩრდილებით დამუშავება, თუმცა სადღესასწაულო მაკიაჟში უფრო თამამები ვართ და ვახდენთ თვალის გამოყვანას, დაფერვას ჩრდილებით,ლაინერით და ა.შ.

ამასთანავე ვიზაჟისტი ვალდებულია გაითვალისწინოს მომხმარებლის სურვილი და გემოვნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები