LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გვეხმარება სხეულის ფორმების შეცვლაში აკვა აერობიკა – სილამაზის აკადემია

115
akademianews

გადაცემის ლაივი LIVE

დღეს აკვა აერობიკა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება წონაში დასაკლებლად, სხეულის გასამკვრივებლად, ასევე ცელულიტის შესამცირებლად. გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ აკვა აერობიკის მნიშვნელობაზე „ესთეტიკ სერვისის“ აკვა თერაპევტმა ეკა გიორგობიანმა და PR მენეჯერმა ნათია უტიაშვილმა ისაუბრეს.

ეკა გიორგობიანი:

აკვა აერობიკა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა წონის კორექციისათვის, ანუ მარტივად რომ ვთქვათ: გასახდომად და ცელულიტის შესამცირებლად. ვარჯიშის დროს მუშაობს მთლიანი მუსკულატურა, უმჯობესდება სისხლძარღვების გამტარიანობა,  წყალში ვარჯიშისას სხეულის მასა 30 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივი ვარჯიშის დროს. დატვირთვა ძირითადად მიდის კუნთზე, ნაკლებად საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე, ამიტომაც ტრავმები გამორიცხულია, ზედმეტი ძალდატანების გარეშე შეუძლიათ ვარჯიში. აუზის ტემპერატურა 8-10 გრადუსით ნაკლებია სხეულის ტემპერატურაზე, რაც ასევე ხელს უწყობს კალორიების წვასა და ცხიმოვანი ქსოვილის სწრაფ მოშორებას.

ვისთვის არის წყალში ვარჯიში მიზანშეწონილი?

წყალში ვარჯიში მიზანშეწონილია ყველასთვის, რადგან უკუჩვენება არ გააჩნია. მათთვის ვისაც აქვს წონის პრობლემა, სურს სხეულის გამკვრივება, ცელულიტის ალაგება, ასევე უწევს მთელი დღის განმავლობაში ერთ ადგილზე ჯდომა, რაც თავის მხრივ სხვადასხვა პრობლემების გაჩენის მიზეზი ხდება. აკვა აერობიკა ასევე კარგია მათთვის, ვისაც ხერხემლის თიაქარი აწუხებს, რადგან წყალში ვარჯიში ხელს უწყობს ხერხემლის გაწელვასა და დატვირთვის მოხსნას. ასევე ეფექტურია დისკოზის, ოსტეოქონდროზის, ოსტეოპოროზოს, დისკის ამოვარდნის სამკურნალოდ და მოტეხილობის შემდგომი რეაბილიტაციისთვის. ზოგადად წყალში ვარჯიში ძალიან კარგი სარებილიტაციო საშუალებაა. გარდა ამისა აკვა აერობიკა ხელს უწყობს მარილების დაშლას სახსრებში, წყლის საშუალებით ხდება ყველა შინაგანი ორგანოს ეფექტური მასაჟი. სასარგებლოა ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს, არეგულირებს არტერიულ წნევას, ასევე ეფექტურია მათთვის, ვინც გადაიტანა კოვიდი. კოვიდგადატანილ პაციენტებს ხშირად აქვთ კიდურების შეშუპება, სისხლძარღვების პრობლემები. ამ ყველაფრის სამკურნალოდ კი ძალიან კარგია  წყლის პროცედურა, კერძოდ აკვა აერობიკა. ის ეხმარება ადამიანს ემოციური და ფიზიკური დაძაბულობის მოხსნაში. წყლის მასაჟის წყალობით, კუნთებში რძემჟავა არ გროვდება და ამიტომ ვარჯიშის შემდეგ კუნთების ტკივილი არ შეგაწუხებთ, კანი კი უფრო დაჭიმული და დატენიანებული გახდება. აკვა აერობიკა ძალიან კარგად მოქმედებს გულზეც: ამაგრებს გულის კუნთს, შესაბამისად ადამიანის ჯანმრთელობა კიდევ უფრო უმჯობესდება.

რამდენად ეფექტურია აკვა აერობიკა ორსულებისთვის?

ძალიან ეფექტურია და ჩემთან წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ორსული ქალბატონი ვარჯიშობს. აკვა აერობიკა ეხმარებათ წონის ნაკლებად მატებაში, ხელს უშლის ცელულიტის გაჩენას, კანი ხდება უფრო მეტად ელასტიური, რაც თავის მხრივ სტრიების გაჩენას უშლის ხელს. გარდა ამისა მკვრივდება სხეული, ხოლო მშობიარობა უფრო უადვილდებათ. ორსულებს აკვააერობიკის ვარჯიში შეუძლიათ ფეხმძიმობის 12 კვირიდან, რა თქმა უნდა ექიმის რეკომენდაციით, ორსულობის ბოლო პერიოდამდე. მათთვის რა თქმა უნდა ვარჩევ სპეციალურ ვარჯიშებს.

არის თუ არა საჭირო ვიცოდეთ ცურვა, რომ ვივარჯიშოთ აკვა აერობიკა?

ცურვის ცოდნა აუცილებელი არ არის. აუზის სიმაღლე 140 სანტიმეტრია. ასევე აუზს აქვს ხელის მოსაკიდები, რაც კიდევ უფრო აადვილებს ვარჯიშს. თუმცა ასევე შეიძლება წყალში დამჭერი სპეციალური აკვა ქამარის გამოყენება, რომელსაც გაკვეთილის წინ ვაძლევ ქალბატონებს. ასაკობრივი შეზღუდვაც არ არსებობს აკვა აერობიკისთვის. რაც მთავარია აკვა აერობიკა უადვილებს ადამიანს ცურვის სწავლას, ეხმარება წყლის შიშის გადალახვაში.

ნათია უტიაშვილი

რა ინტერვალით არის სასურველი ვარჯიში?

კვირაში ორი ან სამი დღე. ზოგადად აკვა აერობიკა ეს არის კოპლექსური ვარჯიში, მუსიკის თანხმებით, რომელიც წყლის წინაღობაზეა მიმართული და ჩართულია სხეულის ყველა ნაწილი.

როგორც ვიცი, მოტეხილობების დროსაც რეკომენდებულია აკვა აერობიკა?

ასეთი ისტორიები ბევრია, თუმცა ამჯერად მხოლოდ ერთ მათგანზე შევჩერდები. პაციენტმა  2 წლის წინ მოიტეხა ხელო იდაყვში.  სამი კვირის შემდეგ მოხსნეს თაბაშირი და ტრავმატოლოგმა დაუნიშნა ვარჯიშები, რომლის გაკეთება ძალიან უჭირდა, რადგან შეზღუდული ჰქონდა მოძრაობა, აწუხებდა ტკივილები და ვერ შლიდა ხელს. ბოლო ვიზიტის შემდეგ  ექიმმა დაუნიშნა წყლის პროცედურება და რა თქმა უნდა მიმართა ესთეტიკ სერვისის აკვა აერობიკის  ინსტრუქტორებს.  ჯგუფთან ერთად ვარჯიშობდა, თუმცა ინსტრუქტორი ინდივიდუალურად ურჩევდა ვარჯიშებს და აძლევდა მითითებებს. რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ იგრძნო შედეგი: ტკივილები ნელ-ნელა ალაგდა და დაიწყო ხელის გაშლა. სრული რეაბილიტაციისთვის დასჭირდა ორი თვე. ტკივილებიც ბოლომდე ალაგდა, ხელში ძალა დაუბრუნდა და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ბოლომდე შლიდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები