LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ხდება თმის გადანერგვა და როდის დგება შედეგი – სილამაზის აკადემია

18
salomevadajkoria2025

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ ხდება თმის გადანერგვა და როდის დგება შედეგი – ამ თემაზე გადაცემაში მარტა ქარუმიძის გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ პლასტიკურმა ქირურგმა ნინო ვადაჭკორიამ ისაუბრა.

ნინო, როგორია თმის ცვენასთან დაკავშირებით მომართვიანობა?

მამაკაცები და ქალები თანაბრად მოგვმართავენ, ოღონდ სხვადასხვა მიზეზით, კაცების შემთხვევაში მიზეზია მამაკაცური ტიპის თმის ცვენა.  აღსანიშნავია, რომ მამაკაცების შემთხვევაში დიდი როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი. პაციენტებს, რომლებსაც დედის მხრიდან აქვთ გენეტიკური სიმელოტე, ხშირ შემთხვევაში აქვთ ასევე თმის ცვენა. მნიშვნელოვანია სტრესისა და კვების ფაქტორიც.

ქალების შემთხვევაში თმის ცვენის მიზეზია ორსულობის შემდგომი პერიოდი, ან ჰორმონალური პრობლემები. ასევე ქალები იკეთებენ წარბების რეკონსტრუქციასაც. ნებისმიერ თმას ორგანიზმში 29-ჯერ ამოსვლის საშუალება აქვს, შესაბამისად, წარბის ხშირი ამოპუტვით მცირდება თმის მოცულობა.

როგორ ხდება იმის გამოკვლევა, საჭიროა თუ არა ამ პროცედურის ჩატარება?

პაციენტი წინასწარ უნდა ჩაეწეროს კონსულტაციაზე, იწყება გამოკვლები, ვაკვირდებით თმის ძირებს, როგორია ცხომოვანი უკრედები, არის თუ არა სისხლძარღვები გაფართოებული, ამის მიხედვით ვნახულობთ თმის სიხშირეს. ვადარებთ თმის სიხშირეს კეფასა და თხემს შორის და ვადგენთ, რამდენად საჭიროა პროცედურის ჩატარება. თავის წინა ნაწილზე თმის ძირებს აქვს სპეციალური რეცეპტორები. ისინი მოწყვლადი არიან კონკრეტული ჰორმონის, ანუ მამაკაცური ტიპის ჰორმონის მიმართ და იწვევენ თმის ცვენას. ხოლო, კეფის მხარეს ეს რეცეპტორი არ არსებობს, შესაბამისად იქ თმა ყოველთვის რჩება.

საიდან ხდება თმის აღება გადანერგვის დროს?

თმის გადანერგვის პროცედურა 3-4 საათამდე გრძელდება, თმის ასაღებად სხვადასხვა ზონას ვიყენებთ. ყველაზე პოპულარული კეფაა, თუმცა მამაკაცის შემთხვევაში ხდება მკერდის, ხელის, წვერის თმის გამოყენებაც. რაც შეეხება პროცედურას, თმის გადანერგვა ადგილობრივი ანეზთეზიის ქვეშ მიდის. გადანერგვის შემდეგ მნიშვნელოვანია პირველი ორი დღე, ფრთხილად უნდა იყვნენ და ოდნავ ამაღლებულ ბალიშზე ეძინოთ, რათა გადანერგილი თმა არ დაზიანდეს. თავის დაბანის პროცედურაც საყურადღებოა, უხეში მოძრაობებით  არ უნდა დაიბანონ. ორი კვირის თავზე წითელი წერტილებიც ალაგდება. საბოლოო შედეგი ერთი წლის თავზე დგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები