LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოქმედებს რუსეთი ოკუპაციის ფარგლებში / რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჯანმო ჩინურ ვაქცინებზე – “კვირის თემის” პოდკასტი

4
კვირის თემა 29 აპრილი

 – ქვეყნის ნომერ პირველ გამოწვევას წარმოადგენს რუსული ოკუპაცია – დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტში 2020 წლის ანგარიში წარადგინა – რა არის ის  მთავარი ფაქტორები და მექანიზმები, რომლითაც რუსეთის ფედერაცია ოკუპაციის ფარგლებში მოქმედებს ? – თემაზე ისაუბრებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

 

– აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტი აპირებს, ნება დართოს მსურველებს „დაიბრუნონ დაკარგული აფხაზობა“ რა მინიშნებაა ეს ჩვენთვის და რბილი ძალის რა მეთოდებს იყენებს რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – საკითხს განვიხილავთ  – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელთან ერთად – უჩა ნანუაშვილი იქნება დღეს „კვირის თემის „ სტუმარი

 

 – დღეს, საქართველო სინოვაკის 100 000 დოზას მიიღებს, დღესვე ჯანდაცვის მსოლფიო ორგანიზაციაში იმსჯელებენ ჩინური წარმოების ვაქცინების სინოვაკისა და სინოფარმის შესახებ – ალერგოლოგ- იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვია გადაცემის სტუმარი

 

 

საქართველოს ნომერ პირველი გამოწვევა – რას ამბობს სუსის ანგარიში

 

დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში 2020 წლის ანგარიში წარადგინა. სუსის უფროსის თქმით, ქვეყნის ნომერ პირველ გამოწვევას წარმოადგენს რუსული ოკუპაცია რჩება.

უნდა ვესაუბროთ აფხაზ და ოს ძმებს, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა პასუხისმგებლობა არ აიცილოს: ლილუაშვილი

რა არის ის მთავარი ფაქტორები და მექანიზმები, რომლითაც რუსეთის ფედერაცია მოქმედებს ოკუპაციის ფარგლებში? – თემაზე  სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა.

 

„სუსის ანგარიშში ყურადღება დაეთმო რუსულ ფარულ ოკუპაციას. მაშინ როცა, შეგახსენებთ, ოუპირებულ მხარეს მოქმედებს „ეფესბეს“ სამსახური, რომლებიც ახორციელებენ სამხდრო დივერსიას და სადაზვერვო საქმიანობებს საქართველოს წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, „ეფესბეს“ სასაზღვრო ძალების შემადგენლობაში მოქმედებს უშუალოდ „ეფესბეს“ ეგიდით მოქმედი სამი სპეცსასახური, მათ შორის სასაზღვრო სარდლობას ჰყავს თავისი ტაქტიური სადაზვერვო სამსახური, რომლითაც შეუძლია საკმაოდ ეფექტიანი ბრძოლები განახორციელოს საქართველოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა ექსპერტმა „კვირის თემასთან“ საუბრისას.

 

“სუსის ანგარიშში დღეს რაიმე ორიგინალური არაფერი მოგვისმენია”

 

„მეტს მოველოდი, ანგარიში ორიგინალურობით უნდა გამოირჩეოდეს და არ უნდა ემთხვეოდეს 2018, 2019 წლების ანგარიშებს. კოპიფეისტით არ უნდა იყოს გადმოწერილი. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. ანგარიშში უფრო მეტი კონკრეტიკა უნდა იყოს. 

შეიძლებოდა, დახურური სხდომა ჩატარებულიყო და დაფიქსირებულიყო კონკრეტული საკითხები, რომელიც საფრთხეების პრევენციის ზომებსს მოიცავს და არ მომხდარიყო პრობლემის  მარადიული კუთხით წარმოჩენა და ვალდებულების მოხდა“, – ამბობს მაისაია.

მისი თქმით, აუცილებელია თუდაც რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების კანონის ჩამოყალიბებაზე ბევრი მუშაობა.

„საინტერესო იქნებოდა მოგვესმია, რა გზით ხდება ისეთი უკანონო საქმიანობის აღკვეთამ როგორიცაა, იარაღის უკანონო გადაზიდვა, ნარკოტიკული საშუალებების ტრანზიტი.

პრევენციულ ღონისძიებებზე საუბარი და განხილვა შეიძლება მომხდარიყო დახურულ სივრცეში და არ ყოფილიყო ისეთი შაბლონური, მოვალეობის მოხდის მიზნით, როგორიც დღეს ვიხილეთ“. – გამარტავს სამხედრო ექსპერტი. 

უსაფრთხოების პრობლემებზე და გამოწვევებზე საუბრისას, მაისაია სამ ძირითად საკითხს ასახელებს.

„სამხედრო ასიმეტრიული საფრთხეები,  ასიმეტრიული ეკონომიკური საფრთხეები და საინფორმაციო კიბერუსაფრთოება – ამ სამი საფრთხების გამოვლინება და ეფექტიანი ბრძოლის შემუშავება და განვითარეა, აუცილებელია. 

ქვეყანაში საკმაოდ ეფექტურად მუშაობს კონტრტერორისტული და ანიტიტერორისტული სამსახურები და ეს სუსის ანტიტერორისტული ცენტრის დიდი დამსახურებაა“. – აღნიშნა ექსპერტმა ნინი ხუგაშვილის გადაცემაში. 

მაისაია განმარტავს, რომ აფხაზ და ოს  ძმებთან დიალოგის არქონაზე ხმამაღლა საუბარი შეცდომაა და აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

„სუსის მოადგილის მიერ გაკეთებული კომენტარი, რომ კომუნიკაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე პირდაპირ არ გაგვაჩნია, გასაკვირია.

ასეთი საუბარი ძალიან პრიმიტიული და შაბლონურია. ვერ დავეთანხმები სახელმწიფო უშიშროების მაღალჩინოსნებს ასეთ უაპელაციო განცხადებაში. ჩვენ ასეთი ურთიერთობები უნდა გავააქტიუროთ.  სხვანაირად არ მოგვეცემა შანსი, რომ თუნდაც ამ ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდეს და დაბრუნების გზები გაგვეხსნას. ჩვენ ჩვენი სტრატეგიული საქმიანობით რუსულ, ძალიან მავნე ოკუპაციას, უნდა გამოვგლიჯოთ აფხაზები და ოსები“. – აცხადებს „ფორტუნასთან“ მაისაია.

 

“ნატოს სამხედრო სტანდარტებთან ჩვენ უფრო მეტად ვართ ინტეგრირებული, ვიდრე ზოგიერთი ნატოს წევრი სახელმწიფო”

 

ექსპერტმა თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ჩვენი შეიარაღება სულ უფრო უახლოვდება და აკმაყოფილებს დემოკრატიული და განვითარებული ქვეყნების შეიარაღების კრიტერიუმებს.

 

საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეზე III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში

 

„თავდაცვის ძალებში უფრო მეტი პროგრესია. დღითი დღე ჩვენი თავდაცვის ძალები უახლოვდებიან და აკმაყოფილებენ დემოკრატიული, განვითარებული  ქვეყნისთვის დამახასიათებელ შეიარაღებლი ძალების კრიტერიუმებს.

შესაბამისად ჩვენ ამ შემთხვევაში უფრო მეტად ვართ ინტეგრირებული და თავსებადი ნატოს სამხედრო სტანდარტებთან, ვიდრე ზოგიერთი ნატოს წევრი სახელმწიფო. ეს ბევრ რამეში შეიძლება დავინახოთ, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ დღეს საქართველოში ჩამოვიდა ნატოს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და მერწმუნეთ, სერ სტიუარტ პიჩი შემთხვევით არსად არ დადის. ეს ნატოს ძალების მიერ მაღალი შეფასებისა და გამოხატვას წარმოადგენს.

“საჭიროა ქვეყანაში ნატოს წარმომადგენლობითობის გაზრდა” – პრეზიდენტი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ავღანეთში დასრულებული წარმატებული სამედრო მისიის შედეგად ჩვენ კიდევ გვაქვს სხვა არეალები, სადაც შეიძლება საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს იგივე სამხედრო უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში“. – განმარტავს ექსპერტი „კვირის თემასთან“ საუბარში.

 

 

სამურზაყანოელი აფხაზების მოთხოვნას გალელი ქართველები თანხმდებიან – პრობლემა, რომელმაც გალი საქართველოს კიდევ უფრო დააშორა

 

აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტი აპირებს, ნება დართოს მსურველებს „დაიბრუნონ დაკარგული აფხაზობა“ – რა მინიშნებაა ეს ჩვენთვის და რბილი ძალის რა მეთოდებს იყენებს რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ,- თემაზე  დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელმა  უჩა ნანუაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა.

 

 

მისი თქმით, ბოლო პერიოდში გალის რუსიფიკაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

„ბოლო წლებში ჩვენ ვხედათ, რომ მიმდინარეობს გალის რეგიონის რუსიფიკაცია. ქართულ სკოლებში სწავლების ენის შეცვლით, როდესაც  ქართულიდან რუსულ ენაზე გადავიდა სწავლება. ფიზიკურადაც დასცილდა გალის მოსახლეობა დანარჩენ საქართვლოს და ეს დისტანცირების პროცესი უკვე საკმაოდ დიდი ხანია, გრძელდება“. – განმარტავს ნანუაშვილი „კვირის თემასთან“ საუბრისას.

ნანუაშვილი განმარტავს, რომ საშიშია რუსეთის რბილი პოლიტიკა, რადგან უკვე ბევრმა გალელმა ქართველმა, მათი პოლიტიკა მოიწონა.

„რამდენიმე კვირის წინ, სპეციალური წერილით მიმართეს რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებმა გალში მაცხოვრებელ ჩვენს თანამემამულებს, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულებს და აღნიშნა, რომ რუსეთი ზრუნავს იქ მაცხოვრებელ ქართველებზე და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო და უფრო რთულდება.

რეალურად როგორც დე-ფაქტო ხელისუფლება, ასევე რუსეთის ადგილობრივი რბილი ძალის პოლიტიკის გამტარებელი ორგანიზაციები აქტიურად მიმართავენ იდენტობის პროპაგანდის ინსტრუმენტებს და აქ რა იგულისხმება, დე -ფაქტო პარლამენტში მოისმინეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიცვალოს ეთნიკური იდენტობა გალში მცხოვრებ ქართველთა შორის. განიხილეს სამურზაყანოელი აფხაზების  სპეციალური განცხადებაც.

საუბარია, რომ თითქოს ეს ადამიანები (ათასობით ადამიანზეა საუბარი), აღწერილობის მიხედვით საბჭოთა რეპრესიების გამო აფხაზური გვარი შეცვალეს ქართული დაბოლოებებით და ახლა მიმდინარეობს აფხაზობის დაბრუნება. ისტორიული ეროვნების აღდგენის გზით დაწყებულია პროცესები. 125-მა პირმა უკვე ჩაიწერა პასპორტში ეროვნებით აფხაზი, თუმცა მათ უარი არ უთქვამთ საქართველოს მოქალაქეობაზე“, – ამბობს ნანუაშვილი.

ნანუაშვილის თქმით, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების შეცვლილი ნარატივი პრობლემების შემცველია.

„აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება თუკი აქამდე ყველა ადამიანს, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა, არ აძლედა აფხაზურ პასპორტს, დღეს მიდგომა შეცვალეს და დაუშვეს, რომ პირს ჰქონდეს რუსულ-ქართული პასპორტი, პარალელურად ჩაიწეროს ეთნიკურად აფხაზი და მიიღოს აფხაზური პასპოტი.  600 მსურველი უკვე ელოდება დადებით პასუხს ისე, რომ შეინარჩუნონ პარალელურად საქართველოს მოქალაქეობაც.

 

რატომ არის ეს პრობლემური?

 

გარდა იმისა, რომ აქ საუბარია ზოგადად რეალობის და ისტორიის გაყალბებაზე, მიმართულია იქითკენ, რომ მაქსიმალურად დასცილდნენ გალში მაცხოვრებელი გალელები დანარჩენ საქართველოს. მიმართულია იქითკენ, რომ მათ იდენტობა შეიცვალონ და  გადაწყვეტონ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ რეალურად აფხაზად მოინათლონ.

მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ აფხაზეთის ხელისუფლება იმ ადამიანებს, ვინც აფხაზურ პასპორტს აიღებს, რუსული პასპორტის აღებაში დაეხმარება. 

ეს ფაქტორი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გალელისთვის, რომლისთვისაც რუსული პასპორტი და რუსეთში გადაადგილება შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო იმ ბარიერების ფონზე, რაც მათ უკვე ადგილზე ექმნებათ.

ეს პროცესი ძალია შორს წავიდა და უკვე ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ფიქრობს, რომ რეალურად პოლიტიკის გამო შეიძლება შეიცვალოს იდენტობა და მიიღოს ეს საბუთები და შესაბამისად გამოიყენოს. ამ შესაძლებლობების გამოყენებას სამწუხაროდ რაღაც მოსახლეობის ჯგუფი თანხმდება და მით უფრო, როდესაც აფხაზეთის დე- ფაქტო ხელისუფლება ერთგვარ კომპრომისზე მიდის და მათ არ სთხოვს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვან. 

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ აქ არაა მხოლოდ დე-ფაქტო პოლიტიკის პოლიტიკა, საუბარია იმაზე, რომ გალში ამოქმედდა რუსული სათვისტომოს წარმომადგენლობა. შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთ- რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეობის პლატფორმა დაფუძნდა, რომლის მიზანია, მოამზადოს იდეოლოგიური და პროპაგანდისტული მხარდაჭერა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის, იმისთვის, რომ გალში რეალურად მოხდეს რუსული რბილი ძალის გამოყენება, იმისთვის, რომ გალელების განწყობა შეცვალოს მაქსიმალურად რუსეთის სასარგებლოდ“. – ამბობს უჩა ნანუაშვილი ნინი ხუგაშვილის გადაცემაში.

 

 

როგორ მოიქცევა საქართველო, თუ ჯანმო ჩინურ ვაქცინებს ავტორიზაციას არ მიანიჭებს

 

დღეს საქართველო „სინოვაკის“ 100 000 დოზას მიიღებს, დღესვე ჯანდაცვის მსოლფიო ორგანიზაციაში იმსჯელებენ ჩინური წარმოების ვაქცინების „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ შესახებ – ალერგოლოგ- იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ საუბრობს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩინური ვაქცინები ჯანმოს ავტორიზაციას ვერ მიიღებენ.

 

კითხვაზე, თუ არის დაშვება, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არ მიანიჭოს ავტორიაზაცია ჩინურ ვაქცინებს და როგორ მოიქცევა სახელმწიფო, კულუმბეგოვი პასუხობს:

„ჯანმოს ეგიდით მიმდინარე სხდომა არის იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭო, რომელიც არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგაიზაციასთან 1959 წლიდან და  15 კაციანი შემადგენლობა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული იმუნოლოგები, ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სპეციალისტები შეადგენენ, ყველა სხვადასხვა ქვეყნიდან არის წარმდგენილი. მათ 2-3 წლიანი ვადით ირჩევენ“. – აცხადებს ულუმბეგოვი ნინი ხუგაშვილის გადაცემაში. 

 

რა გზას გადის ვაქცინა ჯანმოს ავტორიზაციამდე

 

„ჯანმოს კომისიამდე ნებისმიერი ვაქცინის მიღწევა საკმაოდ რთულია. ისე არ დება, რომ ვინმეს სურვილი გაუჩნდეს და  სხდომაზე ვაქცინის ავტორიზაციის საკითხის გატანა მოხდეს.

წინა სამუშაო არის უზარმაზარი.  კომპანია, ვინც ვაქცინას უშვებს, ვალდებულია, გააგზავნოს დოსიე, სპეციალისტები უნდა ჩავიდნენ ადგილზე და  ნახონ ვაქცინა როგორ კეთდება, რა ქარხანში და როგორი პირობებით. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა ავტორიზაცია „ფაიზერისთვის“ და „ასტრაზენეკასთვის“ და ჯერ „მოდერნასაც“ კი არ მისცა ავტორიზაცია. „სინოფარმი“ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, თუმცა ამ თხუთმეტკაციანმა კომისიამ  კენჭისყრაზე უნდა დააყენოს საკითხი და თუ უმრავლესობით გადაწყდა, რომ „სინოფარმი“ იმსახურებს, ყველა მონაცემით, რომ დამატებითი საბუთები არ სჭირდებათ,  ალბათ ხვალ ან ზეგ გამოაქვეყნებენ დღევანდელი გადაწყვეტილების დასკვნას“. – განმარტა კულუმბეგოვმა.

 

რა მოხდება, თუ ჩინურმა ვაქცინებმა ავტორიზაცია ვერ მიიღეს

 

„უარი რომ თქვან, ასეთი რამ არ ხდება, შეიძლება მწარმოებელ კომპანიაში გააგზავნონ დოკუმენტი, რომ ექვსი თვის მერე კიდევ შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ ამ საკითზეო. ის რომ არ ვარგა და ვაქცინა არ დაიშვება – ასეთი დასკვნა ვერ დაიდება, ასეთ შემთხვევაში განხილვა საერთოდაც არ ჩაინიშნებოდა“. – ამბობს კულუმბეგოვი.

ჩემი თვალსაზრისით „ნოვავაქსი“ მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა იქნება, ოღონდ არ დაიწყოთ დაცდა, ჩვენთან ზაფხულში შემოვა – ცერცვაძე
კულუმბეგოვმა თენგიზ ცერცვაძის „ნოვავაქსის“ შეფასების კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამ ვაქცინის მიმართ ისიც დადებითადაა განწყობილი.

„ნოვავაქსის“ ვაქცინის მიმართ მეც სიმპატიით ვარ განწყობილი. ეს არის ტრადიციული მეთოდით  დამზადებული ვაქცინა იმ თვალსაზრისით, რომ ცილოვანი ბუნებისაა. ჩვენთან არსებული ბეჰეპატიტის ვაქცინა, იგივე ჰოლანდიური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლითაც მე შემოდგომაზე ავიცერი და ოთხკომპონენტურია, ასეთი ტიპის ვაქცინებია, რომლებიც გვერდითი მოვლენების მხრივ ცნობილი არაა და მისგან რაიმე სიურპრიზს არ ველოდებით. „ნოვავაქსმა“ ეფექტურობაც საკმაოდ კარგი აჩვენა 89% -იანი ეფექტურობა აქვს და სხვადასხვა შტამებზე კარგად იმუშავა. 

შედარებით დაბალი 50 % – იანი ეფექტურობა აქვს სამხრეთ აფრიკულ შტამზე“. – აღნიშნა კულუმბეგოვმა „კვირის თემასთან“.

 

 

ინდურ შტამზე საუბრისას კულუმბეგოვმა განმარტა, რომ უახლესი კლევებით, ინდოეთში წარმოებული ვაქცინები ახალ შტამ წარმატებით ებრძვის.

„ხალხის შეშფოთებას იწვევს ინდური, ე.წ. ორმაგი მუტაციის შტამის არსებობა. ინდოეთში დღეს ორ ვაქცინას გამოიყენებენ.

სახელმწიფო არ აძლევს უფლებას თავისი ვაქცინები ექსპორტზე გავიდეს, რადგან მათ აქვთ ძალიან სერიოზული ტალღა. ისინი იყენებენ  „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, რომელსაც ინდოეთის სერუმის ინსტიტუტი ამზადებს „კოვიშილდის“ სახელითა ცნობილი და ასევე მათ აქვთ ინაქტივირებუი ვაქცინა, ისეთი, როგორიც ჩინეთშია დამზადებული და მას „კოვაქსინი“ ეწოდება.

სამი დღის წინ ინდოეთის უჯრედული ბილოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა, რომელიც ყველაზე ავტორიტეტულია ინდოეთში,  შეისწავლეს „კოვაქსინითა“ და „კოვიშილდით“(ანუ ინდური „ასტრაზენეკათი“) ინდოეთში ვაქცინირებული ადამიანები. მათი სისხლიდან გამოყოფილი ანტისხეულები დააწვეთეს შტამს, რომელიც ორმაგია, ანუ ინდურ შტამს. სადაც 13 მუტაციაა თავმოყრილი და მათ შორის 2-3 მუტაცია ყველაზე ცნობილია სამხრეთ აფრიკულში, კალიფორნიულში და ბრაზილიურში.  გამოაქვეყნეს ცნობა, რომ წინასწარი ჩატარებული კვლევით „კოვაქსინსაც“ და „კოვიშილდსაც“ შეუძლია, მათ მიერ სინთეზირებული ანტისხეულებით ადამიანი დაიცვან დაინფიცირებისგან. ანუ ეს ვაქცინები იცავს ადამიანს სიკვდილისგან და მძიმედ დაავადებისგან, ინდური ორმაგი შტამის შემთხვევაშიც კი.

დღეს ინდოეთში, სადაც მილიარდ 400 მილიონი ადამიანია და მოლოდ 10 % ანუ ას მილიონამდე ადამიანია ვაქცინირებული, დღეს რეალურად ის ადამიანები ავადობენ, რომელსაც არც ერთი დოზა ვაქცინა არ აქვთ გაკეთებული, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკის ადამიანები.

ვაქცინაციის შემდეგ დაავადების მსუბუქი განვითარების შანსი მაღალია ყველა ამ ახალი შტამის დროს,  მაგრამ სიკვდილისგან და მძიმე დაავადებებისგან ყველა არსებული ვაქცინა იცავს“,- აღნიშნა კულუმბეგოვმა „ფორტუნასთან“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები