LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვაწყოთ ღონისძიება და რა უნდა გაითვალისწონოს დამკვეთმა – FM ქოუჩი

12
nuka-barbare-choxeli-fortuna

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ მოვაწყოთ ღონისძიება და რა უნდა გაითვალისწონოს დამკვეთმა ღონისძიების დაგეგვმისას – გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია “ამელის” დამფუძნებელი ნუკა ბარბარე ჩოხელი.

რა მოთხოვნები აქვთ კლიენტებს?

პირველად ეტაპზე, ყველაზე დიდი მნიშვნელობა დამკვეთსა და ჩვენს გუნდს შორის კომუნიკაციას ენიჭება. რამდენად მასშტაბურიც არ უნდა იყოს პროექტი, ჩვენს კომპანიას “ამელი ივენთს” ჰყავს ყოველთვის ერთი საკონტაქტო პირი. ეს მნიშვნელოვანია ყველა დეტალის წინასწარ გასავლელად და ნიუანსების გამოსარიცხად. ნებისმიერი ღონისძიება იწყება დამკვეთის კარგად მოსმენით, მისი მოთხოვნების გაანალიზებით და შემდეგ უკვე ღონისძიების კონცეფციის შექმნით. როდესაც გვაქვს ღონისძიების ე.წ. ხასიათი – უკვე ვიცით რა ფერი, რა აქტივობა, რა დეკორი უნდა შევთავაზოთ დამკვეთს.

როგორია ბაზარი ამ მხრივ?

ყვავილებით ვაჭრობისგან განსხვავებით, მინდა აღვნიშნო, რომ ღონისძიებების დაგეგმვის ნაწილში ძალიან ჯანსაღი კონკურენცია არსებობს. ბაზარი დიდი არ არის, ამიტომ ჩვენ ერთმანეთს მუდმივად ვუწყობთ ხელს, იქნება ეს ტექნიკის, აპარატურის თხოვება თუ, ასე შემდეგ. მაგალითად “ამელის” ფლორისტული მომსახურებით თითქმის ყველა დიდ ივენთ კომპანიას უსარგებლია და ეს მხოლოდ გვახარებს.

რას ურჩევთ დამწყებ ივენთ კომპანიას?

კარგი იქნება, თუ ღონისძიების დაგეგმვისას, ყოველთვის ჰქონდეთ გეგმა “ბ”, მითუმეტეს, რომ ძალიან პოპულარულია საქართველოში ღონისძიებები ღია ცის ქვეშ და უამინდობის შემთხვევაში, მათ ტექნიკურად უნდა უზრუნველყონ ყველა დეტალის გადახურვა ან შიგნით შეტანა.
მეორე – გამორიცხონ ფრაზის არსებობა დამკვეთისგან – “უი, მე ესე მეგონა”, შეათანხმონ ყველა დეტალი იმისთვის, რომ თავიდან აირიდონ გაურკვეველი კომუნიკაცია. რადგან ამ დღეს დამკვეთი, პატარძალი იქნება ეს თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, ის უნდა იყოს კმაყოფილი შედეგით და მიმდინარე პროცესით. მას არ უნდა ჰქონდეს არც ერთი ნიუანსი სადარდებლად.

რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა?

თუკი ირჩევ კომპანიას, უმჯობესია თუ ენდობი მას შემოქმედებით ნაწილში და განხორციელბის მხრივ. ხშირ შემთხვევაში, დამკვეთი მოდის, მას აქვს წარმოდგენა როგორი უნდა ღონისძიება, თუმცა არ ვიმეორებთ სხვის ნამუშევარს და არ ვაკეთებთ პატარა ქორწილებს. მთავარია, რომ ღონისძიება, რომელსაც ვგეგმავთ თავად მოგვწონდეს დამკვეთსაც და შემსრულებელსაც, იყოს სახასიათო, იყოს განსხვავებული და დაგვიჯერონ დამკვეთებმა, რადგან მე პირადად თავად ვუჯერებ ჩვენს მხატვრებსა და ფლორისტ დიზაინერებს, იმდენად გემოვნებიანები არიან.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები