LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვუაროთ კანს პანდემიის პირობებში – სილამაზის აკადემია

4
silamazis-akademia102010

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ მოვუაროთ კანს პანდემიის პირობებში – ამ თემზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ კოსმეტოლოგმა თათია გიგილოშვილმა ისაუბრა.

როგორ მოვუაროთ ცხიმიან კანს ამ პერიოდში?

ცხიმიანი კანი-პანდეების პერიოდში ცხიმიანი კანი რეგულარულ მოვლას მოითხოვს. ამჟამინდელი პანდებიის პერიოდში იმატა ცხიმიანი და კომბინირებული  კანის გაღიზიანებამ განსაკუთრებით სახის ქვედა მესამედში, რაც მეტი წილი ნიღბის გამოყენებით არის განპირობებული, ამიტომ ამ კანის ტიპებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ.

ცხიმიანი კანისთვის დამახასიათებელია თვალშისაცემად მსხვილი ფორები, ჭარბი ცხიმი მკვდარ უჯრედებსა და მტვერთან ერთად ცხიმი ჯირკვალში წარმოქმნის საცობებს, ეგრეთ წოდებულ (კომოდონებს). კოსმეტიკური საშუალებების გამოყენესისას უმთავრესია არ მოხდეს ფორების დახშობა და შენარჩუნდეს ბალანსი. რაც შეეხება, ცხიმიანი კანის მოვლის საშუალებებს, ამ დროს უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება საცხებს, რომლებიც ცხიმის ჯირკვლების სეკრეციას დაარეგულირებენ, ცხიმიანი და პრობლემური კანის ყოველდღიური მოვლის საშუალებებში გამოყენებული უნდა იქნას ისეთი მჟავა-კომპლექსები, როგორიცაა: გლიკოლის მჟავა, აზელაინის მჟავა,სალიცილის მჟავა და სხვ. ასევე, მნიშვნელოვანია შემადგენლონაში იყოს თუთია, ცინკი, მწვანე ჩაის ხის ზეთი, პროპოლისი და ალოე. არასაკმარისი და არასწორი მოვლის ყველაზე უარესი შედეგია  შავი და თეთრი კომედონები, ჩირქოვანი კვანძები, შესაძლოა აკნეში გადაიზარდოს. აკნე შესაძლოა კუჭ–ნაწლავის რომელიმე დაავადებით,რეპროდუქციული სისტემის დარღვევით,ფსიქო-ემოციური ფონით იყოს გამოწვეული.

ამ დროს რამდენად სასურველია ახის რამდენჯერმე დაბანა?

იმისათვის რომ შევინარჩუნოთ კანის სისუფთავე აუცილებელია პირი დღეში 2-3 ჯერ დაიბანოთ. კვირაში 2ჯერ გამოიყენოთ პილინგ ნიღბები. ასევე, ლოსიონების და ტონერების გამოყენება აღადგენს ლიპიდურ ბალანს .

როგორ უნდა მოვუაროთ კანს?

არ უნდა დაგავიწყდეთ მზის დამცავი საცხების გამოყენება  – სპფ 15-20%;

არ გაიღიზიანოთ ჩირქოვანი ელემენტები ხელით;

რაც შეეხება პროფესიონალურ მოვლას ამ დროს პაციენტებს ვურჩევთ აკნეს სამკურნალო პროცედურებს, კარბოქსითერაპიას, ქიმიურ პილინგებს, პლაზმათერაპიას;

პროცედურები ინიშნება კანის მდგომარებიდან და სიძიმიდანდან გამომდინარე.

ზამთრის დადგომასთან ერთად მეტ საფრთხეს წარმოადგენს სიმშრალე.

კანზე გავლენას ახდენს ერთის მხრივ, გარეთ სიცივე და ყინვა, მეორეს მხრივ კი – შენობაში არსებული გამომშრალი და თბილი ჰაერი. სიცივეში ცხიმის ჯირკვლების ფუნქციონირება ორჯერ ქვეითდება, ამასთან დაბალ ტემპერატურაზე მცირდება სისხლის მიმოქცევაც.პირველი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ყინვა კანს აქტიურად ართმევს ტენს და აუწყლოებს. ამას ისიც ემატება, რომ დაბალ ტემპერატურაზე ნელდება უჯრედების განახლება რის შდეგადეგადაც  გვიუხეშდება და გვიშრება კანი.

კანი ზამთარში უფრო სწრაფად ბერდება, ვინაიდან ზემოჩამოთვლილი მიზეზები ხელს უშლის განახლების პროცესს. ამ დროს იკარგება ტონუსი და შედარებით იოლად ჩნდება ნაოჭები.  გარდა ამისა, ზაფხულთან შედარებით, ზამთარში ნიღბების უფრო ხშირი მოხმარებაა საჭირო. კვირაში 1-2ჯერ გაიკეთეთ პილინ ნიღბები, რაც ძალიან ეფექტურია კანის მკვდარი, გარქოვანებული უჯრედებისგან გასასუფთავებლად.

ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ კვირაში ორჯერ დამატენიანებელ ნიღაბსაც გაიკეთებთ, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, ზამთარში სახის კანის ერთ-ერთი მთავარი მტერი გაუწყლოებაა.

ცხელი წყალი და არასწორად არჩეული კოსმეტიკური საშვალებები არღვევენ კანის ზედაპირის დამცავ ჰიდროლიპიდურ შრეს,რომელიც კანს ტენიანობას უნარჩუნებს.უარი უნდა თქვათ ისეთ საშუალებებზე, რომლებიც არღვევენ კანის ბუნებრივ დამცავ ბარიერებს. რიგი გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სწორად ავარჩიოთ კოსმეტიკური საშვალებები.

კანის დაბანა უნდა მოხდეს ოდნავ თბილი წყლით, მაქსიმალურად რბილი დასაბანი საშუალების გამოყენებით.

საუკეთესო ეფექტს იძლევა კრემები, ბალზამები და ლოსიონები, რომელთა შემადგენლობაში შედის დამატენიანებელი კომპონენტები: შარდოვანა, ზოგიერთი ამინომჟავა, ჰიალურონის მჟავა, და გლიცერინი. ასევე ვიტამინი E, რომელიც ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას. კოსმეტიკური საშუალებები ლიპიდების მაღალი შემცველობით სასარგებლოა არა მხოლოდ სახის კანისათვის, არამედ სხეულის სხვა უბნებისთვისაც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები