LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში, ყინვაში – სილამაზის აკადემია

12
ekatrn-chchanidze-newsss-2020-03-06-13-16-22-931188

გადაემის ლაივი LIVE

კანის მოვლა ყველა საზონზე აუცილებელია, განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდში კლიმატური ფაქტორების აგრესიული ზემოქმედების გამო. როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა კოსმეტოლოგმა ეკატერინე ჩაჩანიძემ ისაუბრა.

რა პროცესები ვითრდება კანში სიცივის დადგომისას?

ძირითად მოვლას ზამთრის პერიოდში საჭიროებს სახე და ხელები. ამიტომ მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ამ მიდამოების კანის აღდგენაზე.

ზომიერი სიცივის დროს სიხლძარღვები ფართოვდება და სახე წითლდება. უფრო დაბალ ტემპერტურაზე კანი ხდება ფერმკრთალი, ზედაპირული სისხლძარღვების შევიწროვების გამო. ამით ორგანიზმი ცდილობს სითბოს დანაკარგის შემცირებას. შესაბამისად კანის სისხლით მომარაგება მცირდება. შედაგად ნივთიერებათა ცვლა ქვეითდება, კანის კვება ირღვევა და ის ხდება მგრძნობიარე, ფერმკრთალი და მოდუნებული.

თუ კანი ხანგრძლივად არის დაბალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ, მასში არსებული სითხე იწყებს კრისტალიზებას, რამაც შეიძლება დააზიანოს კანის სტრუქტურა. რაც უფრო მაღალია კანის ზედა შრეში წყლის რაოდენობა, მით უფრო მეტი ზიანი შეიძლება მიადგეს მას.

ზამთრის დაბალ ტემპერატურასთან ერთად, ასევე გასათვალისწინებელია, დახურულ სივრცეებში გამათბობელი სისტემების გამოყენების შედეგად კანის ზედაპირიდან წყლის გაძლიერებული აორთქლება. კანი ხდება მშრალი, მგრძნობიარე, კარგავს ბუნებრივ ტენინობას და იწყებს აქერცვლას, კარგვს ტონუსს, იღებს არაჯანსაღ ფერს, ასევე გამოიხატება კუპეროზი (გაფართოვებული კაპილარული ქსელი) სიწითლის სახით.

ეს მოვლენები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში კანის ხარისხიანი მოვლა.

როგორ დავიცვათ კანი და თავიდან ავიცილოთ აღნიშნული ფაქტორებით გამოწვეული კანის ნაადრევი დაბერება?

დახურულ სივრცეებში (სახლში, ოფისში) მოვახერხოთ ჰაერის დატენიანება. არ გამოვიყენოთ სახის გასაწმენდად ისეთი საშუალებები, რომლების აშრობს კანს.

არ არის სასურველი ცხელი შხაპის მიღება, რადგან ის კანის ლიპიდურ ბალანსს არღვეს და კანის ტენიანობის დაკარგვას უწყობს ხელს. უნდა გამოვიყენოთ კანის ხარისხიანი დამატენიანებელი კრემები, რომლებიც შეიცავენ აქტიურ დამატენიანებლებს და ანტიოქსიდანტებს.

სახის დასაბანად გამოვიყენოთ ტუტოვანი საპნები. ამით ჩვენ თავიდან ავიცილებთ კანის აგრესიულ გაწმენდას. შეიძლება შევცვალოთ კრემის ტექსტურა: ცხიმოვანი კანისთვის ავიღოთ ნორმალური ტიპის კანის კრემი, ნორმალური და კომბინირებული კანისთვის – მშრალი ტიპის კანის საცხი.

როდის უნდა დავიტანოთ სახეზე საცხი?

სასურველია კრემი დავიტანოთ სახეზე სახლიდან გამოსვლამდე 30-40 წუთით ადრე.

არის ასეთი აზრი, რომ დამატენიანებელი კრემების გამოყენება ზამთარში არაა სასურველი, რადგან ასეთი ტიპის კრემმა, ძლიერი ყინვის დროს, ყინულის ფენა შეიძლება შექმნა კანზე, მაგრამ შემიძლია დაგამშვიდოთ. თანამედროვე, ხარისხიანი კრემების გამოყენება მიმართულია კანის საკუთარი ჰიდრობალანსის შენარჩუნებაზე: ქსოვილში სითხის შენარჩუნება და მისი აორთქლების პრევენცია.

ჩამოთვლილი საშუალებებით ჩვენ ვეხმარებით კანის ზედა შრეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვნია კანის ღრმა შრეებზე ზრუნვაც. განსაკუთრებით ისეთ უჯრედებზე, როგორიცაა ფიბრობლასტები, რომებიც განსაზღვრავენ კანის სიჯანსაღეს და ახალგაზრდულ იერს.

გააქტიურებული ფიბრობლასტები ასევე სწრაფად აღადგენენ კანის დაზიანებულ ზედა შრეს, ეპიდერმისს. ამ პროცესებს ყველაზე კარგად ასტიმულირებს კოსმეტოლოგიური პროცედურები, როგორებიცაა ბიორევიტალიზაცია და მეზოთერაპია.

ზამთარი და ზოგადად ცივი პერიოდი იდეალური დროა ამ პროცედურების ჩასატარებლად. ზამთრის პერიოდში კანის აღდგენა, პროცედურის შემდეგ, უფრო სწრაფად და გართულებების გარეშე მიმდინარეობს. ანთებითი რეაქციების ალბათობა ნაკლებია. ამას ხელს უწყობს კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ზომიერი მუშაობა. ასევე ცივ პერიოდში ნაკლებია პროცედურის შემდეგ პიგმენტაციის გაჩენის ალბაობა. ეს პროცედურები ღრმად ატენიენებს კანს. კანი ხდება ჯანსაღი და ბზინვარე. ის არა მარტო კარგად გამოიყურება, ასევე აქტიურად უმკლავდება არასახარბიელო პირობებს წელიწადის ცივ პერიოდში. განსაკურებით ასაკთან ერთად ორგანიზმი ნაკლებად გამოიმუშავებს ჰიალურონის მჟავას, კოლაგენს, ელასტინს, რომლებიც განსაზღვრავენ კანის ხარისხს და ამ ყველაფერს ეხმარება ბიორევიტალიზაცია და მეზოთერაპია. ეს პროცედურები საჭიროების ემთხვევაში შეგვიძლია დავიწყოთ 25 წლის ასაკიდანაც.

გამოიყენება ბიორევიტალიზაციის ორი ძირითადი პროგრამა: სამკურნალო და პროფილაქტიკური.

სამკურნალო:

თუ კანის ტურგორი დაბალია, კანი გაუწყლოვებულია და მიდრეკილია ნაოჭების წარმოქმნისკენ, ვატარებთ 2-3 პროცედურას ორი ან სამკვირიანი ინტერვალით. შემდეგ ერთი პროცედურე 2-3 თვეში ერთხელ.

პროფილაქტიკური:

თუ კანის ტონუსი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, მაგრამ დაბერების პირველი ნიშნები უკვე ჩანს, ორი პროცედურა ორი ან სამკვირიანი ინტერვალით და შემდეგ ერთი შემანარჩუნებელი პროცედურა 3-4 თვეში ერთხელ.

სწორედ პროფილაკტიკური პროგრამის ჩართვაა საჭირო კანის მოვლაში, სიცივეების დადგომასთან ერთად.

ბიორევიტალიზაცია არის იდეალური როცედურა, რომელიც გამოიყენება ბევრ მიდამოზე: სახეზე, ყელზე, დეკოლტეზე, ხელის მტევნებზე, იდაყვებზე, მუხლებზე.

ცოტა რამ ტუჩების და ხელის მოვლაზე ზამთრის პერიოდში.

სიცივე და ყინვა ასევე ძალიან აზიანებს ტუჩის და ხელების მიდამოებს. სასურველია და აუცილებელია ტუჩებზე ბალზამის გამოყენება, რომელიც არ შეიცავ წყალს და შეიცავს ცვილს და E ვიტამინს.

ხელების დასაცავად პირველ რიგში უნდა გამოვიყენო ხელთათმანი. დასატენიანებლად მკვებავი კრემი. არ დავიბანოთ ხელი ცხელი წყლით და ანტიბაქტერიული საპნით და გამოვიყენოთ დამატენიანებელი საპნები.

რაც შეეხება დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებას ზამთრის ერიოდში

არ არის სასურველი, გამომშრალ აქერცლილ კანზე ტონალური კრემების გამოყენება. თუ კანი აქერცლილია, სასურველია ჩატარდეს მსუბუქი პილინგები და კანის დატენიანება. დღესდღეობით უკვე შეიქმნა ტექნოლოგიები, რომლებიც ამ შედეგს ერთდროულად გვაძლევს. ეს არის უინექციო პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის მსუბუქ პლინგს და ძლიერ დატენიანებას. ანუ ეს არის ბიორევიტალიზაცია პილინგთან ერთად.მას ეწოდებაPRX-ბიორევიტალიზაცია. სწორედ ამ პროცედურების ჩატარების შემდეგ, რაც გვაძლევს გლუვ კანს, თამამად შეგვიძლია გამოვიყენოტ ზამთარში დეკორატიული კოსმეტიკა.

ორი სიტყვით მინდა შევეხო ბალანსირებულ კვებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზამთარში და რაც გულისხმობს ომეგა-3 შემცველ პროდუქტების გამოყენებას. ეს პროდუქები აძლიერებენ კანის დაცვას გარეშე დაზიანებებისგან. ასევე ანტიოქსიდანტების და ვიტამინების, განსაკუთრებით D ვიტამინის შემცველი პროდუქტების მიღება. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მიიღეთ საჭირო რაოდენობის სითხე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები