LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვუაროთ თმას ტემპერატურის ცვლილებების ფონზე – სილამაზის აკადემია

11
natiapatarqalishvili

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ მოვიაროთ თმას ზამთარში – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია”სტილისმა ნათია პატარქალაშვილმა ისაუბრა.

როგორ მოვუაროთ თმას ტემპერატურის ცვლილებების ფონზე?

ზამთარში თუ ყინვებია არ შეიძლება ძლიერი თმის დამატენიანებლების გამოყენა რომელიც შეიცავს წყალს, სასურველია გამოვიყენოთ თმის ზეთები, თერმო დაცვის ზეთები. ზოგადად ტემპერატურის ცვლილება აგრესიულად მოქმედებს თმაზე, ტემპერატურის ცვლილება იწვევს თმის დამუხტვას, ვინაიდან სითბოდან სიცივეში და სიცივიდან სითბოში შესვლის დროს ფორები იხსნება და იხურება. სასურველია თმა დაიბანოთ გრილი წყლით.

ნათია, როგორი ვარცხნილობა იქნება აქტუალური 2021 წელს?

ცოტა ხნის წინ ჩატარდა კონკურსი, რომელზეც უნდა გამოვლენილიყო 2021 წლის ტრენდულად შეღებილი თმა. 10 ქვეყანა მონაწილეობდა. ამ კონკურსში გავედი მესამე ადგილზე და ავიღე ბრინჯაოს მედალი. 2021 წელს აქტუალური იქნება ფრანგული სტილი ( ლა ფრენჩი ), ეს არის ბუნებრივი გადასვლები, ფერთა გრადაცია, არამკვეთრი ზოლები.

ვარცხნილობებში აქტუალურია ,,პიქსი’’ სტილი. კარე ისევ მოდური იქნება, რაც შეეხება გრძელ თმას, ჰოლივუდის ტალღები კვლავ უკონკურენტოა.

საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს თმის ცვენა

დღესდღეობით ყველაზე დიდი პრობლემაა სტრესისგან გამოწვეული თმის ცვენა, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ სხვადასხვა ნიღბები გაიკეთოთ, მაგალითად: წაისვით  აბუსალათინის ზეთი, A და E ვიტამინი ძირებსა და ბოლოებში, ასევე ქოქოსის კარაქი თუ დაზიანებული თმის ბოლოები, გაიჩერეთ 2 საათი მაინც. ეს ნიღაბი შეგიძიათ კვირაში ორჯერ გაიკეთოთ.

გახსოვდეთ, თმის გაშრობა და მტვრევა თმის ღერის ბოლოებიდან იწყება, ამიტომ რეკომენდებულია თმა 8 კვირაში ერთხელ შევიჭრათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები