როგორ მოვუაროთ თვალს - სილამაზის აკადემია

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ უნდა მოუაროთ თვალს – მარტა ქარუმიძის გადაცემის „სილამაზის აკადემია“ სტუმარია პროფ. მერაბ დვალის თვალის კლინიკის „ახალი მზერა“ ექიმი-ოფთალმოლოგი ია ვარდანაშვილი.

რამდენად ხშირია მომართვიანობა თვალის პრობლემებთან დაკავშირებით?

გასაგებია რომ მხედველობის პრობლემები უშუალოდ თვალში მიმდინარეობს და ვიზუალურად არის შეუმჩნეველი, მაგრამ თვალის ზედაპირის პრობლემები საკმაოდ შესამჩნევია. ვიზუალურად როგორი კარგი თვალის გარშემო გამოსაყენებელი საცხიც არ უნდა ვიხმაროთ, ან მივმართოთ ინექციას, თუკი თვალის ზედაპირი არ გვექნება ჯანმრთელი ვიზუალურად ვერ მივიღებთ იმ ეფექტს რომ თვალი ჩანდეს ახალგაზრდა.

რა დაავადებებით ხასიათდება თვალის ზედაპირი და რა სახის

ცვლილებებს იწვევეს ეს ყოველივე ვიზუალურად?

მეიბომის ჯირკვლები მოთავსებულია ქუთუთოების სიღრმეში. ნორმაში ზედა ქუთუთოში განლაგებულია 25-40, ხოლო ქვედა ქუთუთოში 20-30 ჯირკვალი. აღნიშნული ჯირკვლების ფუნქციაა გამოიმუშაოს ცხიმოვანი სეკრეტი, რომელიც წარმოქმნის ცრემლის აპკის გარეთა შრეს. აღნიშნული სეკრეტი უნარჩუნებს ცრემლს სტაბილურობას, ტენიანობას და ხელს უშლის მის სწრაფ აორთქლებას. სხვადასხვა გარე ფაქტორების გამო ხშირად ხდება ჯირკვლის ბლოკირება, დახშობა (წარმოიქმნება საცობი) ან სხვა დეგენერაციული დაზიანებები, რა დროსაც ვეღარ ხდება სეკრეტის სათანადო რაოდენობით გამოყოფა და მიიღება ჯირკვლის დისფუნქციით გამოწვეული შემდეგი გართულებები: მშრალი თვალის სინდრომი, წამწამის ცვენა, ქუთუთოს კიდეზე წყლულების გაჩენა და შემდეგ მისი დეფორმირება, ცრემლდენა, ჯიბლიბოს და ქალაზიონის ჩამოყალიბება, რქოვანას დაზიანება, ქრონიკული წითელი თვალი. როგორც ვიცი, ბაზარზე უკვე არის ახალი დანადგარი, რომელიც სხვადასხვა სახის პრობლემებს აგვარებს… რეალურად დანადგარი, რომელიც ჩვენ გვაქვს ერთადერთია საქართველოში და მკურნალობის გარდა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას, კოლაგენის ბოჭკოების გააქტიურებას და ამით მცირე ნაოჭების ალაგებას.

AB Max წარმოადგენს თანამედროვე დახვეწილ ხელსაწყოს, რომელიც განკუთვნილია ქუთუთოების წმენდისთვის, მისი საშუალებით ხდება ქუთუთოებზე არსებული ნადების და ფუფხის მოცილება, გასუფთავება. სპეციალური დიზაინის ერთჯერადი საწმენდი თავაკების წინა, უკანა, წრიული მოძრაობები უზრუნველყოფს ქუთუთოების წმენდას კლინიკის პირობებში. ძირითადად გამოიყენება ბლეფარიტების სამკურნალოდ. პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა და მის რაოდენობა და ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ოფთალმოლოგი. IPL წარმოადგენს ინტენსიურ პულსურ თერაპიას, გამოიყენება როზაცეას და ბლეფარიტების სამკურნალოდ, მათ შორის ისეთ კლინიკურ შემთხვევებში, სადაც ალტერნატიული მკურნალობა ნაკლებ შედეგიანია. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ლაზერული პროცედურა. სპეციალური ფილტრის საშუალებით აქვს უნარი შეარჩიოს ტალღის სიგრძე და ინტენსივობა, რისი საშუალებითაც ზომიერად ათბობს ქუთუთოების ზედაპირს, ხოლო პულსური თერაპია ხელს უწყობს ტელეანგიექტაზიების თანდათანობით, ნაწილობრივ ან სრულ ალაგება- გაქრობას. სითბური და პულსური თერაპიის კომბინაციით ხდება მეიბომის ჯირკვლებში დაგროვილი შესქელებული მეიბომის გათხელება და გამოდევნის გაიოლება, რაც ჯირკვლების სადრენაჟო სისტემის ნორმალური ფუნქციონირების საშუალებას იძლევა. აღნიშნული პროცედურა გამოიყენება როგორც დერმატოლოგიაში ასევე ოფთალმოლოგიაში. არსებობს მექანიკური მკურნალობა (მასაჟი) და აპარატურული. ექიმი თავად ადგენს რომელი მეთოდი უფრო ეფექტური იქნება პაციენტისთვის შედეგის მისაღწევად.

ნუ ნაწილობრივ ოფთალმოლოგებმა იტვირთეთ კოსმეტოლოგებისა და პლასტიკური ქირურგების ფუნქცია?

თვალი ძალიან ფაქიზი და სათუთი ორგანოა და უმნიშვნელოვანესია რომ მის გარშემო ზემოქმედება სპეციალისტს, კონკრეტულად ოფთალმოლოგს ჰქონდეს, ვინაიდან თვალი დაკავშირებულია მხედველობასთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ოპერაციის წინ აუცილებელია მოხდეს ქუთუთოების მომზადება, მკურნალობა. ზოგჯერ რთულია პაციენტს დააჯერო ის, რომ აუცილებელია ქუთუთოების მკურნალობა და მიხედვა. კლინიკას აქვს საშუალება ეკრანზე ანახოს პაციენტს თუ რა პრობლემასთან აქვს საქმე.