LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რამდენად შესაძლებელია კონსენსუსის მოძებნა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის – ,,რეალური დრო თეონა ცხომელიძესთან ერთად

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა ,,რეალური დრო თეონა ცხომელიძესთან ერთად“ რადიოსადგურ ,,ფორტუნას“ ეთერში – ყოველ პარასკევს, 19.00 საათზე თეონა ცხომელიძესთან ერთად

არჩევნებიდან მეექვსე დღეს ჯერ კიდევ ბუნდოვანია ქვეყნის პოლიტიკური მომავალი. ბარიერ-გადალახული პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

რიგგარეშე არჩევნებს მმართველი გუნდი გამორიცხავს და პარლამენტში შესასვლელად ემზადება.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რამდენად შესაძლებელია კონსენსუსის მოძებნა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის?
თეონა ცხომელიძესთან ერთად გადაცემის თემებზე იმსჯელებენ:

• დავით ჭიჭინაძე – პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნა“
• იაგო ხვიჩია – „გირჩი“
• ანრი ოხანაშვილი – „ქართული ოცნება“
• კახა გოგოლაშვილი – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი

 

“თუ ვინმეს უნდა პოლიტიკიდან წასვლა, მას შეუძლია შევიდეს პარლამენტში”-დავით ჭიჭინაძე ოპოზიციის საერთო შეთანხმების დარღვევას გამორიცხავს

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელის დავით ჭიჭინაძის აზრით ოპოზიცია უპრეცედენტოდ ერთიანია და შეთანხმების დარღვევა არ მოხდება.

9-ე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ცდილობს ოპოზოციური პარტიების დათანხმებას პარლამენტში შესხვლაზე, თუმცა ეს ვერ მოხდება.

“არის მცდელობები დათანხმების. თუ ვინმეს უნდა პოლიტიკიდან წასვლა, მას შეუძლია შევიდეს პარლამენტში. თუ ვიღაცას იქ შესვლის სურვილი აქვს, ამას ვერ გააფორმებს, ხალხს ვერ მოატყუებ, გამორიცხულია. თუ არის გაყალბება, გაყალბებაა” – განაცხადა დავით ჭიჭნაძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემა “რეალურ დროში”.

 

ოთხი საკითხი რომელზეც ოპოზიციასა და ხელისუფლებას დიალოგის დაწყება შეუძლია – კახა გოგოლაშვილი

მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი დაპირიპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყების რესურსს ხედავს.

ექსპერტი თვლის, რომ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზა დიალოგია. კახა გოგოლაშვილი მოლაპარაკებისთვის კონკრეტულ საკითხებს ასახელებს.

“დიალოგის საგანი შეიძლება იყოს პირველი: ხმების გადათვლა, რა თქმა უნდა ეს არ არის მთლიანად შესძლებლობა, რომ სრულად ლეგიტიმაცია მოხდეს არჩევნების, რადგან გაყალბება შეიძლება სხვა სახესაც ატარებდეს. მაგრამ თუ მიაღწევენ ამას, ეს რა თქმა უნდა პირველი ნაბიჯი იქნებოდა.

მეორე: შეიძლება ხელისუფლებამ ოპოზიციას პარლამენტში შესვლა შესთავაზოს გარკვეული პირობებით, მაგალითად მოხდეს კონტრაქტუალურად გაფორმდეს პარტიებს შორის შეთანხმება, რომ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ კონსენსუსის გარეშე. ეს რა თქმა უნდა გააფორმებს პარლამენტის მუშაობას შემდგომში, მაგრამ აქ გამოვა ხელისუფლების გადანაწილება ყველა აქტორს შორის.

მესამე: დათანხმდეს ოპოზიცია პარლამენტში შესვლას, დთქმით რომ ერთ წელიწადში გაიმართება ხელახალი არჩევნები. ეს არ ნიშნავს რომ არალეგიტიმურად ვცნობთ ამ არჩევნებს. თუ ამ საკითხებზე ვერ მოხდება მოლაპარაკება, რჩება.

მეოთხე: პირდაპირ შეთანხმება რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. აუცილებელი არ არის რომ აქ მმართველმა ძალამ ცნოს, რომ არჩევნები გააყალბა. უბრალოდ თქვას მე არ გამიყალბებია, მაგრამ რადგან თქვენ ეჭვი გეპარებათ და მე ბოლომდე ვერ ვამტკიცემ ჩემს სიმართლეს, კი ბატონო ჩავატაროდ ხელახალი არჩევნები.” – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემა “რეალურ დროში.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი თვლის რომ შემდეგი არჩევნებისთვის, გაყალბების ან გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა.

 

“განმუხტვის გზა ბევრი არ არსებობს ამ ქვეყანაში”- იაგო ხვიჩია

მას შემდეგ რაც ოპოზიციამ პარლამენტში შესვლასა და აrჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, პარტია “გირჩმა” პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე დაიწყო საუბარი.

ზურაბ ჯაფარიძის გუნდი, თვლის, რომ მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მეორე ტურში მონაწილეობა, თუმცა ამას აზრი უნდა ქონდეს. ამ შემთხვევაში “ქართულმა ოცნებამ” უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ოქმების გადამოწმებისას და საჩივრების განხილვისას პროცესი სამართლიანად წარიმართოს და რეალული შედეგი გაირკვეს.

“ეს გამოსავალი ჩვენი მოფიქრებული არ არის. ჩვენ ფაქტობრივად სხვადასხვა პარტიების მიერ გამოთქმული აზრებიდან, რაც მოგვეჩვენა რომ მისაღები იქნებოდა ოპოზიციისთვის და მისაღები ყოფილიყო ხელისუფლებისთვის, ასეთი ნაწილი შევადგინეთ და წარვუდგინეთ საზოგადოებას. ჩემი აზრითეს ღირსეულად სახის შენარჩუნების საშუალებაა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. აქედან გამომდინარე ძალინ გული მწყდება, რომ ჩემი კოლეგები აგვიანებენ ამ თემაზე სერიოზულად საუბარს“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ გადაცემა “რეალურ დროში.”

“გირჩი” მიიჩნევს რომ მეორე ტურში მონაწილეობის მიუხედავად ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ერთი წლის შემდეგ მაინც უნდა გაიმართოს.

იაგო ხვიჩიამ რადიო “ფორტუნას” ეთერში უპასუხა პარტიის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასაც.

“გვაბრალებენ, რომ ოპოზიციას ვღალატობთ. ეს ყველაფერი არის სისულელე.

“გირჩი” არის ოპოზიციური შეთანხმების ერთგული და ასეც იქნება.” – აცხადებს იაგო ხვიჩიამ.