LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რამდენად შესაძლებელია კონსენსუსის მოძებნა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის – ,,რეალური დრო თეონა ცხომელიძესთან ერთად”

7
Untitled design

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა ,,რეალური დრო თეონა ცხომელიძესთან ერთად“ რადიოსადგურ ,,ფორტუნას“ ეთერში – ყოველ პარასკევს, 19.00 საათზე თეონა ცხომელიძესთან ერთად.

არჩევნებიდან 2 კვირის შემდეგ ქვეყანაში ისევ პოლიტიკური კრიზისია. მას შემდეგ რაც ოპოზიციამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უნდობლობა გამუცხადა. ბარიერ-გადალახული პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. რიგგარეშე არჩევნებს მმართველი გუნდი გამორიცხავს და პარლამენტში შესასვლელად ემზადება.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რამდენად შესაძლებელია კონსენსუსის მოძებნა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის?

აშშ სახელმწიფო მდივანს სამხრეთ კავკასიაში ყარაბაღის მოვლენების შედეგად გაძლიერებული რუსული პოზიციები ხვდება. როგორ ვითარდება პოლიტიკური ვითარება კავკასიის რეგიონში აზერბაიოჯანის, სომხეთის და რუსეთის ბოლო შეთანხმების შემდეგ, რა დატვირთვა აქვს თეთრი სახლის წარმომადგენლის ვიზიტს საქართველოსთვის და ემუქრება თუ არა საფრთხე გლობალური ენერგოპროექტების განხორციელებას?
თეონა ცხომელიძესთან ერთად გადაცემის თემებზე იმსჯელებენ

• ალეკო ელისაშვილი – „მოქალაქეები“
• ლევან კობერიძე – „ლელო საქართველოსთვის“
• გიორგი ამილახვარი – „ქართული ოცნება“
• მამუკა არეშიძე – ექსპერტი კავკასიის საკითხებში

,,არანაირ მეორე ტურებზე არ არის საუბარი”- დაწყებული მოლაპარაკების ფონზე, ლევან კობერიძე მეორე ტურებში ოპოზიციის მონაწილეობას გამორიცხავს

არჩევნების მეორე ტური საქართველოში 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს. ოპოზიციამ არჩევნებიდან მეორე დღესვე გამოაცხადა, რომ მასში მონაწილეობას არ აპირებს. უცნობია იყო თუ არა საუბარი კონკრეტულად ამ საკითხზე ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე, თუმცა მეორე ტურებში მონაწილეობას გამორიცხავენ “ლელოში.”

პარტიის მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატი ვაკეში, ლევან კობერიძე ამბობს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მთავარი თემა ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩანიშვნაა და იმის მიუხედავად, როგორ წარიმართება დიალოგის პროცესი, ოპოზიცია მეორე ტურებში მონაწილეობას არ განიხილავს.

“ძალიან დამაჯერებლად არის ოპოზიცია შეთანხმებული, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის განმეორებითი ან რიგგარეშე არჩევნები, შესაბამისად არანაირ მეორე ტურებზე არ არის საუბარი და არ მგონია რომ ამ ერთ კვირაში ეს საკითხი დაიძრას ან რამე შეიცვალოს” – განაცხადა ლევან კობერიძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემა “რეალურ დროში”.

 

,,რევიზია ან გადახედვა ამომრჩეველთა ნების გამოხატვის გამორიცხულია” – გიორგი ამილახვარი ოპოზიციასთან მოლაპარაკებისას ახალი არჩევნების დანიშვნას გამორიცხავს

დიპლომატების შუამავლობით გამართული პირველი მოლაპარაკება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა. ახლა მთელი ყურადღება მიმართულია მოლაპარაკების მეორე რაუნდისკეს, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება.

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მზად არიან სხვადასხვა სამართლებრივ საკითზე საუბრისათვის, თუმცა ახალი არჩევნების დანიშვნა გამორიცხულია. საკითხზე “ქათული ოცნების” წევრმა გიორგი ამილახვარმა რადიო “ფორტუნას ეთერში, გადაცემა “რეალურ დროში” ისაუბრა.

“ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენს ოპონენტებთან და განვიხილოთ ყველა საკითხი, რომელიც მათ აინტერესებს. 31 ოქტომბერს მისმა უზენაესმა ქართველმა ხალხმა არჩევანი დააფიქსირა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში, შესაბამისად, ამ ნაწილში რომ მოხდეს რევიზია ან გადახედვა ამომრჩეველთა ნების გამოხატვის გამორიცხულია. არჩევნები საერთაშორისო პარტნიორების და დამკვირვებლების მიერ არის აღიარებული, შესაბამისად ამ ნაწილში ვერანაირ წინაპირობას ვერ მივიღებთ ჩვენი ოპონენტებისგან.

ჩვენ შეგვიძლია ერთი დავადასტუროთ – ნებისმიერ იმ სამართლებრივ პირობებში, რაც ჩვენს ოპონენტებს აინტერესებთ არჩევნების შედეგებთან, კონკრეტული უბნების გადათვლასთან, ხარვეზებთან და გადაცდომებთან დაკავშირებით, მზად ვართ საუბრისთვის. ქვეყანაში არსებობს სამართლებრივი მექანიზმები, ის კითხვის ნიშნები, რომლებიც აქვთ ჩვენს ოპონენტებს სამართლებრივ ჭრილში მოლაპარაკების მაგიდასთან „ქართული ოცნება“ მზად არის განიხილოს. “ – განაცხადა გიორგი ამილახვარმა გადაცემა “რეალურ დროში”.

 

,,თალაკვაძეს ხურჯინი გავატანეთ მოთხოვნებით, გადამწყვეტი იქნება მეორე შეხვედრა” – ალეკო ელისაშვილი მოლაპარაკების მორიგი რაუნდის შესახებ

დიპლომატების შუამავლობით გამართული პირველი მოლაპარაკება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა. ახლა მთელი ყურადღება მიმართულია მოლაპარაკების მეორე რაუნდისკეს, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბურთი “ქართული ოცნების” მოედანზეა და გადაწყვეტილებები სწორედ მმართველმა გუნდმა უნდა მიიღოს.

საკუთარ მოლოდინებზე მოლპარაკების ერთ-ერთმა მონაწილემ ალეკო ელისაშვილმა რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემა “რეალურ დროში” ისაუბრა.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ამბობს, რომ ყინული დაიძრა, თუმცა ხელისუფლებამ ადეკვატური ნაბიჯები უნდა გადადგას.

“ ყველაფერი არის დამოკიდებული ხელისუფლების პასუხზე. ჩვენ ახლა არჩილ თალაკვაძეს ხურჯინი გავატანეთ ჩვენი მოთხოვნებით და გავატანეთ თავის პარტიაში. იმედი მაქვს, რომ დღეს მთელი დღე ითათბირებდნენ და საპასუხო კომპრომისული ვარიანტით მოვა. ხურჯინში დევს ხელახალი არჩევნები და ახალი არჩევნები არა თამარ ჟვანიასთან და გაყალბებული სისტემით კი არა, პატიოსანი სისტემით და პატიოსანი ცესკოთი. ფაქტი, რომ შევხვდით და მარტო შორიდან არ ვუღებეთ მუშტს და წყლის ჭავლით არ გვპასუხობს ხელისუფლება, ნიშნავს რომ ყინული დაიძრა, თუმცა გადამწყვეტი იქნება მეორე მოლაპარაკება “ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა “რეალურ დროში .

როგორ შეიძლება გამოიყენოს საქართველომ ყარაბაღის კონფლიქტის დასრულება – მამუკა არეშიძე ქვეყნის ახალ შანსებზე საუბრობს

“რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, საქართველოს ეძლევა შანსი, რომ თავისი ფუნქცია გაზარდოს” – ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის დასავლეთთან კიდევ უფრო დაახლოების ახალ შანსებზე საუბრობს.

“მომხიბლაობა საქართველოსი, როგორც დასავლეთის საყრდენისა იზრდება. თუ ქართული დიპლომატია ამ საკითხის სწორად შეფუთვას მოახერხებს ეს ძალიან კარგი იქნება. ამას არც დასავლეთიდან შეხვდება დიდი წინააღმდეგობა.” – აცხადებს მამუკა არეშიძე.

ექსპერტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს საქართველოში ვიზიტს სწორედ ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს.

“თავისი აქტივობით რუსეთმა, თურქეთთან თანამშრომლობით პრაქტიკულად “გააუქმა” მინსკის ჯგუფი. მინსკის ჯგუფში შედიონა აშშ და საფრანგეთი, ეს ორივე ამოვარდა. დასავლეთი რა თქმა უნდა, ამას ვერ შეეგუებოდა მარტივად, ამან განსაზღვრა მაიკლ პომპეოს ვიზიტი კონკრეტულად ახლა. “- განაცხადა მამუკა არეშიძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემა “რეალურ დროში” სტუმრობისას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები