LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ  შევადგინოთ კვების რაციონი – ადრენალინი

9
shutterstock-718909129

დაფიქრებულხართ თუ არა თქვენს დამოკიდებულებაზე კვებასთან? იქნებ გახდომაში ხელს დიდი ხნის წინ ათვისებული ჩვევები გიშლით? ხშირად ზამთარში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ზაფხულის პერიოდში ვიწყებთ, როდესაც რეალობა ხაზს უსვამს ჩვენთვის არასასურველ ფიზიკურ მონაცემებს. შემდეგ მას მოყვება სტრესი, ნევროზი, უშედეგო დიეტები და უსიამოვნო განწყობა.

თუ თვლით, რომ აუცილებლად ყველაფერი უნდა მიირთვათ, რაც სუფრაზეა მოწოდებული, თუ სტუმრად ყოფნის დროს დამატებას ითხოვთ, თუ ხშირად მიირთმევთ გზაში, თუ დამატებაზე მაშინაც თანახმა ხართ, როცა თავს დანაყრებულად გრძნობთ, თუ ტელევიზორის ყურების ან კითხვის პარალელურად რამეს მიირთმევთ, სწრაფად ჭამთ, უსაქმურობისგან მაცივარში ხშირ-ხშირად იჭყიტებით და შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ყველაფერი, რაც გუშინ მიირთვით, მაშინ ძნელი არ არის იმისი მიხვედრა, რომ ყველა ამ კითხვაზე დადებითი პასუხი თქვენს მავნე ჩვევებს მოწმობს. როგორც ჩანს ჭამით ერთობით. მტკიცე იყავით. დაიმახსოვრეთ, რომ ზედმეტ ულუფაზე უარის თქმით ჭარბ წონას შეებრძოლებით და აჯობებთ კიდეც. როცა ნებით თუ უნებლიედ, ხელი გემრიელი ლუკმისკენ გაიწევს და ამ გემრიელ ლუკმას გვერდს უმშვენებს სრტაფილო, წიწმატი ან ბოლოკი, რაც ნაკლებად სასურველია, აუცილებლად აირჩიეთ ამ ბოლო სამიდან ერთ-ერთი.
აუცილებლად უნდა შეცვალოთ კვების სტილი, როდესაც მიიღთმევთ სრაფად, გზა და გზა ან საქმის კეთების დროს, ძნელია რაოდენობის გაკონტროლება, ამიტომ გააწყეთ მაგიდა, დაბრძანდით და მშვიდად, როგორც წესია ნელა და დინჯად მიირთვით. იმისათვის, რომ ნაღველის, დარდისა და ნევროზისაგან გათავისუფლდეთ, ინტესნსიური მოძრაობაა საჭირო. სწრაფად სეირნობა, ველოსიპედი, ტენისი ნერვულ დაძაბულობას აუცილებლად მოხსნის. ასევე საუკეთესო გამოსავალია თბილი აბაზანა.

და აქვე კიდევ ერთი რჩევა: გაიხსენეთ ხოლმე წინა დღის მენიუ, იფიქრეთ იმ სისუსტეზე, რომელიც რომელიმე ნუგბარის მიმართ გამოიჩინეთ და ეს ცდუნებასთან გამკლავებაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები