LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევინარჩოთ შეღებვის შემდეგ თმის ხარისხი – სილამაზის აკადემია

54
mirian-tuziridze-fortuna

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ შევუნარჩოთ შეღებვის შემდეგ თმას ხარისხი და რა უნდა ვიცოდეთ თმის მოვლის შესახებ – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “სილამაზის აკადემია” სილამაზის სალონის Mclub ჭავჭავაძეზე დამფუძნებელმა მირიან ტუზურიძემ ისაუბრა.

როგორ შევუნარჩოთ შეღებვის შემდეგ თმას ხარისხი?

ამისთვის საჭიროა მაღალი ხარისხის  პროდუქტის გამოყენება. არსებობს ამიაკიანი და უამიაკო საღებავი, განსხვავება ხარისხშია. ამიაკი არის ნიშადურის სპირტის შემცველობის, რომელიც აშრობს თმას. უამიკო საღებავშიც არის განსხვავება, ზოგიერთში შედის დამატიანებელი ზეთები და 6 კვირით ატენიანებს თმას, თუმცა არსებობს უამიაკო საღებავებიც, რომელიც აშრობს თმას.

მუქიდან ქერა თმაზე გადასვლა მარტივად არის შესაძლებელი?

როცა ნატურალურია თმა, უფრო მარტივია ამ პროცედურის ჩატარება და ერთ დღეში შესაძლებელია ქერა თმაზე გადასვლა. ხდება თმის გაღიავება და ტონირება. ამ დროს ვმუშაობთ უამიკო საღებავით. როდესაც თმა შეღებილია, სჯობს ეტაპობრივი გადასვლა მუქიდან ღია ფერზე. ხდება თმის ფერის ჩამორეცხვა, გაღიავება, ბოლო ეტაპია შეღებვა. არ არის სასურველი ერთ დღეში მოხდეს თმის რამდენჯერმე  გაღიავება, რათა თმის ხარისხი შევინარჩუნოთ. გაღიავების დროს სასურველია დაახლოებით ერთ თვიანი შუალედი დავიცვათ. თმა იღებება იმის მიხედვით, თუ რა დონემდე გაღიავდება, ამიტომ ორჯერ ან სამჯერ გაღიავება ერთ დღეში არაა რეკომენდებული.

რა ტენდენციებია თმის შეღებვასთან დაკავშირებით?

ჩვენ ვცდილობთ დავეწიოთ მსოფლიო ტენდენციებს. საქართველოში დღეს მოთხოვნადია ცივი ფერები, თუმცა მსოფლიო გადავიდა უფრო თბილ ტონალობებზე, ან თბილი და ცივი  ტონალობების კომბინაციაზე. გასული წლები მოიცავდა, „ომბრეს“ და “შატუშს“, ახლა ნელ-ნელა ინერგება კონტურული მელირება, რა დროსაც ხდება სახის ოვალთან თმის გაქერავება. ასევე, აქტუალურია „ბალაიაჟი“, ძირითადად მომხარებლები სალონში გვაკითხავენ ისეთი ფოტოებით, სადაც თმა სწორედ ამ ტექნიკით არის შეღებილი. ეს არის ფერთა გადასვლა, მუშაობა ხდება როგორც “ფოლგით”, ასევე ღია ტექნიკით. მოთხოვნადია „აირთაჩის“ ტექნოლოგიით თმის შეღებვაც, ამ დროს თმა იღებება  საშრობის (ფენის) დახმარებით. ეს ტექნიკა მოიცავს ძირებიდან „ბლონდს“, ფერთა ნაზი გადასვლით. ზოგადად, როდესაც გვინდა ქერაზე გადასვლა, თმის შეღებვას სჭირდება მინიმუმ სამი საათი.

როგორ შევინარჩუნოთ თმის ფერი შეღებვის შემდეგ?

ყველაზე ხშირად სწორედ ეს შეკითხვა აქვთ მომხარებლებს. ამისთვის საჭიროა სპეციალური შამპუნის გამოყენება. არსებობს ქერა თმის შამპუნი, არის იისფერი შემცველობით და მუდმივად უნარჩუნებს თმას მარგალიტისფერს.

რამდენად რეკომენდებულია ორსულებისთვის თმის შეღებვა?

ნებისმიერ ორსულს შეუძლია შეიღებოს თმა, თუმცა მანამდე კეთდება ტესტი, ალერგიულია თუ არა მომხარებელი, შესაბამისად ამის შემდეგ ხდება თმის შეღებვა.

საკმაოდ აქტუალურია თმის ბოტოქსიც…

ბოტოქსი არის მნიშვნელოვანი პროდუქტი ყველა სახის თმისთვის. შეიძლება თმა იყოს ნატურალური, მაგრამ უსიცოცხლო. ეს არის იდეალური საშუალება დაუბრუნოთ თმას ბზინვარება და სიცოცხლე. ბოტოქსი შედარებით ახალი ტექნიკაა, არის უვნებელი პროდუქტი, 30% -ით ასწორებს თმას. ხშირად ჰგონიათ, რომ ამ პროცედურის ჩატარება ნემსით ხდება, თუმცა ეს ასე არ არის. თმაზე ხდება ნიღბის დატანება და გაშრობა, ის შედის დაზიანებული თმის ღია ფორებში და შიგნიდან ავსებს კერატინით.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები