LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევინარჩუნოთ სოლარიუმის რუჯი – ადრენალინი

25
1

სოლარიუმი ორნაირი არსებობს: ვერტიკალური და ჰორიზონტალური. ვერტიკალური სოლარიუმის უპირატესობაა გაცილებით უსაფრთხო ჰიგიენური არმოსფერო და ულტრაიისფერი სხივების მძლავრი ჭავლი, რომელიც სასურველი ფერის მიღებაში ბევრად უკეთ დაგეხმარებათ. თუმცა ჰორიზონტალურ სოლარიუმსაც აქვს თავისი პრიორიტეტები. იგი განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც ქვედა კიდურებსა და ზოგადად მთელ ტანზე უნდა რუჯის მიღება. ამასთან ერთად, გავრცელებული აზრია ისიც, რომ ჰორიზონტალური სოლარიუმის აპარატით მიღებული ფერი გაცილებით დიდხანს ძლებს, ვიდრე ვერტიკალურ მდგომარეობაში მიღებული რუჯი. თუმცა ორივე მათგანს აუცილებლად სჭირდება მოვლა და შენარჩუნებაზე ზრუნვა სხვადასხვა მეთოდებით.

პირველი მეთოდი ეგრეT წოდებული „რუჯის გამაძლიერებლების“ გამოყენებაა. არსებობს რამდენიმე დონის გამაძლიერებლები. პირველი დონის ანუ კანის დამცავი, მეორე დონის ანუ ინტენსიური ფერის მისაღებად, მესამე დონის ანუ ღრმა ტონალობისთვის და მეოთხე დონის რუჯის გამაძლირებელი, იგივე კანის გამკვრივების და დაცვის ფუნქციით, რათა თქვენმა კანმა რუჯის მერე ჩვეული ელასტიურობა შეინარჩუნოს.

მეორე მეთოდი კი კვების სწორ რეჟიმს ეფუძნება. იმისათვის, რომ კანმა კარგად მიიღოს რუჯი და ხანგრძლივად შეინარჩუნოს შოკოლადისფერი, სასურველია სოლარიუმში ვიზიტის პარალელურად თქვენი კვების რაციონში დიდი რაოდენობით შეიტანოთ ის პროდუქტები, რომელიც ვიტამინი A-ს შემცველობით არის მდიდარი და რაც მთავარია ეს პროდუქტები აუცილებლად არაჟანსა და ზეითუნის ზეთში შეზავებული უნდა მიირთვათ, რადგან ზემოთხსენებული ვიტამინი, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ათვისებას უწყობს ხელს, სწორედ ცხიმთან სინთეზისას აქტიურდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები