LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი – FM ქოუჩი

10
69377049-910582899310568-3571235117298876416-n

როგორ შევქმნათ სწორი ბიზნესმოდელი – ამ თემაზე მარტა ქარუმის გადაცემაში “FM ქოუჩი” ჯეპრას უფროსმა კონსულანტმა სოსო გალუმაშვილმა ისაუბრა.

რა არის ბიზნესმოდელი?

ბიზნესმოდელი არის ის, რასაც ქმნის, მოიპოვებს და გადასცემს ღირებულების სახით კომპანია. მსოფლიოში თითქმის ყველა შეთანხმდა, რომ პროდუქტებით კონკურენცია აღარ ხდება, ყველას შეუძლია კარგი პრუდუქტის გამოშვება. როგორ უნდა ვმართოთ კონკურენცია, სწორედ აქ ხდება მნიშვნელოვანი ბიზნესმოდელი. საბოლოოო ჯამში კონკურენცია წარიმართება სწორი და ინოვაციური ღირებულებებით.

კარგი იდეის ქონა წარმატების გარანტიას არ გვაძლევს. კარგ ბიზნეს იდეას აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგი ბიზნესმოდელი, რომელიც დაგვეხმარება მის შენარჩუნებასა და განვითარებაში. კარგი იდეის პოვნაა ყველაზე დიდი გამოწვევა კორპორაციებსა თუ სტარტაპებში, თუმცა სინამდვილეში ერთ-ერთი ურთულესი ამოცანაა სწორი ბიზნესმოდელს პოვნა. ამას მძიმე შრომა სჭირდება და ყოველ კუთხეში წარუმატებლობის საშიშროებას უნდა ვუფრთხილდეთ. ბევრი მაგალითი არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ ერთი და იგივე იდეა, პროდუქტი, სერვისი ან ტექნოლოგია შეიძლება იყოს წარუმატებელი ერთი ბიზნესმოდელით და ძალიან წარმატებული მეორით. ნესპრესო, ნესტლეს ყავის კომპანია, ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია. იგი თითქმის გაკოტრდა ესპრესოს აპარატითა და კაფსულების სისტემით, დღეს კი ის მულტიმილიარდ დოლარიანი ბიზნესია. ნესპრესოს გარკვეული დრო დასჭირდა სწორი და ნამდვილად გენიალური ბიზნესმოდელის შესარჩევად.

ბევრი სტარტაპ ბიზნესი რომელიც იწყება, ბოლომდე ვერ მიდის, დაწყებულიდან დაახლოებით 10% რჩევა, 90% ვერ აღწევს მიზანს, რადგან არასწორი მიმართულება აქვთ აღებული.

გადაცემის სრული ჩანაწერი 

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/533101337230433/

როგორ ვმართოთ ბიზნესმოდელი?

გამოიყენეთ ბიზნესმოდელის ტილო, რომელიც სტრატეგიულ ხელსაწყოდ შეგიძლიათ მიიჩნიოთ, რომელიც გიჩვენებთ საუკეთესო გზას ფასეულობის შესაქმნელად, მისაწოდებლად და შესანარჩუნებლად. ის გიმარტივებთ შექმნათ ფასეულობა თქვენი ბიზნესისთვის, კარგად უნდა გაერკვეთ პროტოტიპების შექმნის, ტესტირებისა და ბიზნესმოდელის იმპლემენტაციის პროცესებში, რათა მაქსიმალურდ შეამციროთ რისკები.

ბიზნესმოდელის ტილო შედგება 9 მოდულისგან, რომლებიც ნათლად გვიჩვენებს, რა პრინციპით გეგმავს კომპანია ფუნქციონირებას და მოგების მიღებას:

  • მომხმარებელთა სეგმენტები
  • ფასეული შეთავაზება
  • არხები
  • მომხმარებლებთან ურთიერთობა
  • შემოსავლის წყაროები
  • ძირითადი რესურსები
  • ძირითადი საქმიანობა
  • ძირითადი პარტნიორები
  • ხარჯების სტრუქტურა

მისი საშუალებით მარტივად და სწრაფად ვქმნით ინოვაციური იდეებისა და თეორიის ფუნქციურ ბიზნესმოდელებს, პროტოტიპებს, რომლებსაც გამოვცდით რამდენად განხორციელებადია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები