LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევქმნათ სტარაპი – FM ქოუჩი

19
nikolozgogochuricouch

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ შევქმნათ სტარაპი – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „FM ქოუჩი“ VREX-ის თანადამფუძნებელმა ნიკოლოზ გოგოჭურმა ისაუბრა.

რა არის სტარტაპი?

ჩემთვის ძირითადად სტარტაპის ორი განმარტებაა მისაღები: პირველი სტივ ბლენკს ეკუთვნის: “სტარტაპი არის დროებითი ორგანიზაცია, რომელიც ეძებს მასშტაბირებად და განმეორებად ბიზნეს (მოდელს)”. მეორე Lean Startup მეთოდოლოგიაში გამოიყენება და ასე ჟღერს: “სტარტაპი არის ადამიანთა ჯგუფი/ორგანიზაცია, რომელიც ქმნის ახალ პროდუქტს/მომსახურებას ექსტრემალური გაურკვევლობის პირობებში”.

როგორც ხედავთ, ორივე განმარტებაში ხაზი გასმულია იმაზე, რომ სტარტაპი უფრო საძიებო ოპერაციაა, ვიდრე წარმოება/გაყიდვა. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით (და გამოცდილებით), სტარტაპი უფრო ახლოსაა სამეცნიერო ექსპერიმენტებთან, ვიდრე მცირე ან საშუალო საწარმოსთან. სტარტაპმა ხშირ შემთხვევაში არსებობის პირველ ეტაპზე ისიც კი არ იცის, რა არის ან იქნება მისი პროდუქტი.

როგორ უნდა გავხდეთ სტარაპერი?

დავიწყოთ ახალ პროდუქტზე მუშაობა, ოღონდ ისე, რომ ჯერ არ ვიცით, რა პროდუქტია და როგორ შევქმნით.

მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ვიყოთ ღია ჩვენი საწყისი იდეის ცვლილების მიმართ და ყოველთვის ვიყოთ ძიებაში. უფრო პრაქტიკულად რომ ვილაპარაკოთ, სტარტაპერი რომ გახდე, ბევრი რამეა საჭირო, მათ შორის პირად ფინანსების მართვა, სტრესთან ბრძოლა, იმედგაცრუებისთვის მზადყოფნა, ადამიანების და მათი პრობლემების მიმართ ინტერესი და სხვ. სტარტაპის შენება და ანტრეპრენერობა არის მარათონი და არა სპრინტი.

საჭიროა თუ არა საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გაცნობა?

ჩემი აზრით, საკუთარი თავი და შესაძლებლობები რომ კარგად გაიცნო, რამდენიმე რამ შეგიძლია დანერგო ცხოვრებაში: შემოქმედებითი პროცესი – ყოველდღე. ნებისმიერ თემაზე ახალი იდეების მოფიქრება და ჩაწერა, ცნობილი და გავრცელებული პრობლემების გადაჭრის ჰოპოტეთიური გზების მოფიქრება, საყვარელი ჰობის პოვნა და მისით რეგულარულად დაკავება. ასევე, 24/7 საკუთარი თავისთვის გამოწვევების მიცემა და სირთულეების დაძლევის პრაქტიკა. მაგალითად, თუ ყოველთვის გინდოდათ ახალი ენის სწავლა, მაგრამ დაწყება გიჭირდათ, დაიწყეთ დღეს. ზოგადად ისეთი რამის ხშირად გაკეთება, რაც არ გჩვევიათ ან რაც არ გაგიკეთებიათ. ეს ძალიან კარგი ინსტრუმენტია საკუთარ თავში ახალი უნარების/ტალანტების აღმოჩენისა.

იდეების განხორციელება ძალიან ზოგადო, მრავლისმომცველი და რთული საქმიანობაა, მაგრამ ალბათ პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იმით, რომ გადავიყვაროთ საკუთარი იდეა და დავუშვათ, რომ ის შეიძლება არავის სჭირდებოდეს. ეს ნამდვილად ძალიან ეფექტიანი პირველი ნაბიჯია იდეოს განხორციელების გზაზე, რადგანაც არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე იდეა, რომელიც არავის სჭირდება, მაგრამ ჯიუტად გვინდა, რომ “მართლები აღმოვჩნდეთ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები