LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა დაძლიოს ბიზნესმა უმუშევრობა – FM ქოუჩი

6
fm-coach

გადაცემის ლაივი LIVE

“იმისთვის, რომ უმუშევრობის პრობლემა ნაწილობრივ გადაიჭრას, საჭირო განათლების სისტემაში მოხდეს სერიოზული ცვლილებები”, -ამის შესახებ გადაცემაში FM ქოუჩი “ჯეპრას” უფროსმა კონსულტანტმა სოსო გალუმაშვილმა აღნიშნა. ის მიიჩნევს, რომ საჭიროა უნივერსიტეტებმა და ბიზნესმა ითამაშრომლონ, რის შედეგადაც მოხდება უმუშევრობის შემცირება.

დღევანდელი განათლების სისტემა არ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს?

განათლების დღევანდელი სისტემა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს. ამერიკაში “ფრილანსერების” რიცხი მალე გადააჭარბებს იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც მუშაობენ ერთ კონკრეტულ სამუშაო ადგილას.  ეს ნიშნავს, რომ იცვლება სამუშაოს მიმართ მიდგომა. დღევანდელი განათლების სისტემა ჩამორჩება ტექნოლოგიურ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიოში. ბიზნეს ხშირად ვერ ეწევიან ის ლექტორები, რომლებიც ასწავლიან უმაღლეს სასწავლებელში.  უმაღლესში სწავლა იქნება დაკარგული 4 წელი, თუ არ შეიცვალა მიდგომა, თუ არ იქნება თეორიულ სწავლებასთან პრაქტიკაც, ვინაიდან ასეთი მიდგომით ვერ დაეწევი ბიზნესს. სტუნდეტებს პირველი დღიდან უნდა ჰქონდეთ პრაქტიკის შესაძლებლობა. ცვლილებებს ახორციელებენ კემბრიჯის და ოქსფორდის უნივერსიტეტებიც. პოპულარული ხდება ლოფთ სკოლები, სადაც ლექციებს ატარებენ, არა ლექტორები, არამედ ის ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული ცოდნა აქვს და ისინი არ ჯდებიან ლექტორების სტანდარტებში. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და შესაძლებელია ბიზნესსა და უნივერსიტეტებს შორის კარგი კავშირის პოვნა.

რა კუთხით უნდა შეიტანოს ბიზნესმა თავისი წვლილი დასაქმებაში?

ვაკანსიებში, რომელსაც ბიზნესი აცხადებს, კონკრეტული მოთხოვნებია გაწერილი: შემოქმედებითი მიდგომა, გუნდში მუშაობა, ადაპტირება, დროის მართვა. ეს არის ბაზარზე არსებული მოთხოვნები. ვერც ერთი უმაღლესი სასწავლებელი ამას ვერ აკონტროლებს. ევროპას აქვს მიმართულება – სწავლა სოცოცხლის განმავლობაში, ანუ ერთ ადგილზე მიბმული არ უნდა იყო და უნდა განვითარდე. ყველაფერი მიდის იქით, რომ ტრენინგები ბევრად ეფექტური ხდება, ასევე პროფესიული სასწავლებლები. იქ, სადაც ინვესტირება ხდება ადამიანურ კაპიტალში, უმუშევრობა და ინფლაცია ნაკლებია.

ბისნესმა და უნივერსიტეტებმა უნდა ითანამშრომლონ. ბიზნესმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია უნივერსიტეტებს, თუ როგორი კადრები სჭირდება სამომავლოდ, რა უნარები უნდა ჰქონდეთ ამ კადრებს. სწორედ ამის მიხედვით უნდა შედგეს სილაბუსები და ასწავლონ სტუდენტებს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები