LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა დაიცვათ თავი ინტერნეტთაღლითობისგან – იურისტი გაგი ჩოხელი გადაცემაში ,,კანონის ფარგლებში”

9
gagi

კიბერდანაშაული და პრევენცია – როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ინტერნეტთაღლითობა, რისი იმედი უნდა გვქონდეს გამოძიების დაწყებისას და რამდენად დიდია იმის შანსი, რომ ასეთ დროს დაკარგული თანხა უკან დავიბრუნოთ – დღეს გადაცემის – ,,კანონის ფარგლებში” სტუმარია იურისტი გაგი ჩოხელი. გთავაზობთ ინტერვიუს მოკლე ვერსიას, ვრცლად კი შეგიძლიათ მოისმინოთ სპეციალურ ლინკზე, რომელიც აქვეა განთავსებული.

რა უნდა ვიცოდეთ კიბერუსაფრთხოების შესახებ, ბევრი რამ გვსმენია , სოციალურ ქსელშიც წაგვიკითხავს, მაგრამ პირველ რიგში დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდეთ,

– ეს მოიცავს საშუალებებს, რომლითაც შეგვიძლია ჩვენი სისტემა დავიცვათ კარგად. თუ ვერ დავიცავთ, ჰაკერები ანუ ე. წ. ინტერნეტ თაღლითს შეუძლია, მარტივად შემოვიდეს ჩვენ კომპიუტერულ მოწყობილობაში და მიიღოს ფინანსური სარგებელი. ან შეიძლება ჰქონდეს ახირება, რომ დანაშაული ჩაიდინოს.

რამდენად ხშირად არის თქვენს პრაქტიკაში ასეთი ქეისები?

– კიბერდამნაშავეთა ტექნიკა დროთა განმავლობაში იხვეწება. თუ 2010 წელს ასეთი ტიპის სულ 8 დანაშაულზე დაიწყო გამოძიება, ეს რიცხვი 2020 წელს 2050-ამდე გაიზარდა. აქედან გამომდინარე ვხვდებით, რომ ტენდენცია მზარდია. ამიტომ კარგია გამოძიების მხრიდან აქტიური ჩართულობა. დაახლოებით 1 თვის წინ წარმატებით დავასრულეთ ასეთი სიტუაცია. ინტერნეტთაღლითმა ჩამოაჭრა პირს 500 ლარი, მისი ნებისგან დამოუკიდებლად. ამ მოქალაქემ თანხა დაიბრუნა. ასეთ დროს ყველამ უნდა მიმართოს პოლიციამ და დაიწყოს გამოძიება.

რა უნდა იცოდეს მსმენელმა, როცა ასეთი ტიპის თაღლითობაზეა საუბარი, ხშირად გვაფრთხილებენ კერძო კომპანიები, რომ არ ვანდოთ ჩვენი პირადი მონაცემები სხვას,

– არსებობს კიბერდანაშაულის უამრავი სახე. ამ შემთხვევაში ინტერნეტთაღლითობაზე ვსაუბრობთ, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ცნობილია სახელწოდებით ფიშინგი (თევზაობა). საქართველოს მაგალითზე შემიძლია ასეთი რამდენიმე შემთხვევა გითხრათ. 2019 წელს, დაახლოებით 200 ათასი ლარის ზიანი მიაყენეს საქართველოს მოსახლეობას. ფეისბუქზე ყალბი ბანკის გვერდი შექმნეს, სადაც ეწერა, რომ თუ გათამაშებაში მიიღებდი მონაწილეობას, სხვადასხვა ნივთს იგებდა. შეიძლება, ვინმე დაგვიკავშირდეს და გვითხრას, რომ ვითომ ამა და ამ ბანკში გხდება პროგრამული განახლება და ჩვენი პირადი მონაცემებია საჭირო. ასეთ დროს უნდა გადაამოწმოთ მართლა ამ ორგანიზაციის თანამშრომლის მხრიდან მოხდა თუ არა ზარის განხორციელება. არის ინტერნეტთაღლითობის სხვა შემთხვევებიც. (ავტ: დეტალურად მოისმინეთ ჩანაწერში).

იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინფორმაცია, რომ უცხო ზარი რომ შემოდის ტელეფონზე, არ გადაურეკოთ, თორემ თანხა ჩამოგეჭრებათ,

– ბარათიდან თანხას ვერავინ ჩამოგაჭრით, თუ თქვენს პირად მონაცემებს არავის მიაწვდით. მთავარი წესია, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამთ, გადავამოწმოთ, რამდენად რეალურია, ვისგანაც მოდის ეს კონკრეტული შემოთავაზება

იმ ქეისს დავუბრუნდეთ, რომელიც თქვენს პრაქტიკაში იყო და მოქალაქემ თანხა დაიბრუნა,

– ეს ადამიანი არის დაახლოებით 50 წელს გადაცილებული, მას დაურეკეს ვითომ ბანკიდან, სთხოვეს პირადი მონაცემები და საბოლოოდ საპენსიო ბარათიდან ჩამოაჭრეს. საინტერესოა, როგორ ხდება დადგენა ამ ინტერნეტთაღლითის. ხშირად ეს ხდება იმ აი პის მეშვეობითაც, საიდანაც ეს პირი შევიდა დაზარალებულის კომპიუტერულ მოწყობილობაში, თუმცა რთულია. შეიძლება ინტერნეტკაფეში შევიდეს და იქიდან განახორციელოს ინტერნეტთაღლითობა. საჭიროა, ბანკებმა ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განათავსონ საიტზე. ასევე საჭიროა, სხვა ტიპის აქტივობებიც, ელექტრონულ ფოსტაზე ინფორმაციის გაგზავნა, მობილურზე შეტყობინებები და ა. შ. ანაზღაურებას რაც შეეხება, ხშირად ბანკი გვეუბნება, რომ თანხას არ დაგიბრუნებთ, რადგან ეს თქვენი დაუდევრობის გამო დაგემართათ. მეორე შემთხვევაა, როცა ანგარიში დაზღვეული გაქვთ. ეს კი დროში იწელება იქამდე, სანამ გამოძიება არ დასრულდება.

რა იქნება თქვენი მთავარი რჩევები 

– ჩვენი საბანკო, პირადი მონაცემები არ უნდა გავანდოთ არავის. ზოგჯერ ხდება, რომ რესტორანში, სხვა ობიექტში, პერსონალს ეუბნებიან, რომ ბარათს გაგატანთ და ჩამომაჭერით, მაგრამ შეიძლება ამ ბარათს ფოტო გადაუღოს და გამოიყენოს სათავისოდ. გახშირებულია ვინდოუსის გადაყენებისას მსგავსი ფაქტები. შეიძლება, ვინც ამას აკეთებს, გაუშვას ვირუსი, რომლითაც მისთვის ცნობილი გახდეს თქვენი პირადი მონაცემები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები