LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა იმუშაოს გაყიდვებმა პანდემიის დროს – FM ქოუჩი

5
xatunamdinaradze201218

გადაცემის ლაივი LIVE 

როგორ უნდა იმუშაოს გაყიდვებმა პანდემიის დროს – ამ თემაზე გადაცემაში “FM ქოუჩი“ გაყიდვების ტრენერმა ხათუნა მდინარაძემ ისაუბრა.

როგორ შეცვალა პანდემიამ გაყიდვები?

პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში შეზღუდვები უკვე მეორედ დაწესდა. კომპანიები კიდევ ერთხელ დადგნენ გამოწვევების წინაშე, რაც თავისთავად აისახა მუშაობის პროცესებსა და გაყიდვებზე. პანდემიამ უკვე იქონია ნეგატიური გავლენა კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებზე – ორგანიზაციების ნახევარზე მეტი აცხადებს,  რომ მათი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, ნაწილმა კი დაიწყო მუშაობა ხარჯების შემცირებაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ Covid-19-მა შეცვალა საზოგადოების ქცევა, ყოველდღიური რიტმი  და ძირეულად გარდაქმნა ბიზნესის როლი თუ მისი კეთების მეთოდები. ბუნდოვანება უფრო ჭარბობს, ვიდრე გარკვეული მოლოდინები და პროგნოზები, რაც არსებულ ვითარებას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს.

შეიცვალა მსოფლიოს დღის წესრიგი და თანდათან ყველა კომპანიამ გაიაზრა კორპორატიული  კულტურისა და სოციალური პასუხისმგებლობის ძალა.

დღევანდელი სამუშაო პროცესი პირობითად შეიძლება ორ ფაქტორად დაიყოს: ის, რაც კომპანიების კონტროლი ზონაშია და მეორე, კონტროლის გარეთ ანუ – მთავრობის მიერ გატარებულ თუ გასატარებელ ღონისძიებებზე.

რა შეუძლიათ გააკეთონ კომპანიებმა პირველი ფაქტორის შემთხვევაში?!

• პირველ რიგში, მიიღონ ფაქტი მოცემულობად. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რესურსების პოვნა ნებისმიერ სიტუაციაში და სწრაფი ადაპტაცია.
• მეორე და საუკეთესო გზა, იმისათვის რომ ბიზნესის მუშაობა არ შეწყდეს, არის ონლაინ გაყიდვების რეჟიმზე გადასვლა, რომელიც აქამდეც უნდა განეხორციელებინათ. გადასვლა ციფრულ სამყაროში, ეს არის გარდაუვალი ცვლილებების დიდი ჯაჭვი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც მიმართულებას უცვლის მთლიანად ბიზნესს.
• ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ბრენდინგი, ეფექტური კომუნიკაცია და დიალოგი საკუთარ მომხმარებელთან. გააჩნია რომელ ციფრულ პლატფორმას იყენებს კომპანია Facebook, instagrams, linkdins თუ სხვას, მომხმარებელთან ძლიერი კავშირის დამყარების სწორი ბიზნეს სტრატეგია მოიცავს, როგორც სწორი საკომუნიკაციო ენის, ისე საკომუნიკაციო საშუალების შერჩევას. მომხმარებელს უნდა ვესაუბროთ მათთვის გასაგებ ენაზე და შევინარჩუნოთ ემოციური კავშირი.
• ხელსაყრელი დროა იმისთვის, კომპანიებმა მოახდინონ ყველაზე ღირებულის შენარჩუნება, შეიძინონ მნიშვნელოვანი და ჩამოიცილონ ის, რაც შესაძლოა საჭირო იყო ძველ ვითარებაში, მაგრამ ახალში, ორგანიზაციის რეგრესის მთავარი მიზეზიც შეიძლება გახდეს.
• და რაც ყველაზე მთავარია, თუ აქამდე კომპანიები ამბობდნენ, რომ იყვნენ მომხმარებელზე ორიენტიებულები, ეხლა საუკეთესო დროა ამის დასამტკიცებლად. შეუძლიათ სხვადასხვა ინსტრუმენტების საშუალებით უკეთ გაიცნონ საკუთარი მომხმარებლები. მაგალითად, ერთ-ერთი ინოვაციური მეთოდი არის „მომხმარებლის ემპათიის რუკა’, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევთ უკეთ შეისწავლოს მომხმარებელი.

„ემპათიის რუკის“ ექვსი ძირითადი ბლოკიდან ( 1. რას ფიქრობს/გრძნობს მომხმარებელი? 2. რას ხედავს? 3. რა ესმის? 4. რას აკეთებს? 5. მისი მიზნები. 6. პრობლემები.) კი მინდა ყველაზე მეტად ყურადღება გავამახვილო სარგებელზე ანუ რა სურს რეალურად მომხმარებელს და რა შეიძლება გაკეთდეს მის დასაკმაყოფილებლად. კომპანიებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ იყიდება სარგებელი და არა თვისება.

ვფიქრობ, საკუთარი ბიზნესის გვერდიდან შესახედად და დასარესტარტებლად, საუკეთესო პერიოდია. არჩევანის საკითხია, ვაგრძელებთ საქმიანობას ახალი ძალებით თუ სხვას ვუთმობთ ჩვენს ადგილს ბაზარზე? ამასთანავე, კომპანიებს უნდა ახსოვდეთ, რომ პანდემიის შემდგომი ბიზნესი და მომხმარებელთა ქცევა, ნაკლებად იქნება ისეთი, როგორიც პანდემიამდე იყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები