LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა შეირჩეს კადრები მომსახურების სფეროსთვის – FM ქოუჩი

2
mt

მომსახურების სფეროს სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა. გამართული სერვისით მუშაობა, რომელიც კომფორტს უნდა უქმნიდეს კლიენტს მნიშვნელოვანია ამა თუ იმ კომპანისა თუ ორგანიზაციისთვის.  რატომ არის მნიშვნელოვანი ეფექტური მომსახურების სფერო – გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ტრენერი თამარ კანაშვილი.

რატომ არის მნიშვნელოვანი ეფექტური მომსახურების სფერო (სერვის+)?

ყოველდღიურად ეფექტური მომსახურების თემა კიდევ უფრო აქტუალურია და მისადმი ყურადღება მუდმივად მზარდია. მომსახურების მნიშვნელობა დიდია, როგორც ტურისტული თვალსაზრისით, ასევე შიდა ეკონომიკის და ქვეყნის განვითარების ჭრილში.

მოგეხსენებათ, მომსახურებაში კმაყოფილება ძირითადად დგას პროდუქტზე, პროცედურულ ნაწილზე (როგორიცაა დრო, მომსახურების სიმარტივე) და წინა ხაზის ანუ თანამშრომლის დამოკიდებულებაზე. ქვეყანა, რომელიც ვითარდება, სთავაზობს მეტ პროდუქტს და არჩევანს მომხმარებელს, ასევე სხვა კომპანიების მსგავსად ამარტივებს ფორმას. გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქტები გარკვეულწილად ემსგავსება ერთმანეთს, პროცედურის მხრივაც ქვეყანა წინ მიიწევს, არჩევანს მომხმარებლები აკეთებენ თანამშრომლების დამოკიდებულების მიხედვით; შესაბამისად მზარდი კონკურენციის პირობებში რაც უფრო ეფექტურია მომსახურება, მით მეტია შემოსავალი და მაღალია კომპანიის წარმატება.

ეფექტური მომსახურება კერძო ბიზნესისთვის ძლიერი სტრატეგიაა, რომელიც ხანგრძლივი წარმატების და შემოსავლის წყაროა, ხოლო სახელმწიფოსთვის შიდა/საერთაშორისო რეპუტაცია და კმაყოფილი მოქალაქეა.

რა როლი აქვს მენეჯმენტს, როგორი უნდა იყოს თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება?

მაგალითისთვის,  როცა ბავშვს აქვს პრობლემა, ეს მხოლოდ მისი  პრობლემა არაა და ზოგჯერ ხშირი მიზეზი სწორედ ოჯახია, მომსახურებაშიც შეგვიძლია გარკვეულად ამ ხაზზე გავავლოთ პარალელი. თუ მშობელი შვილს შენიშვნას არ აძლევს შენიშვნისთვის, არამედ ასწავლის, თავად არის ძლიერი მაგალითი და არ ზარდება შვილის უკუკავშირს, შექებას, წახალისებას, მასში ცოდნის ინვესტიციას, შედეგიც სახეზეა ხოლმე;  ანალოგიურად მსხვილია მენეჯმენტის როლი წინა ხაზისთვის.

ტრენინგების ჩატარებამდე ხდება ხოლმე კომპანიის დიაგნოსტირება, სადაც უფრო მაღალია მზაობა ეფექტური მომსახურების ზრდისადმი, შეფასების დანერგვისადმი, მენეჯმენტიც პროგრესულია და გვერდში უდგას თანამშრომელს; შედეგიც  პროპორციულად მაღალია.

როგორ უნდა შეირჩეს კადრები მომსახურების სფეროსთვის?

კადრი სწორად უნდა შეირჩეს. შეიძლება პირი იყოს წინა ხაზის თანამშრომელი, მაგრამ იჯდეს მუდამ ოფისში და არავისთან ჰქონდეს კონტაქტი გარდა საბუთებისა. მომსახურებაში ცოდნა ყველაზე მარტივად დაშენებადი კომპონენტია, დღეს უკვე უამრავი უნარია მიღწევადი, დაძლევადი, ხოლო დამოკიდებულება კვლავ რჩება უდიდეს გამოწვევად. სასურველია, რომ წინა ხაზის თანამშრომელს მოსწონდეს კომუნიკაცია, ამაღლებულად რომ ვთქვათ, უყვარდეს. წინა ხაზის სტრესი იმდენად მაღალია, რომ თუ არა თანამშრომლის დამოკიდებულება, პროფესიონალიზმი. დღეს საქართველოში რთულია მხოლოდ ფინანსური ნაწილი აბალანსებდეს წინა ხაზსს და ვიღებდეთ კეთილგანწყობილ თანამშრომელს, სხვა ყველაფერი სწავლებადი და განვითარებადია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები