LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს გამოწვევებთან გამკლავება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

12
fanculaia_axalaia

გადაცემის ლაივი LIVE

ბავშვებს აქვთ პრობლემები, თუმცა ხშირად თავს არიდებენ ამაზე საუბარს. ზოგჯერ მშობლები ვერც ხვდებიან, რა აწუხებთ მათ შვილებს, რის გამოც გამოწვევებს წინაშე ისინი მარტო რჩებიან. როგორ ვასწავლოთ ბავშვებს გამოწვევებთან გამკლავება – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმრები არიან ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცეტრის “იდილიას” ფსიქოლოგები თიკა ფანცულაია და ნინო ახალაია.

რა გამოწვევების წინაშე დგანან ბავშვები?

ნინო ახალაია: გამოწვევები მრავალფეროვანია. საყურადღებოა თავის დამკვიდრების საკითხი, ასევე საკუთარი შესაძლებლობების მართვა…განვითარება და ზრდა იწყება სახლიდან, აქ არ იგულისხმება  მხოლოდ ბავშვის გამოკვება, სულიერი განვითარება უმნიშვნელოვანესია. მოზარდს უნდა ჰქონდეს ადეკვატური თვითშეფასება, თუმცა ეს მშობლისთვისაც საკმაოდ რთულია, ამიტომ თვითონ მშობელს უნდა ჰქონდეს ადეკვატური თვითშეფასება. ხშირად მშობლებს არ სცალიათ, თუმცა საყურადღებოა ბავშვთან გატარებული დროის ხარისხი.  მშობლები არ აძლებენ ბავშვებს შეცდომის დაშვების შესაძლებლობას, შეცდომები საჭიროა მისი პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის.

ყველაზე მეტად რა აწუხებთ ბავშვებს?

ნინო ახალაია:  “არ მისმენენ მშობლები”, “ვერ გამიგებენ”, “ეს რომ გაიგონ…ხომ არ ეტყვით თქვენ”, – ძირითადად ამ ფრაზებს ვაწყდებით, ბავშვები მშობლებს უმალავენ რა აწუხებთ. პატარა ასაკს რაც ეხება, ძირითადად თამაშის პრობლემაა, მშობლებს არ აქვთ დრო ბავშვებთან  თამაშისთვის. სკოლაში არსებობს კლასში დამკვიდრების პრობლემა, მოზარდობის ასაკში, თანატოლების წრე ხდება პრობლემური, რომელიც ხშირად მშობლებს არ მოსწონთ.

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს გამოწვევებთან გამკლავება?

თიკა ფანცულაია: საჭიროა მშობლის და ბავშვის ჩართულობა და იმ პრობლემების დანახვა, რაც ბავშვებს აწუხებთ. ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა “მომავლის კონსტრუქტორი”. ის შექმნილია რეალური შემთხვევების გაანალიზების საფუძველზე. დაბალი თვითშეფასება, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, პასუხისმგებლობის არ არსებობა უდრის წარუმატებლობას, სწორედ ამიტომ, არა ერთხელ გვინახავს კარგი ფიზიკური თუ ინტელექტუალური მონაცემების მქონე ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილო არიან საკუთარი თავით, ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეუძლიათ რამის მიღწევა, მუდმივად ეპარებათ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში.

ხანდახან მშობლებს გვგონია, რომ პრობლემა გარემოშია და გვსურს ხელოვნურად შეცვლა. ხელოვნურად შეცვლილი გარემოთი ჩვენს შვილებს ვაშორებთ რეალობას, რაც დამატებით პრობლემებს უჩენს მათ. იწყება გაუცხოება, როგორც გარემოსთან, ასევე საკუთარ თავთან.
ყოველივე ამის დაძლევას ადამიანები ცხოვრების მანძილზე ზოგჯერ თავად ახერხებენ, თუმცა მწვავე გაკვეთილების ფასად.

ეს პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვისაა და მათ აძლევს შესაძლებლობას  თავად მიიღონ მონაწილეობა საკუთარი მომავლის შექმნაში, იყვნენ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები, მოტივირებული  ახალგაზრდები, რომლებმაც იციან რა სურთ, იციან  რა არის მათი პასუხისმგებლობა.

პროგრამა მოიცავს 36 ჯგუფურ შეხვედრას და შედგება VI ძირითადი მოდულისგან. თითოეული მოდული ემსახურება კონკრეტულ საკითხს, რომელიც კონკრეტულად ბავშვების და მოზარდების ასაკისთვის არის დამახასიათებელი და აქტუალური. ვიყენებთ ჯგუფური მუშაობისთვის ადეკვატურ სავარჯიშოებს ეკლექტიკური მეთოდით.

I მოდული – ჯგუფის შეკვარა, საჭიროების გამოვლენა
II მოდული – თვითშეფასება; ასერტული ქცევა
III მოდული – შიშები/დაბრკოლებები; წყენა
IV მოდული – პასუხისმგებლობა; ღირებულებები
V მოდული – ურთიერთობები
VI მოდული – ჯგუფის დასასრული რა მიმაქვს?/ რა მინდა ვაკეთო? პროფესიული მონახაზები

პროექტი გათვლილია 7 -დან 14 წლამდე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის; თითოეულ ასაკობრივ ჯგუფს აქვს ასაკის შესაბამისი პროგრამა.

რას იღებენ ბავშვები პროგრამაში ჩართვით?

თიკა ფანცულაია:   • თავისუფალი კომუნიკაცია თანატოლებთან და უფროსებთან
• საკუთარი ადგილის დამკვიდრება
• ადაპტაცია გარემოსთან
• სასიამოვნოს შეთავსება სასარგებლოსთან (მიხვდნენ რა მოსწონთ და როგორ მიიღონ სასურველი)
• მოუსმისნოს საკუთარ სურვილებს, დაინახოს რა გამოსდის კარგად
• დაინახოს რომელი რესურსი რისთვის და რა დროს გამოადგება
• აკეთოს რაღაც, არა ვიღაცის ხათრით არამედ იმიტომ, რომ მისი გაკეთება ნამდვილად სურს
• გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა, გაანალიზოს რას ნიშნავს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, რაც თავისთავად სწრაფად ზრდის სწავლის მოტივაციას.

7 რჩევა თიკა ფანცულაისგან:

1. შეეცადეთ მინიმუმადე დაიყვანეთ დღის განმავლობაში შენიშვნები;
2. არ შეადაროთ თქვენი შვილი არასდროს არცეთი ნიშნით არავის;
3. შეეცადეთ დაინახოთ რა გამოსდის კარგად ბავშვს და წაახალისეთ ამ საქმეში;
4. შეეცადეთ არ დაარღვიოთ მიცემული პირობა, მიახვედრეთ, რომ მისგანაც იგივეს ელით;
5. არ მოითხოვოთ თქვენი შვილისგან იმაზე მეტი, ვიდრე შეუძლია (გადამეტებული პასუხისმგებლობა), თუმცა წაახალისეთ დაბრკოლებების დამოუკიდებლად გადალახვისას;
6. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მიუხედავად წარუმატებლობისა, თქვენ მას მხარს აუცილებლად დაუჭერთ;
7. ხშირად გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები