LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვითარდება სარესტორნო ბიზნესი საქართველოში- რა მიღწევები და გამოწვევები აქვს „პელაგონს“

34
45150765-2286279594926454-4407129933143343104-o

როგორ ვითარდება სარესტორნო ბიზნესი საქართველოში და რა მიღწევები და გამოწვევები აქვს რესტორნების ქსელ „პელაგონს“ – ამ საკითხებზე გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ „პელაგონის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნიკოლოზ თოდუამ და ამავე რესტორნის მენეჯერმა გიორგი კალაძემ ისაუბრეს.

როგორი იყო გასული 2019 წელი პელაგონისთვის და რა სიახლეებით შეხვდით 2020 წელს?

– მიღწევები და გამოწვევები ნამდვილად გვქონდა 2019 წელს. დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი რესტორანი „პელაგონი საბურთალოზე“, რომელიც ჯერ კიდევ ახალ ფილიალად მიიჩნევა, თავის კალაპოტში უნდა ჩამდგარიყო, რადგანაც ახალ ფილიალს ყოველთვის თავისი მიზნები აქვს, რომლებიც უნდა განახორციელოს ეტაპობრივად.

საბოლოო ჯამში, მოხდა ისე, რომ 2019 წელი წარმატებული აღმოჩნდა „პელაგონისთვის“. ძალიან ბევრმა ადამიანმა გაგვიცნო, ძალიან ბევრი საინტერესო საღამო ჩატარდა ჩვენთან, ძალიან ბევრი საინტერესო სტუმარი გვყავდა ამ წლის განმავლობაში… ასევე ის იყო საინტერესო, რომ რესტორანთა ქსელ „პელაგონს“ კიდევ ერთი ობიექტი შეემატა, ეს არის ნატახტარში, „ვილა პელაგონი“, რომელიც არის სასტუმრო და რესტორანი. ეს არის საინტერესო ადგილი, სადაც სუფთა ჰაერზე შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები, გამოცდილი პერსონალი არის იმის გარანტი, რომ თქვენ აქ კიდევ ბევრჯერ მობრუნდებით. ასევე ძალიან ხელსაყრელი ადგილია „ვილა პელაგონო“ სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად. აქ შეგვიძლია მასშტაბური ღონისძიებები გავაკეთოთ: ქორწილები, კორპორატიული ღონისძიებები და სხვა… ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ არა მარტო სივრცეს, არამედ მომსახურების სრულ პაკეტს: დიზაინი, მუსიკალური პროგრამა და სხვა. ამასთან, სხვა უამრავი სიახლე გვაქვს 2020 წლისთვის, ერთ-ერთს გეტყვით – სულ მალე გაეშვება ჩვენი აპლიკაცია და ახალი საიტი, სადაც მომხმარებელს შეეძლება მიიღოს განახლებული ინფორმაცია ჩვენი მომსახურებისა და ღონისძიებების შესახებ… ინფორმაციის მიწოდების კუთხით ძალიან აქტიურები ვართ სოციალურ ქსელშიც….

რამდენი ფილიალით ხართ წარმოდგენილი ამჟამად საქართველოში და თუ იგეგმება მომდევნო წლებში ქსელის გაფართოება?

– დღეს გვაქვს 3 ფილიალი – სანზონაში ქსნის ქუჩაზე, საბურთალოზე – კალისტრატე ქუთათელაძის #7-ში და ნატახტარში გვაქვს „ვილა პელაგონი“. რაც შეეხება გაფართოებას, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებები სხვადასხვა კომპანიასთან და კონკრეტულ დეტალებს მოგვიანებით გავაჟღერებთ.

ამ ეტაპზე რამდენი ადამიანია თქვენთან დასაქმებული?

ჯამში ჩვენთან დასაქმებულია 60 პერსონამდე და სამომავლოდ, ახალი კადრები კიდევ დაგვემატება.

რითია გამორჩეულიპელაგონიბაზარზე არსებული კონკურენტებისგან?

დღეს საქართველოში ძალიან კონკურენტული გახდა ეს ბიზნესი, ვინაიდან ქუჩებზე ყოველი მეორე ობიექტი რესტორნები, კარაოკე ბარები და მსგავსი ტიპის ობიექტებია… რაც შეეხება „პელაგონს“ ის უპირველეს ყოვლისა ასოცირდება მის ხარისხთან… ჩვენი მთავარი კრედო არის სიჯანსაღე და ნატურალური პროდუქცია, რომელსაც ვთავაზობთ მომხმარებელს და ყველაფერი, რაც ჩვენთან არის – არის ჯანსაღი, ახალი, ნატურალური და შემოწმებული ….  ჯანსაღ პროდუქციასთან და გემრიელ კერძებთან ერთად, ჩვენი წარმატების ფორმულა არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ და ქმნიან ამ პროდუქციას.

სამზარეულო მხოლოდ ადგილობრივი გაქვთ, თუ უცხო ქვეყნების სამზარეულოებიდანაც ხვდება კერძები პელაგონისმენიუში?

ჩვენი რესტორნების ქსელი შემოიფარგლება ქართულ-ევროპული სამზარეულოთი. გარდა ქართული კერძებისა, ჩვენს მენიუში ევროპული ქვეყნების კერძებსაც უხვად აღმოაჩენთ, თუმცა პრიორიტეტული მაინც ადგილობრივი კერძებია, ვინაიდან მომხმარებლებში ქართული სამზარეულო უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები