LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვიყენებთ ქოუჩინგს ადამიანური რესურსების მართვისას – FM ქოუჩი

9
ninoberuashvili20916

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ ვიყენებთ ქოუჩინგს ადამიანური რესურსების მართვისას – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში ,,FM ქოუჩი” ქოუჩმა ნინო ბერუაშვილმა ისაუბრა.

როგორ მოვახდინოთ თანამშრომლების პოტენციალის განსაზღვრა და შემდეგ მისი რეალიზება ორგანიზაციული მიზნებისათვის?

HR პროფესიონალებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ის ორგანიზაციული ეფექტიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია. ქოუჩინგი სწორედ ის საშუალებაა, რომელიც გვეხმარება შევქმნათ ისეთი ორგანიზაციული გარემო, რომელიც შესაძლებელს გახდის თანამშრომლებისათვის მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და ჰქონდეთ მაღალი დონის შედეგები.

ორგანიზაციაში ქოუჩინგის დანერგვა ტრანსფორმაციასთან არის დაკავშირებული, რადგან ამ შემთხვევაში ორგანიზაცია გადადის ე.წ. ქოუჩინგური კულტურაზე. თუმცა კითხვა, თუ რატომ გვჭირდება ორგანიზაციაში ქოუჩინგური კულტურის ჩამოყალიბება, აქტუალურია. საქმე იმაშია, რომ ბრძანებისა და კონტროლის მენეჯმენტის სტილი აღარ არის შესაბამისი ძალიან სწრაფად ცვალებადი გარემოსთვის. ამ ფაქტის სისწორეში განსაკუთრებით მკვეთრად დაგვარწმუნა მიმდინარე პანდემიამ, რომელმაც რადიკალური ცვლილებები მოგვიტანა ორგანიზაციული ცხოვრებისათვის და კიდევ ბევრ ცვლილებას გვიმზადებს. კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ადამიანებს შეგვეძლოს სწრაფად გადაწყვეტილებების მიღება და გვქონდეს მიმდინარე ცვლილებებზე სწრაფი ადაპტაციის უნარი. ამ ყველაფრისთვის კი მენეჯმენტის განსხვავებული სტილი გვჭირდება. განსაკუთრებით მნიშნელოვანი ხდება თანამშრომლების გაძლიერება და მათი ავტონომიურობის გაუმჯობესება, რაზეც სწორედ ქოუჩინგური მენეჯმენტის სტილია ორიენტირებული და მას შედეგად მოაქვს ისეთი უნარების განვითარება, როგორიცაა კრეატიულობა, პრობლემის დაძლევის უნარი, მოქნილობა და ა.შ.

რა არის ის კონკრეტული სარგებელი, რისი მიღწევაც ორგანიზაციაში ქოუჩინგის მეშვეობით არის შესაძლებელი?

1. მენეჯერების ლიდერული გაძლიერება

2. თანამშრომელთა სამუშაო ჩართულობის და კმაყოფილების დონის გაუმჯობესება

3. თანამშრომელთა ინდივიდუალური და გუნდური ეფექტიანობის გაუმჯობესება

4. მაღალი პოტენციალის მქონე თანამშრომლების იდენტიფიცირება და მათი განვითარების ხელშეწყობა

5. თანამშრომელთა მიზნების დასახვისა და განხორციელების პროცესის ხელშეწყობა

6. თანამშრომელთა ე.წ. რბილი უნარების, პიროვნული კომპეტენციებისა და ემოციური ინტელექტის გაუმჯობესება

გააჩნიათ თუ არა ქოუჩინგის ორგანიზაციაში დანერგვისას კრიტიკული როლი HR-ებს? აღნიშნულ პროცესში მათ ორი სახის როლი შეიძლება აღმოაჩნდეთ: 1. ქოუჩის როლი, როდესაც თვითონ HR ახდენს ქოუჩის კომპეტენციის ათვისებას და ხდება მენეჯერებისა და თანამშრომლების ქოუჩი, რითიც მათ ეხმარება პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში. 2. ქოუჩინგის დანერგვის ხელშემწყობი – ამ როლში მოიაზრება, პირველ რიგში, ტოპ-მენეჯმენტის დარწმუნება, რომ ქოუჩინგის დანერგვა მნიშვნელოვანია და ასევე HR პროცესებში ქოუჩინგის იმპლემენტირება, რადგან სწორედ HR პროცესებია ის მექანიზმი, რომელიც ორგანიზაციას ქოუჩინგური მართვის სტილზე გადაიყვანს. თანამშრომელთა ტალანტების მართვა, საქმიანობის შესრულების სისტემის მართვა, 360 გრადუსიანი უკუკავშირი, კარიერული და პროფესიული განვითარება – ეს HR-ული ხელსაწყოების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც ქოუჩინგის ინტეგრირებაა შესაძლებელი. აღნიშნულ პროცესში მიზანშეწონილია გარე ქოუჩის მოწვევა, რომელიც მათ დაეხმარებათ ქოუჩინგის დანერგვაში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები