LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვმართოთ სამსახურეობრივი კონფლიქტები – FM ქოუჩი

14
eka-kvajantiradze-couch

გადაცემის ლაივი LIVE

რა როლი აქვს ქოუჩს კონფლიქტის მოგვარებაში და როგორ ვმართოთ სამსახურეობრივი კონფლიქტები – მარტა ქარუმიძის გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ქოუჩი რუსო კვაჭანტირაძე.

როგორ გამოიხატება სამსახურეობრივი კონფლიქტი?

კონფლიქტი რეალური ან წარმოსახული ინტერესების, შეხედულებების დაპირისპირებაა, რაც ყოველდღიური ცხოვრების და სამუშაო გარემოს განუყოფელი ნაწილია. ორგანიზაციულ დონეზე კონფლიქტი მნიშვნელოვნად აზარალებს ორგანიზაციას  სამუშაო პროცესისთვის არახელსაყრელი გარემოს შექმნით, შედეგად აქვეითებს პროდუქტიულობას, შესრულებული სამუშაოს ხარისხს. პიროვნულ დონეზე კი _ ბევრ ენერგიას გვართმევს, სტრესის და გამოფიტვის მიზეზიც ხდება.

სამსახურეობრივ გარემოში მიმდინარე ყველა კონფლიქტი განსხვავებულია, თუმცა შესაძლებელია მათი ორ ჯგუფად დაყოფა: იგი ცალკეულ თანამშრომლებს ან დეპარტამენტებს/განყოფილებებს შორის იჩენს თავს და ფარულად (ეწ. „ცივი“ კონფლიქტი) მიმდინარეობს, როდესაც მხარეები გადაკრულად ჩუმად მოქმედებენ ან ღიაა (ეწ. „ცხელი“ კონფლიქტი)  და საომარ მოქმედებებს ემგვანება. შედეგად, ენერგია რომელიც სამუშაოს შესრულებაზე უნდა დაიხარჯოს კონფლიქტის წარმოებაზე იხარჯება.

როგორ ვმართოთ კონფლიქტი კონსტრუქციული შედეგის მისაღებად?

კონფლიქტების მიმართ ჩვენი ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, ხშირად იგი არსებული ვითარების გაუმჯობესებას და წინსვლას ემსახურება, მაგრამ, როგორ ვმართოთ კონფლიქტი კონსტრუქციული შედეგის მისაღებად და დესტრუქციულის თავიდან ასაცილებლად? ორგანიზაციული კონფლიქტების მართვის მრავალი მეთოდი არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და შედეგიანი ქოუჩინგია, რადგან ინდივიდუალური მიდგომის შედეგად გვეხმარება პიროვნებაზე მორგებული საუკეთესო გამოსავალი მოვძებნოთ.

თითოეულ ინდივიდს მისთვის დამახასიათებელი გამორჩეული სააზროვნო სისტემა, მსოფლაღქმა აქვს და უმეტესად სწორედ ეს არის კონფლიქტის მიზეზი. კონფლიქტის გადაჭრის მცდელობა  პაზლის აწყობას ემგვანება, როდესაც, ყველას მხოლოდ ერთი ნაწილი აქვს, ვერ ხედავენ სხვების ფიგურებს და მთლიან სურათს. სწორედ მთლიანი სურათის აღქმაში ეხმარება ქოუჩი ადამინს ან ჯგუფს, აზროვნებისა და ხედვის გაფართოებით. რაც შეუძლებელია ქოუჩის ჩართულობის გარეშე, როდესაც ემოციების, არასაკმარისი ინფორმაციის ან არსებული ხედვის და დამოკიდებულების ფონზე არ გვაქვს შესაძლებლობა ყოველი მხრიდან გავაანალიზოთ შექმნილი მდგომარეობა და დავისახოთ კონფლიქტის მოგვარების ქმედითი გეგმა. ქოუჩი შესაძლებლობას გვაძლებს გამოვიდეთ არსებული ჩარჩოებიდან.

რა როლი აქვს ქოუჩს პრობლემის მოგვარებაში?

ქოუჩინგის ერთ-ერთი პრინციპის თანახმად ყოველ განზრახვას პოზიტიური საფუძველი უდევს, ქოუჩი შესაძლებლს ხდის სიღრმისეულად დავინახოთ რა დგას ჩვენი, ასევე კონფლიქტის სხვა მონაწილეთა პოზიციის უკან, რა პოზიტიური განზრახვა ამოძრავებს თითოეულს, უკეთ გავუგოთ საკუთარ თავს და სხვებსაც.

გამოთქმა, მე მმართავს ის რაც არ ვიცი, რაც ვიცი, მე ვმართავ მას, ზუსტად ასახავს კონფლიქტში ქოუჩის ჩართულობის მიზანს. რაც უფრო ნაკლები ბნელი ლაქა გვაქვს და რაც უფრო მეტად ვხედავთ მთლიან სურათს, მით უფრო მარტივი ხდება კონფლიქტის გადაჭრა. ამ დროს ქოუჩის დახმარებით ხდება აღქმის გაფართოება, დამოკიდებულების ცვლილება, რეფრეიმინგი. ეს მიდგომა ამართლებს როგორც ცალკეულ პიროვნებებთან, ასევე ჯგუფებთან მიმართებაში.

ქოუჩინგი ქმედითია როგორც გამწვავებული კონფლიქტების მოგვარებისას, ასევე გახშირებული კონფლიქტების დროს, როგორც ახალი კონფლიქტების წარმოქმნის პრეცევენცია, როდესაც ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა ჩანასახშივე ამოიცნოს შესაძლო კონფლიქტი, მართოს საკუთარი და სხვების ემოციები, აზრები და მარტივად დაარეგულიროს მდგომარეობა, რომელიც სხვა დროს კონფლიქტამდე მიიყვანდა.

ქოუჩინგში კომფლიქტების მართვის ტექნიკების ფართო სპექტრია, მაგრამ როგორ მოვიქცეთ თუ ქოუჩის დახმარების გარეშე გვიწევს კონფლიქტის მოგვარება? პირველი ნაბიჯი არის აღიარება, იმისა, რომ მე კონფლიქტის მონაწილე ვარ, რაც რთულია „ცივი“ კონფლიქტის დროს.

აღიარების შემდეგ უნდა მოხდეს შექმნილი სიტუაციისგან დისტანცირება და 5 განსხვავებული რაკურსით შეფასება.

1. რა მიზნის მისაღწევად ვარ ჩაბმული ამ კონფლიქტში? რისი მიღება მსურს არსებულის სანაცვლოდ?

2. შევეცადოთ არსებულ მდგომარეობას კონფლიქტის სხვა მონაწილეების თვალთახედვით შევხედოთ:  რა ამოძრავებს მას? რის მიღწევას ცდილობს? რა  მიზნები აქვს მეორე მხარეს?  

3. როგორ აღიქვამს კოლფლიქტს ჩემი ხელმძღვანელი? როგორ ხედავს ის ჩემს როლს შექმნილ ვითარებაში?

4. შევეცადოთ წარმოვიდგინოთ რა როლი აქვს და როგორ მოქმედებს კონფლიქტი ორგანიზაციაზე?

5. როგორ შევაფასებ წლების შემდეგ ამ კონფლიქტს? რა გავლენა ექნება მას ჩემს ცხოვრებაზე? როგორ უკავშირდება იგი ჩემს მთავარ მიზანს?

ყველა რაკურსიდან შექმნილი მდგომარეობის გააზრება დაგვეხმარება ახალი ხედვის ჩამოყალიბებაში და ჩვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები