LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვრეალიზდეთ პროფესიული კუთხით – FM ქოუჩი

12
fm qouchi

როგორ ვრეალიზდეთ პროფესიული კუთხით – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“’ეიჩარ ექსპერტმა სერგო ნოზაძემ ისაუბრა.

გვიჭირს თუ არა გაცნობიერება, პროფესიოული არჩევანის გაკეთების დროს?

საჭიროა პასუხი გავცეთ კითხვებს, რომლებიც გაგვაცნობიერებინებს იმას, რასაც ადამიანი მთელი ცხოვრება ეძებს.
თვითშემეცნება:

    • ვინ ვარ
    • როგორი ვარ
    • რა შემიძლია
    • რა მინდა
    • რა მჭირდება

რა საშუალებები არსებობს კარიერული/პროფესიული მიზნების მისაღწევად?
საიდან დავიწყო და რა უნდა იყოს ჩემი განვითარების გზა (სტრატეგია):

  • როგორი უნდა იყოს ჩემი კარიერული ბილიკი. საიდან ვიწყებ და სად მივდივარ.
  • როგორ უნდა განვვითარდე (საშუალებები, ჩემეული განვითარების ფორმატები).

საქართველოს შრომის ბაზრის 2019 წლის ანალიზის შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ახალგაზრდებში უმუშევრობის მაღალი დონეა. უმუშევრობის დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით 20-დან 24 წლამდე ახალგაზრდების ასაკობრივი ჯგუფი გამოირჩევა.

ახალგაზრდებში უმუშევრობის დაბალ მაჩვენებლს განაპირობებს ის ფაქტორიც, რომ საქართველოში ახალგაზრდები უმეტესწილად ეუფლებიან უმაღლეს განათლებას და სწავლის დასრულების შემდეგ ძირითადად აწყდებიან შემდეგი სახის სახის პრობლემებს:

  • მათი კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება ვერ აკმაყოფილებს შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
  • პროფესიულ და კარიერულ მიზნებში თვითგამორკვევა, რაც იწვევს ახალგაზრდების ფრუსტრაციას, დასაქმების სურვილის ნაკლებ მოტივაციას და მათი დროითი თუ სხვა სახის რესურსების არაეფექტურობას.
  • პრაქტიკული უნარების ნაკლებობა
  • სხვადასხვა სექტორებში არსებული პროცესების რეალური აღქმის პრობლემა
  • განვითარების შესაძლებლობებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ნაკლებობა;
  • საკუთარი ინტერესების, პოტენციალისა და მიზნების იდენტიფიკაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ გარემოში ადვილად ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის ტრენინგები, განვითარების მიზნობრივი პროგრამები და პროექტები (მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროგრამების მხარდაჭერით სრულად ან ნაწილობრივ თანადაფინანსებული), კვლავაც დიდ გამოწვევად რჩება ადამიანების სწორი პროფესიული არჩევანის ჩამოყალიბების, პიროვნული, პროფესიული, კარიერული და განვითარების სისტემების დაგეგმვა და განხორციელება. ყოველივე აღნიშნული კი საბოლო ჯამში აისახება უმუშევრობის მაჩვენებლებში, მათ შორის, ადამიანის პოტენციალის რეალიზების ეფექტურობაში.

როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა სწავლების დროს ყურადღება გამახვილდეს პრაქტიკულ სწავლებაზე?

მიუხედავად განსხვავებული სწავლების მეთოდებისა და სისტემების დანერგვისა ცალკეულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ისინი მეტწილად თეორიული ცოდნის გადაცემაზე არიან ორიენტირებულები.

რა გვჭირდება? შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი ძალიან პრაქტიკული კომპეტენციების განვითარება, სხვადასხვა სექტორებში არსებული პროცესების, სამუშაოების (ჯობს) რეალური აღქმა, ადამიანების განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობებზე (პიროვნული, პროფესიული, ფიზიკური) ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და რაც ყველაზე მთავარია – უამრავი ინფორმაციიდან საჭირო ინფორმაციის ამოღება, ანალიზი და სწორი გადაწყვეტილების მიღებაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ანუ – „რა მჭირდება მე“ (ამ ყველაფრიდან) და „საიდან დავიწყო“.

Career Guidance 2.0© პროგრამის გაშვებასთან ერთად, რომელიც უკვე 2020 წლის სექტემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება, მისი შედგომი განვითარების ძალიან კონკრეტული სტრატეგიაც მზადაა. სტრატეგია ითვალისწინებს კარიერის მართვის ეკოსისტემის განვითარებას.

– შეფასების სისტემები – პიროვნული და პროფესიული შესაძლებლობების შეფასება და პროფილირება;
– ფორმალური (უმაღლესი, პროფესიული) და არაფორმარული განათლების პროგრამები და განათლების პროგრამების პროვაიდერები;
– დამსაქმებლები ყველა სექტორიდან (საჯარო, კერძო, საზოგადოებრივი);
– კონსულტირებისა და პერსონალური მრჩევლის სერვისები;
– HR პროფესიონალები, ქოუჩები, მენტორები და პოზიტიური ფსიქოთერაპიის ექსპერტები;
– სხვადასხვა დარგის წამყავნი ექსპერტები და დარგის პროფესიონალები;
– ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მონაცემები და სამომავლო პროგნოზები.

რას ვავითარებთ?

ICDC I HOME ავითარებს კარიერული განვითარების ეკოსისტემას, პიროვნული და პროფესიული განვითარების ელემენტების სრულად გათვალისწინებით.
ეკოსისტემა კარიერული დაგეგმვისა და მისი მართვის სამივე დონეს მოიცავს – კონსულტირებიდან – კარიერის დაგეგმვისა და კარიერული, პიროვნული და პროფესიული განვითარების მართვის ჩართვლით:

  • საწყისი – კარიერული კონსულტირება
  • საშუალო დონე – კარიერული გზამკვლევი
  • ზედა – კარიერის მართვა

 

 

სამიზნე აუდიტორია: IX კლასის და XII კლასის მოსწავლეები, სტუდენტები, ზრდასრულები, რომელთაც სურთ არსებული პროფესიის შეცვლა ან ახალი სპეციალიზაცია.

სისტემის ძირითადი ელემენტები:

1. ადამიანური პოტენციალის შეფასების ცენტრი
კვლევითი ინსტრუმენტებისა და ულტრათანამედორვე მეთოდოლოგიების ერთობლიობა, რომელიც გვაძლევს ცოდნას საკუთარი თავის შესახებ:

  • უნარები
  • პიროვნული მახასიათებლები
  • შესაძლებლობები
  • ღირებულებები
  • ინტერესები.

2. ერთიანი მონაცემთა ბაზა პროფესიების და მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესახებ:

  • სამუშაო აღწერილობები
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • კომპეტენციების სისტემები და პროფესიული პროფილები.

3. შრომის ბაზრის მოთხოვნები

  • პროფესიების, სამუშაოების/JOBs მოთხოვნები არსებულ ბაზარზე (ადგილობრივი და საერთაშორისო)
  • აქტუალური პროფესიები, პერსპექტიული პროფესიები და მომავლის პროფესიები (საქართველოს და გლობალურ ბაზრებიის ტრენდების ანალიზი);
  • პროფესიები, სამუშაოების/JOBs – შემოსავლების მიხედვით – რა შემოსავლებს უნდა ველოდოთ
  • დასაქმების შესაძლებლობები (ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრები)
  • დამსაქმებლების გაცნობა თბილისი და რეგიონები
  • ვიზიტები
  • სტაჟირების პროგრამები
  • პრაქტიკის პროგრამები
  • შეხვედრების Hr პროფესიონალებთან და ტოპ მენეჯერებთან – პანელური შეხვედრები, სალონური საღამოები, არაფორმალური (კოქტეილ) საღამოები, პრეზენტაციები.
  • დამსაქმებლების ბრენდებისა და ორგანიზაციული კულტურების გაცნობა

.

4. ერთიანი მონაცემთა ბაზა პიროვნული და პროფესიული განვითარებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ

  • ამომწურავი პასუხები კითხვაზე – სად ჩავაბარო სწორად?
  • საუნივერსიტეტო პროგრამებისა და საგანმანათლებლო პროგრამების პროვაიდერების შესახებ ინფორმაცია (უნივერსიტეტები / კოლეჯები / საგანმანათლებლო პროგრამები / სილაბუსები (ანალიზი))
  • ამომაწურავი პასუხები კითხვაზე – როგორ განვვითარდე სწორად პიროვნულად და ფიზიკურად?
  • სხეულის ფლობისა და გონებრივი სიჯანსაღის პროგრამები (მანდფულნეს და ემბოდიმენთ პროგრამები)
  • ქოუჩინგიის, პოზიტიური თერაპიის, მენტორშიფის პროგრამები და წამყვანი ექსპერტები.

5. პიროვნული კონსულტირება და განვითარების გზამკვლევები

  • კარიერული განვითარების სტრატეგია
  • პროფესიული განვითარების გზამკვლევი
  • პიროვნული განვითარების გზამკვლევი (გონება, ფიზიკური სხეული, ცხოვრების წესი, სულიერი მდგომარეობა).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები