LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვუშლით საკუთარ თავს ხელს წარმატების მიღწევაში – FM ქოუჩი

6
rusudankvajantiradzenew

გადაცემის ლაივი LIVE

რამდენად მნიშვნელოვანია თვითემპათია და როგორ ვუშლით საკუთარ თავს ხელს წარმატების მიღწევაში – ამ და სხვა თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „FM ქოუჩი“ ქოუჩმა რუსუდან კვაჭანტირაძემ ისაუბრა.

რამდენად მნიშვნელოვანია თვითემპათია?

ბოლო დროს ხშირად ვსაუბრობთ ორგანიზაციულ გარემოში ემპათიის მნიშვნელობაზე, რამდენად აუმჯობესებს თანამშრომლების მოტივაციას და შედეგებს ამოცანასა და ადამიანზე ორიენტაციას შორის ბალანსის დაცვა.

მაგრამ რას ვიტყვით საკუთარ თავზე? რამდენად ხშირად ვიჩენთ ემპათიას საკუთარი თავის მიმართ? ალბად ამ კითხვაზე პასუხით ბევრი ჩვენგანი უკმაყოფილო დარჩება. იმისთვის, რომ მოვახერხოთ პოზიტიური ემოციების გაცემა, ვიყოთ მხარდამჭერი და მოტივატორი ჩვენი თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იგივე დამოკიდებულება გამოვიჩინოთ საკუთარი თავის მიმართაც. გაცემა აუცილებლად მოიაზრებს მიღებას და პირიქით, რადგან ცალმხრივობა გამოფიტვის და რესურსების გარეშე დარჩენის საშიშროებას ქმნის.

თვითემპათია გულისხმობს, შევამჩნიოთ და ამოვიცნოთ რა ხდება ჩვენში, რა რეაქცია გვაქვს ამ ყველაფერზე და როგორ ვექცევით საკუთარ თავს. შემდეგ უნდა განვასხვაოთ ამ ფიქრებიდან, ემოციებიდან და ქცევებიდან რომელი მეხმარება და რომელი მიშლის ხელს. შესაბამისად გავაძლიეროთ დამხმარე და შევამციროთ დამაბრკოლებელი ფაქტორები.

როგორ ვექცევით საკუთრ თავს? როგორ ველაპარაკებით? ამ კითხვებზე პასუხი დიდწილად განაპირობებს ჩვენი სამუშაოთი კმაყოფილების ხარისხს, შედეგებს და წინსვლას. რეალობა კი გვიჩვენებს, რომ ჩვენ არასოდეს დავსჯით სხვას ისე მკაცრად და არასოდეს ვეტყვით ისეთ სასტიკ სიტყვებს, როგორც საკუთარ თავს.

რაში გვჭირდება ჯანსაღი კრიტიკა?

ჯანსაღი კრიტიკა, როგორც სხვებისგან, ასევე საკუთარი თავისგან ყოველთვის გვჭირდება, მაგრამ ხშირად გადავდივართ ამ ზღვარს. საკუთარ თავთან გადამეტებულად მკაცრ დამოკიდებულებას მოჰყვება თვითრწმენის დაქვეითება და ამ დროს ჩვენზე აღარ მოქმედებს ხელმძღვანელის ან თანამშრომლების მიერ ნათქვამი პოზიტიური უკუკავშირი თუ შექება. თვითრწმენის დაქვეითების შედეგად კი თავს ვარიდებთ გამოწვევებს, გვიმძაფრდება შეცდომის დაშვების შიში, ნაკლებად გამოვთქვამთ ინიციატივას, ვაუფასურებთ და არ წარმოვაჩენთ საკუთარ მიღწევებს. ამ ყოველივეს გააზრების შედეგად კი უფრო მეტად ვბრაზდებით საკუთრ თავზე.

როგორ გამოვიმუშაოთ თვითემპათია?

1. შეეცადეთ მაქსიმალურად ობიექტურები იყოთ საკუთარი თავის შეფასებისას: სათანადო ყურადღება გაამახვილეთ წარმატებასა და შეცდომებზე. დაიცავით ბალანსი ქებასა და კრიტიკას შორის.

2. დააკვირდეთ რას ეუბნებით (შინაარსი), როგორი ტონით და დამოკიდებულებით ესაუბრებით საკუთარ თავს. გადამეტებული სიმკაცრის ინდიკატორად გამოგადგებათ შემდეგი სავარჯიშო: დააფიქსირეთ საკუთარ თავთან საუბარი და წარმოიდგინეთ, სხვას ვის ეტყოდით იგივეს. აქ მოქმედებს წესი: არასოდეს მოექცე საკუთარ თავს ისე, როგორც არ მოექცევი სხვას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები