LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი უნდა იყოს მიდგომა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

40
nato-baqradze

გადაცემის ლაივი LIVE

ინკლუზიური განათლება არის მიდგომა, რომელიც ცდილობს ყველა ასაკის ბავშვის ჩართვას სასწვლო პროცესში, მიუხედავად მისი შესაძლებლობებისა და სირთულეების სწავლის პროცესში. ინკლუზიური განათლების მიზანია ყველა ბავშვს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა თანატოლებთან ერთად სწავლისა და ხარისხიანი განათლების მიღების. როგორი უნდა იყოს მიდგომა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია საკონსულტაციო ცენტრ “იდილიას” ფსიქოლოგი ნატო ბაქრაძე.

რა არის ინკლუზიური განათლება ?

ინკლუზიური განათლება არ გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საკლასო ოთახში ყოფნასა და თანატოლებთან ერთად გარკვეული დროის გატარებას. ინკლუზიური განათლება მოითხოვს მთლიანად სკოლის ჩართულობას განავითაროს სსსმ მოსწავლის შესაძლებლობები, გააუმჯობესოს მისი აკადემიური და სოციალური უნარები, მოამზადოს მოსწავლე დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის  და ხელი შეუწყოს მოსწავლის ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სსსმ მოსწავლე კლასის სრულუფლებიანი წევრია, ის სრულად უნდა მონაწილეობდეს სასკოლო და საკლასო აქტივობებში, სკოლაში მიმდინარე აკადემიურ (მაგ: კითხვა, ანგარიში, წერა) და არა აკადემიურ (მაგ: დასვენებებზე თანატოლებთან თამაში) პროცესებში.

რა არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება გულისხმობს სწავლის სირთულეებს ან შეზღუდულ შესაძლებლობას სწავლის პროცესში, რომლის დასაძლევად მას სჭირდება სპეციალური დახმარება.  სსსმ მოსწავლეს სჭირდება დახმარება: კითხვაში, წერაში, ანგარიშში, ინფორმაციის დამუშავებაში, საშინაო და საკლასო დავალების შესრულებაში, ქცევაში, თანატოლებთან და პედაგოგებთან კომუნიკაციაში.

ინკლუზიური განათების სახეებია:

სრული ჩართვა – მოსწავლე სრულად ესწრება სასწავლო პროცესს, აქვს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.

ნაწილობრივი – ინდივიდუალური განრიგით ესწრება გაკვეთილებს.

ინტეგრირებული სწავლება  – ერთ კლასში არიან გაერთიანებული სსსმ მოსწავლები, სადაც მათთან ერთობლივად მუშაობენ.

რესურს ოთახი -დამხმარე საშუალება.

რა არის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა?

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (ისგ) – ეს არის დოკუმენტი სადაც განსაზღვრულია ინდივიდუალური სასწავლო მიზნები მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით.  ეს არი დოკუმენტი რითაც ხელმძღვანელობეს პედაგოგი რათა მოხდეს ბავშვის სრულფასოვანი ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში.

სკოლაში ინკლუზიური განათლების წარმატებული დანერგვისათვის აუცილებელია სკოლის მოსწავლებისა და მათი მშობლებისათვის ინფორმაციის მიწოდება.

სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ მშობელსა და პედაგოგს შორის თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობის დასამყარებლად.

ეს ნიშნავს მშობელთან პარტნიორობას და მათ მნიშვნელოვან თანამონაწილეებად აღიარაბას.

ბავშვის სპეციალური საჭიროების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ მშობელს ენიჭება გადაწყვეტილების მიღების უფლება თავისი შვილისთვის განათლები ფორმის შერჩევაში. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობელთა დამოკიდებულება საკმაოდ არაერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა რომ უმეტესობა დადებითად აფასებს ინკლუზიურ განათლებას , ზოგიერთ მშობელს მაინც მიაჩნია რომ სკოლაში მათი შვილების ჩართვა კიდევ უფრო გააღრმავებს მათ იზოლაციას.  მათ ჰგონიათ რომ ისინი ვერ აითვისებენ და დაძლევენ პროგრამას და გარიყავენ.

ამ დროს ექსპერტთა და პროფესიონალთა გუნდის ამოცანაა შეაფასოს ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეები და საგანამანთლებლო სისტემის რესურსები გათვალიწინებით დაეხმარონ მშობელს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

აუცილებელია მშობელთან ხშირი კონტაქტი, ზოგჯერ მშობლების  მოლოდინები არ შესაბამება შვილების შესაძლებლობებს,  სპეც. პედაგოგისა და მასწავლებელების ამოცანა ასეთ დროს ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებაა ,რომელიც ბავშვისათვის იქნება ცალსახად შედეგის მომტანი. მშობელთან შეთანხმებით უნდა მოხდეს იმ მიზნების დასახვა, რომლითაც შემდგომ უნდა დაიწყოს ბავშვთან მუშაობა.

როდესაც მშობელი ჩართულია მოსწავლის საგანამანთლებლო პროცესში იზიარებს და ითვალისწინებ სპეც პედაგოგებისა და საგნის პედაგოგების რჩევას, ერთობლივად მიდის მუშაობა ბავშვთან, მიზანზე გასვლა გაცილებით ადვილია, აქ მნიშვნელოვანია შეთანხმებული და ჩამოყალიბებული საკლასო და საშინაო აქტივობები, რომელზეც მშობელი და პედაგოგები ერთად მუშაობენ. მშობელს დეტალურად უნდა ავუხსათ სასწავლო მიზნები, რომლებზეც შემდგომ უნდა იმუშაონ.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლის პედაგოგი და საგაკვეთილო პროცესში მისი ჩართვა…

სსსმ მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში სრულფასოვნად ჩასართავად აუცილებელია იმავე ტიპის აქტივობების მიწოდება, რაც აქვს კლასს, როდესაც კლასი წერს, ან კითხულობს სსსმ მოსწავლე ამ დროს უქმად არ უნდა  იჯდეს, ან წერის დროს არ უნდა კითხულობდეს, გარდა  ცალკეული შემთხვევებისა. მაგ: თუ კლასი წერს, მოსწავლემ გაწმინდოს დაფა, ან თუ თანაკლასელები ზეპირ აქტივობებით არიან დაკავებულები მან გააფერადოს, ასეთ დროს გადამწყევეტია, რომ მოსწავლე აღნიშნულს არა თავისი სრუვილით, არამედ მასწავლებლის დავალებით აკეთებს, მოსწავლე ამით მასწავლებლის მითითების შესრულებასა და  საკლასო ქცევის წესებს ეჩვევა. მასწავლებლისაგან სსმ მოსწავლესაც ისევე სჭირდება ყურადღება, მითითება, ემოციური მხარდაჭერის გამოხატვა, წახალისება, როგორც კლასის დანარჩენ წევრებს.  მასწავლებელი ავტორიტეტული ფიგურაა და მასზე მნიშვნელოვან წილადაა დამოკიდებული როგორ მიიღებს და აღიქვამს კლასი სსსმ მოსწავლეს, ამ დროს მას დიდი პაუხისმგებლობა ეკისრება. იგი პირადი მაგალითით უყალიბებს ბავშვებს ურთიერთობის ფორმას სსსმ მოსწავლესთან, მასწავლებელს შეუძლია  დაგეგმოს ერთობლივი აქტივობები თამაშები დასვენებაზე, იმისათვის რომ სსმ მოსწავლემ ლასის სრულუფლებიანი წევრობა იგრძნოს, განივითაროს სოციალური უნარები. საგნის პედაგოგი აფასებს მოსწავლის უნარების თავის საგანში, იგი მონაწილებს ისგ-ის შედგენაში, უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლის გაკვეთილში ჩართვასა და მიზნის შესაბამისი აქტივობების განსაზღვრას საგაკვეთილ პროცესისათვის.

7 რჩევა ნატო ბაქრაძისგან:

1. იყავით ყველას მასწავლებელი;

2. ნუ შეშინდებით თუ კი კლასში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე აღმოჩნდება, მას ისევე სჭირდება თქვენი ყურადღება და წახალისება, როგორც დანარჩენებს, თქვენ მარტო არ ხართ;

3. შედეგის მისაღწევად აუცილებელია მშობლის, პედაგოგისა და სპეც. პედაგოგისა და ფსიქოლოგის გუნდური მუშაობა;

4. იყავით ბავშვებივით ტოლერანტულები;

5. დაინახეთ თქვენს კლასში მყოფი სსსმ მოსწავლე, როგორც პიროვნება და ისევე იზრუნეთ მასზე, როგორც დანარჩენებზე;

6. ეცადეთ შვილის შესაძლებლობები შეაფასოთ მაქსიმალურად ადეკვატურად, გაითვალისწინეთ სპეციალისტთა რჩევები;

7. ნუ შეშინდებით, თუ მასწავლებელი გეტყვით, რომ თქვენ შვილს აქვს გარკვეული სირთულეები. ინკლუზიური განათლება არ გულისხმობს სტიგმას, სპეციალური საჭირეობა არ არის  ტრაგედია, ჩვენ ვეხმარებით თქვენ შვილებს სოციალიზაციაში, იმ უნარების განვითარებაში, რომელიც სხვებთან შედარებით წინსვლისათვის მეტ ძალსხმევას მოითხოვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები