LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია ახალი ეპოქა ორგანიზაციებისათვის – FM ქოუჩი

8
ninoefxoshvili

გადაცემის ლაივი LIVE

როგორია ახალი ეპოქა ორგანიზაციებისათვის – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „FM ქოუჩი“ ქოუჩმა ნინო ეფხოშვილმა ისაუბრა.

პანდემია შეცვალა ჩვენს ირგვლივ ყველაფერი, რამდენად აუცილებელია სწრაფი რეაგირება და ცვლილებები?

თამამად შეგვიძლია ვთვათ რომ ჩვენი ცხოვრება ორ პერიოდად დაიყო: კოვიდამდე და კოვიდის შემდგომ. როდესაც ახალ ეპოქაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ რა თავისებურებები აქვს ამ ახალ ეპოქას ზოგადად და მხოლოდ შემდეგ ორგანიზაციების კუთხით.

ერთი, რაც უდაოა, ეს არის სწრაფი ცვლილებები.  ეს ორგანიზაცებისთვის, ისევე როგორც ინდივიდებისთვის მომავლის ხედვას ხდის ბუნდოვანს და შესაბამისად თითქოს უკონტროლოს, თუმცა რა იქნება ხვალ? ამ კითხვაზე პასუხი ყოველთვის ვარაუდი იყო, მაგრამ ამის პროგნოზირება წარსულის გამოცდილებაზე დაფუძნებით მეტნაკლებად შეგვეძლო. რა შეიცვალა? ის რომ წარსულის გამოცდილებით ახლა პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

როგორ მოვიქცეთ?  დავჯდეთ და ვიწუწუნოთ ამაზე, ეს უკეთესობისკენ არაფერს შეცვლის, პირიქით. ამიტომ ისღა დაგვრჩენია დავფიქრდეთ _ რა არის კარგი ამაში. და კარგი ნამდვილად არის _ ფიზიოლოგიურ დონეზე რომ ავხსნა, ადამიანი ცხოვრების და ყოველდღიურობის 90%-ზე მეტს ავტომატურ რეჟიმში ატარებს – ეს ნიშნავს რომ იყენებს ტვინის იმ ნაწილებს, რომლებიც ინსტიქტებზე და წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღებაზე არიან პასუხისმგებელი. ახლა კი ახალ ეპოქაში ახალი ეპოქის გამოწვევებთან გასამკლავებლად ტვინის სხვა ნაწილი _ ნეოკორტექსი ე.წ. ვიზუალური ტვინის გააქტიურებაა საჭირო, რაც მეტ ცნობიერ ჩართულობას მოითხოვს პროცესებში. ეს არის კაცობრიობისთვის ცნობიერების ევოლუცია _ როცა ხდება ადამიანების ცნობიერების ახალ დონეზე გადასვლა.

ის მოდელები, რაც ადრე მუშაობდა, აღარ მუშაობს დღეს…

ზოგადად სწრაფი ცვლილებების ეპოქაში სტატიკური მოდელები აქტუალობას კარგავს. მოქნილობა, რომელიც ნომერ პირველ რბილ უნარად სახელდება 21-ე საუკუნეში, ორგანიზაციებისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

ორგანიზაციას ჭირდება თანამშრომლები, რომლებიც რაც შეიძლება მეტად ცნობიერად იქნებიან ჩართულები პროცესებში. ამაში სწორედ ქოუჩინგური მიდგომები ძალიან გვეხმარება.

მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი ახალი ეპოქის ეს არის ის, რომ ბიზნესი გახდა უფრო მეტად ადამიანზე ორიენტირებული. ის რაც მუშაობდა მე-20 საუკუნეში, მაგალითად, მანიპულაციები, დღეს და მომავალში აღარ იმუშავებს. ეს ნიშნავს იმას რომ თანამშრომლების და მომხმარებლების ორგანიზაციასთან ბმა უნდა მოხდეს ღირებულებების/ფასეულობების დონეზე. ამას მივყავართ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს კითხვამდე _ რას ქმნი შენ, როგორც ორგანიზაცია, ღირებულს სამყაროსთვის, რას აკეთებ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლისთვის და ეს არის სწორედ ის ბეწვის ხიდი რომელიც უნდა გაიარონ ორგანიზაციებმა, იმისთვის რომ ახალ ეპოქაში წარმატებული იყვნენ. ამ ეტაპზეც ქოუჩის ჩართულობა ძალიან დაეხმარება ორგანიზაციას. პანდემიის დროს მერლინ ეტკინსონმა, ვინც არის ქოუჩინგის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლის _ ერიქსონის სკოლის დამფუძნებელი, გააკეთა ქოუჩებისთვის ახალი  – ეკო-ქოუჩინგის პროგრამა, რაც ემსახურებოდა ქოუჩების ეკო-ქოუჩებად გადამზადებას და მათი ძირითადი დანიშნულება იყო მსოფლიოს წარმყვან ორგანიზაციებთან ემუშავათ ამ მიმართულებით.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევანი იმისა თუ რა რეჟიმში გააგრძელებენ ორგანიზაციები ოპერირებას _ გადარჩენის თუ განვითარების. თუ გადარჩენის რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას, შანსი იმისა რომ შესაბამისობაში ვიქნები მომავლის გამოწვევებთან, თითქმის არ არსებობს. ამიტომ სწორედ ახლა არის განვითარების და ორგანიზაციის რესურსების გონივრული ოპტიმიზაციის დრო. სწორედ აქ ერთვება ქოუჩინგი და ალბათ ამიტომ ძალიან გაიზარდა ქოუჩინგის აქტუალობა დღეს ორგანიზაციებისათვის.

და ბოლოს, მაინც რა ხდება ახლა სამყაროში ეს რომ გავაცნობიეროთ – უდიდესი ტრანსფორმაცია. ჩვენ ყველა ვხვდებით, რომ სამყარო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე. ჩვენ ვართ თანამონაწილეები ამ ახალი ეპოქის ფორმირების. ამიტომ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ წარმატებული ვიყოთ, როგორც ორგანიზაცია ამ ახალ ეპოქაში, პირველ რიგში იმისთვის, რომ დაიბადოს ახალი, ძველისგან უნდა გავთავისუფლდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები