LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია თანამედროვე პიარის სტრატეგიები – FM ქოუჩი

8
tornike-guruli

რა ტრენდები არსებობს დღეს პიარში, რამდენად  შეიცვალა პიარსპეციალისტის საქმიანობა – მარტა ქარუმიძის გადაცემის „FM ქოუჩი“ სტუმარია ტრენერი თორნიკე გურული.

როგორ შეიცვალა პიარის სტრატეგიები 21-ე საუკუნეში?

დღეს ყველაფერი ვითარდება, განსაკუთრებით საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. ბოლო პერიოდში მკვეთრად განვითარდა ახალი ტიპის მედიები, მაგალითად სოციალური მედია. ამან შეცვალა პიარში სტრატეგიები. ინტერნეტმა შეცვალა პიარი. უფრო მეტი ადამიანია დღეს ინტერნეტში ჩართული, თითქმის ყველა მოიხმარს სოციალურ მედიას, ამიტომ პიარის ტრენდია იმუშაოს მეტი სოციალურ მედიაში, სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფებთან, რომლებიც კონკრეტული ინტერესების მიხედვით არიან გაწევრიანებულები. საკმაოდ აქტუალურია დიჯითალიზაცია. ეს არის მედიის გაციფრულება. ჟურნალისტიკაც შეიცვალა, ახალი ამბის შექმნა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც ჰყავს ბევრი მიმდევარი.

ინტერნეტ სივრცეში ყალბი ინფორმაციის გავრცელების დიდი შანსიც არის…

ბუნებრივია ამის საშიშროება არსებობს. მომხმარებელმა უნდა გაარჩიოს რომელია ყალბი და რეალური ინფორმაცია. მცდარი აზრის გამოთქმით ზიანი ადგება კომპანიას. ეგრეთ წოდებული ფეიქ ნიუსები ხშირად ვრცელდება. ამიტომ პიარში ანტიკრიზისულ კომუნიკაციას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ზოგადად ჩვენს საუკუნეში მომხმარებლის გამოცდილება ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანები სწორედ გამოცდილებას ენდობიან და უზიარებენ ერთმანეთს. ადრე ამის საშუალება არ იყო, თუმცა ინტერნეტ სივრცე ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა.

რა თვისებები უნდა ჰქონდეს თანამედროვე პიარმენეჯერს?

სტრატეგიის შექნა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, პიარსპეციალისტი აუცილებლად უნდა იყოს სტრატეგი, უნდა შეეძლოს სტრატეგიული დაგეგმარების გაკეთება, ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენ გავხდით მულტიფუნქციების მქონე, ერთ ადამიანს შეუძლია ბევრი ფუნქციის შეთავსება. მომრავლდა აპლიკაციები, ცალკეულმა აპლიკაციებმა საშუალება მისცა ადამიანებს განსხვავებულად წარმოაჩინონ საკუთარი თავი, ინდივიდუალობა და საქმიანობა.

რა რეკომენდაციებს მისცემდი ამ სფეროში მომუშავე პირებს?

ხშირად ვხვდები ქაოტურ დაგეგმარებებას, ეს ნიშნავს ფაქტობრივად დაგეგმარების გარეშე საქმიანობას. დაგეგმარება უნდა იყოს გათვლილი და ეხმიანებოდეს ორგნიზაციიის მისიას და ღირებულებებს. ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლების საკითხი, ბოლო პერიოდში ცალკეული ორგანიზაციებში გახშირდა თანამშრომლების უკმაყოფილება, ორგანიზაციას  წარმოადგენენ სწორედ თანამშრომლები, ამიტომ მნიშვნელოვანია თანამშრომლები იყვნენ კმაყოფილები. წარმოიდგინეთ, მე როგორც პიარი ვცდილობ კონკრეტული ტიპის რეპუტაცია შევქმნა, ამ დროს კი თანამშრომლები ილანძღებიან. ამიტომ აუცილებელია გქონდეთ დალაგებული შიდა კომუნიკაცია. თუ თანამშრომლები იქნებიან კომპანიის წინააღმდეგ, რაც არ უნდა კარგად გააშუქოთ ორგანიზაციის საქმიანობა, შედეგს ვერ დადებთ, რადგან თანამშრომლების ნეგატივი ამას გადაფარავს. პიარის მენეჯერებს ასევე ვურჩევ, რომ ისინი განვითარდნენ ციფრული მედიის მიმართულებით, სადაც ინტერაქცია ორმხრივია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები