LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,რომ გადავხედოთ ჯაზფესტივალის 25 წლიან ისტორიას, პრაქტიკულად აღარავინ დარჩა საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი არტისტებისგან ისეთი, რომ ჩვენი სტუმარი არ ყოფილიყო” – მიხეილ გიორგაძე

4
მიხეილ-გიორგაძე

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მიხეილ გიორგაძე სტუმრობდა, რომელმაც შავი ზღვის ჯაზფესტივალზე ისაუბრა.

ბატონო მიშა, რა სიახლეებს გვპირდებიან წელს შავი ზღვის ჯაზფესტივალში მონაწილე არტისტები და რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები თუ აქვთ მათ?

რამე განსაკუთრებული მოთხოვნა, კაპრიზი და სურვილი ჩვენს სტუმრებს არ აქვთ. აქვთ განსაკუთრებული მიდგომა ფესტივალში მონაწილეობისადმი, რაც ძალიან მაღალი ხარისხის ტექნიკურ უზრუნველყოფას გულისხმობს, რომ თვითონაც კარგად იგრძნონ თავი, ბოლომდე დაიხარჯონ და მსმენელმაც უმაღლესი ხარისხის გახმოვანება, სცენა, განათება მიიღოს. ალბათ, უკვე ყველამ იცის, რომ ფესტივალი ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბის ტერიტორიაზე ტარდება. ფესტივალის პარტნიორების და სპონსორების დახმარებით, მთელი ეს სპორტული სივრცე რამდენიმე დღით ძალიან სახალისო ძალიან საინტერესო სივრცედ გადაიქცევა და ღია ცის ქვეშ მოეწყობა საკონცერტო დარბაზი. შენდება სცენა, იდგმება ბარები, დაიკიდება აპარატურა, ჩვენი პარტნიორების და სპონსორების მიერ ეწყობა სხვადასხვა კუთხეები, შესაბამისად, ფესტივალის დაწყებისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნებით.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის 15 წლიან ისტორიას თუ გადავხედავთ, დარჩა ისეთი არტისტი, რომლის ჩამოყვანის სურვილიც გაქვთ?

სიმართლე გითხრათ, რომ გადავხედოთ ამ 15 წლიან ისტორიას და პლუს თბილისის ჯაზ-ფესტივალის 25 წლიან ისტორიას, პრაქტიკულად აღარავინ დარჩა საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი არტისტებისგან ისეთი, რომ ჩვენი სტუმარი არ ყოფილიყო. ერთადერთი ალბათ უინტონ მარსალისი დაგვრჩა ჩვენთან ცნობილი სახელებიდან, თუმცა გამოჩნდა ძალიან ბევრი ახალი არტისტი, რომლებიც ძალიან პრესტიჟულ ფესტივალებზე უკვე ჰედლაინერები არიან დიდ და ლეგენდარულ არტისტებთან ერთად. ნელ-ნელა ჩვენც დავიწყებთ ამ ახალი სახელების წარდგენას და ჩვენი მსმენელისთვის გაცნობას. ვფიქრობ, ჯაზ-ფესტივალის მისიაც სწორედ სიახლის გაცნობა, სიახლის ჩვენებაა. სხვათა შორის, 12 აგვისტოს იქნება ასეთი ბენდი „The Next Movement“, რომელიც საქართველოში ფართოდ ცნობილი არ არის, მაგრამ მთელს მსოფლიოში იმდენად სწრაფად მოიკრიბა პოპულარობა, რომ თავად ბრუნო მარსმა და ანდერსონ პააკმა მსოფლიო ტურნეში გაყოლა სთხოვეს. დღეს ყველა დიდი ფესტივალი ითხოვს მათ.

,,ჯაზ-ფესტივალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად რომ დავუკარი, ქუინ დეივისი გავიცანი, რომელმაც ნიუ ორლეანში დაგვპატიჟა” – სალიო

,,ბათუმს ყველაზე მეტად ფესტივალები უხდება, მალე კიდევ ერთი, ყველასთვის საყვარელი „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი“ აიღებს სტარტს” – სოფო ხალვაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები