LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქცია, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტით დადგენილ ხარისხისა და უსაფრთხოების ყველა ნორმას

3
IMG-0263 (2)

რადიო “ფორტუნა” ბოლო ერთი თვეა გადაცემებისა და სტატიების მთელ ციკლს გთავაზობთ, თუ რატომ უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება სამშენებლო/სარემონტო მასალების ხარისხს, რა დაავადებებს იწვევს უხარისხო მასალები, ჩვენ გვქონდა ექსპერტებისა და ექიმების კომენტარებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ უხარისხო სამშნებლო პროდუქცია არაერთ დაავადებას, მათ შორის სიმსივნესაც კი იწვევს.

უხარისხო სამშენებლო მასალები ალერგიებს, გართულებებს და სიმსივნურ დაავადებებსაც კი იწვევს – ონკოლოგებისა და ექსპერტების დასკვნები

სპეციალისტების რჩევებით ჩვენ მოვიძიეთ ქართულ ბაზარზე სად იყიდებოდა ევროსტანდარტების სამშენებლო/სარემონტო მასალები და სწორედ ამის შემდეგ ინტერვიუ ჰიპერმარკეტ “ბრიკორამას” დირექტორ ხათუნა ხუციშვილთან ჩავწერეთ.

– რადიო “ფორტუნამ” სამშენებლო, სარემონტო მასალების მიმართულებით არაერთი მასალა მოამზადა, ვესაუბრეთ ექსპერტებს, ამ საქმის სპეციალისტებს, გავარკვიეთ, რომ თქვენთან ყველა მასალა, რაც მშენებლობისა თუ რემონტის დროს გამოიყენება, ევროსტანდრატებს აკმაყოფილებს. პირველ რიგში, გვითხარით, რა ტიპის პროდუქციას ნახავს მომხმარებელი “ბრიკორამაში” და საიდან არის ის იმპორტირებული

– პირველ რიგში მოგესალმებით. საკმაოდ მნიშვნელოვან თემაზე გვიწევს საუბარი, თუმცა მოხარული ვარ, რომ ამ თემაზე აქტიურად დაიწყო საუბარი და ბრიკორამას სახელით მეც შემიძლია ვისაუბრო ხარისხიანი და უხარისხო პროდუქციის შესახებ და ეთერის საშუალებით მსმენელს ავუხსნა, თუ რა საშიშროებებთან შესაძლოა ჰქონდეთ ყოველდღიური შეხება და როგორ შეუძლიათ დაიცვან თავიანთი გარემო მავნე ნივთიერებებისგან.

ევროპის ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს ჩვენს სახელმწიფოს სამშენებლო პროდუქტის ხარისხის კონტროლს, რის საფუძველზეც ამოქმედდა სამშენებლო პროდუქტის ტექნიკური რეგლამენტი.

ხარისხის დადგენა ხდება ლაბორატორიულად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტით.

სტანდარტით გათვალისწინებულია, თუ რა მასალების შემცველობა შეიძლება იყოს ამა თუ იმ პროდუქტში, რა მასალისგან უნდა იყოს დამზადებული და პროდუქტის წარმოებისას, მასალა რა პროპორციით უნდა იყოს გამოყენებული.

ევროკავშირის კანონმდებლობა იცავს მომხმარებელს, რომლის შესაბამისადაც არის დაწესებული სტანდარტი ყველა პროდუქტზე. ლაბორატორიულად შემოწმებულ ხარისხიან პროდუქტზე გაიცემა სერტიფიკატი, რომელიც განაპირობებს მომხმარებლის დაცულობას.

საქართველო სამშენებლო სანაგვედ გადაიქცა, ბევრი იღუპება უხარისხო მასალებით გამოწვეული დაავადებებისგან- ანზორ საკანდელიძე

ევროკავშირის ქვეყნებს კანონი ავალდებულებს, რომ მარტო ევრო სტანდარტის მქონე პროდუქცია გაიყიდოს და მოქალაქე იყოს დაცული, ჰქონდეს გარანტია, რომ შეძენილი პროდუქცია არ მოწამლავს, არ დააზარალებს და არ შეუქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს.

შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქტი ამ სტანდარტის მატარებელია, იმ მიზეზით, რომ იქ სხვა პროდუქტის იმპორტი არ ხდება.

– იმპორტის ნაწილი რომ უფრო გავშალოთ და გვითხრათ ზუსტად, მხოლოდ ევროპული ბრენდების პროდუქციაა წარმოდგენილი თქვენს ჰიპერმარკეტში ?

– ბრიკორამა არის 44 წლიანი გამოცდილების ფრანგული ბრენდი. ჰიპერმარკეტში წარმოდგენილი პროდუქცია სერტიფიცირებულია და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტით დადგენილ ხარისხისა და უსაფრთხოების ყველა ნორმას.

ჩვენთან წარმოდგენილი პროდუქციის 85% არის სტანდარტით დადგენილი ხარისხის ანალოგი, შესაბამისად იგივე სტანდარტისა და ხარისხისაა, რაც საფრანგეთსა თუ ევროპის სხვა ქვეყნებში გვხვდება. დანარჩენი 15% კი ის ბრენდებია, რომლებიც ქართულ ბაზარზე დიდი ხანია შემოსულია, არსებობს მათზე მოთხოვნა და საკმაოდ პოპულარულია. ეს პროპორცია სხვა ჰიპემარკეტებში პირიქითაა, ანუ 15%- ევროპული, 85% კი რუსული, თურქული, უკრაინული, ჩინური და ირანულია. ამ ქვეყნებიდან იმპორტირებული მასალები არ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, რადგან აღნიშნულ ქვეყნებში არ მოქმედებს შესაბამისი კანონმდებლობა. ამიტომ მათი შეძენისას მომხმარებელიც დაცული არ არის. 

ჩამონათვალი ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, მოკლედ ვიტყვი, რომ ჩვენთან მომხმარებელი ნახავს ევროპული სტანდარტისა და ხარისხის სამშენებლო, სარემონტო, ეზოსა და სახლის მოწყობისთვის საჭირო ყველა პროდუქტს. იმპორტი კი, როგორც უკვე საუბრისას აღვნიშნე, ხდება წამყვანი ევროპული ქვეყნებიდან, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი.

– ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ხარისხზე წინა გადაცემებში, როგორც ექსპერტებმა გვითხრეს, მნიშვნელოვანია ის იყოს ლაბორატორიულად შემოწმებული, ჰქონდეს მარკირება და ა. შ. თქვენთან წარმოდგენილ მასალებს ყველას აქვს თუ არა შესაბამისი ეტიკეტი და ეს რეალურად მოგვცემს თუ არა ხარისხის გარანტიას

– ზოგადად, სტანდარტები განსაზღვრავს პროდუქტის ტექნიკურ ან ხარისხობრივ მოთხოვნებს, წარმოების პროცესს, სერვისებს ან სატესტო მეთოდებს. სტანდარტიზაცია არის ხერხი, რომლის მიხედვითაც საწარმო ქმნის პროდუქტს და უზრუნველყოფს მის  უსაფრთხოობასა და ფუნქციონალურ თავსებადობას. სტანდარტის მინიჭება ხდება ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ. სტანდარტის ქვეშ მოქცეული პროდუქტები შეგვიძლია განვასხვავოთ სხვადასხვა მარკირებით, როგორებიცაა მაგალითად: CE, NF, EN, ISO 9001.

CE მარკირება დაინერგა ევროპის ტექნიკური ჰარმონიზაციის კანონმდებლობის შესაბამისად. იგი სავალდებულოა ყველა პროდუქტისთვის, რომელსაც ეხება ერთი ან მეტი ევროდირექტივა და უზრუნველყოფს ამ პროდუქტის თავისუფალ გადაადგილებას ევროკავშირში. პროდუქტზე CE მარკირების“ უფლების მოსაპოვებლად მწარმოებლებმა უნდა ჩაატარონ ან ჩატარებული უნდა ჰქონდეთ კონტროლი და ტესტირება იმის დასამტკიცებლად, რომ პროდუქცია შეესაბამება აუცილებელ მოთხოვნებს, რომლებიც მეტწილად ეხება ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, როგორც ეს შესაბამის დირექტივაშია მითითებული.

NF მარკირება არის ფრანგული ნიშნის შესაბამისობა, რომელიც მოიცავს ასპექტებს, როგორიცაა უსაფრთხოება, ხარისხი, გამოყენების უნარი და შესრულება.

LCIE Bureau Veritas არის აკრედიტირებული სასერთიფიკატო ორგანო, რომელმაც NF ნიშანი მიანიჭა შემდეგ კატეგორიებს:

ელექტრო და საკომუნიკაციო მოწყობილობები: კაბელები, ინფრასტრუქტურის მოწყობილობა, მილები და მონაკვეთები, სანტექნიკის პროდუქტები.

უშუალოდ დღევანდელ თემატიკასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია შემდეგი სერტიფიკატები:

EN”, “ISO” და “CE” – ის ეტიკეტირებული პროდუქციის ყიდვისას შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენ ყიდულობთ თანამედროვე, ჯანმრთელობისა და გარემოსთვის უსაფრთხო, მაღალხარისხიან პროდუქტს. ასეთ პროდუქციას ტესტირება აქვს გავლილი და შემუშავებულია მშენებლობის მაღალი საერთაშორისო მოთხოვნების სტანდარტების შესაბამისად!

ევროპაში წარმოებული ყველა პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს ევროპულ სამშენებლო კოდებს, ეტიკეტირდება “EN” ნიშნით. ეს ნიშნავს, რომ ამ პროდუქტმა წარმატებით გაიარა საჭირო ტესტები.

შესაბამისად, პროდუქციას რომელსაც აქვს ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარანტირებულად ხარისხიან პროდუქტთან გვაქვს შეხება.

– როგორ უნდა გაარჩიოს მომხმარებელმა ხარისხიანი უხარისხოსგან, ანუ ვგულისხმობ იმას, რომ დავუშვათ, განსაკუთრებულად ვერ ვერკვევი ვერც მასალებში, ადგილზე კონსულტანტები დამეხმარებიან თუ არა ხარისხის გარკვევაში, რამდენად შესაძლებელია ადგილზე ინფორმაციის მიღება (დავუშვათ რა რას ნიშნავს ეტიკეტზე)

 

ბრიკორამაში მოსულ მომხმარებელს ყველა სექციაში ხვდება პროდუქტი, რომელსაც შეფუთვაზე გააჩნია შესაბამისი ხარისხის ლაბორატორიულად დადასტურებული ნიშანი. ამ სახის პროდუქციას გამოკვეთილად აქვს მინიშნება, რომ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს. მომხმარებლის ინფორმირებისთვის, გვაქვს პროდუქციაზე დამატებით გვაქვს მინიშნებული შესაბამისი ხარისხის ნიშანი. მათი მეშვეობით, მომხმარებელი ხვდება კონკრეტული პროდუქტი რომ არის ეკოლოგიურად უსაფრთხო, ან რომ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს, ასევე იგებს, რომელი ქვეყნის სტანდარტში ჯდება და ა.შ.

ჩვენი გამოცდილი კონსულტანტები მუდამ მზად არიან, მოსულ მომხმარებელს გაუწიონ დაწვრილებითი კონსულტაციები. კონსულტაციის გაწევა კი გულისხმობს არა მხოლოდ პროდუქტის თეორიული ცოდნის გადაცემას, არამედ ტექნიკურისაც.

– ჩვენ გვქონდა fortuna.ge – ზე მასალა, სადაც არა მხოლოდ სამშენებელო ექსპერტების, არამედ ონკოლოგების საშიში დასკვნებიც იყო, რომ უხარისხო სამშენებლო მასალები სიმსივნის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზია – ამ ფონზე დღეს ბაზარზე რა სიტუაციაა, რამდენად გაჯერებულია ბაზარი უხარისხო მასალებით

– ზოგადად, იმის გამო, რომ ჯერ არ ვართ ევროპის წევრი ქვეყანა, სტანდარტით არ იზღუდება და შემოდის ბევრი ისეთი უხარისხო პროდუქტი, რომელიც საშიშია ჯანმრთელობისთვის. ასოცირების პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოში კანონით აიკრძალება ყველა იმ პროდუქტის შემოტანა და გაყიდვა, რომელიც არ ექვემდებარება სტანდარტებს.

ჩვენ კი უკვე ვზრუნავთ ამ საკითხზე და დღესდღეობით ბრიკორამაში შეგიძლიათ შეიძინოთ სტანდარტით დადგენილი ხარისხის პროდუქცია და მოაწყოთ საკუთარი სივრცე ჯანსაღად.

ძირითადი პრობლემა ადგილობრივ ბაზარზე არის ის, რომ შემოდის ძალიან ბევრი უხარისხო პროდუქტი. უხარისხო კი ნიშნავს იმას, რომ არ ექვემდებარება სტანდარტის ნორმებს, ანუ წარმოებულია საჭირო სტანდარტების დარღვევით და იწვევს ჯანმრთელობის რიგ პრობლემებს.

დიახ, სამწუხაროდ, როგორც ექსპერტები საუბრობენ, უხარისხო სამშენებლო და სარემონტო მასალა იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, ალერგიას, სპაზმურ ხველას, გამონაყარსა და სხვა პრობლემებს.

გარემო პირობებსა და გამონაბოლქვს რომ შევეშვათ, ანუ ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რაც ჩვენს ჯანმრთელობას პრობლემას უქმნის, წარმოვიდგინოთ სახლი, რომელიც აშენდა და გარემონტდა უხარისხო მასალით. ჩვენ, რომლებიც ამ სახლში ვცხოვრობთ და ჩვენი შვილები, რომლებიც ამ სახლში იზრდებიან, ან საყვარელი შინაური ცხოველები, რომლებიც ძალიან გვიყვარს, ჩვენ ყველანი ყოველდღიურად ვსუნთქავთ იმ უხარისხო ჰაერს, რომლითაც ჩვენი სივრცე თავად შევქმენით. მაგალითად ავიღოთ მილები და ონკანი. ესენი არის ის მნიშვნელოვანი პროდუქტები, რომელთა მეშვეობითაც ყოველდღიურად ვიღებთ წყალს. წყალს, რომელიც ჩადის ჩვენი და ჩვენი შვილების, ოჯახის წევრების ორგანიზმში. შესაბამისად, მათი ხარისხის არსებობა საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს ყველა ჩვენგანისთვის.

ამ კუთხით, სამწუხაროდ არ ვფიქრობთ ხოლმე, რადგან რემონტის პერიოდში მთავარია სწრაფად, ძალიან იაფად დავასრულოთ ეს პროცესი. თუმცა, რეალური პრობლემა არის იმ მომენტში, როცა ჩვენ მასალის შერჩევისას განვიხილავთ ფერს, ზომას, ვიზუალს – ანუ ყველაფერს, ხარისხისა და სტანდარტის გარდა.

– რას ურჩევთ მომხმარებელს, არა მხოლოდ თქვენს ერთგულ კლიენტებს, არამედ ვინც ახლა გვისმენს და მხოლოდ ახლა გაიგო, რომ საერთაშორისო სტანდარტების მაღალხარისხიანი სამშენებლო თუ სარემონტო მასალები ბრიკორამაშია

სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები ყოველწლიური პროცესი არ არის. შესაბამისად, მსმენელს ვურჩევ, რომ უმჯობესია სამუშაოების მიმდინარეობისას ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ჩვენს სამომავლო ჯანმრთელობაზე, გავიგოთ მეტი კონკრეტული პროდუქციის შემადგენლობასა და ხარისხზე, არ დავინანოთ დრო, შევადაროთ ერთმანეთს პროდუქტები და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები