LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საკმაოდ სოლიდური ვალი დაგვიგროვდა და „ბასტი-ბუბუს“ არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა… კეთილი ადამიანების დახმარებით ვგეგმავ დღესასწაულის გადარჩენას” – თამარ სხვიტარიძე ,,არტ-Fm”-ში

12
tamarsxvitaridze2012

გადაცემის ლაივი LIVE

პირველ დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმარმა, „ბასტი-ბუბუს“ შემქმნელმა და ხელმძღვანელმა თამარ სხვიტარიძემ იმ პეტიციაზე ისაუბრა, რომელიც საბავშვო პროექტის გადასარჩენად შეიქმნა.

– ქალბატონო თამარ, როგორ აპირებთ ახალი წლის შეხვედრას?

– მე, როგორც მთავარი მეზღაპრე, სწორედ ფერიებისა და კეთილი ადამიანების დახმარებით ვგეგმავ დღესასწაულის გადარჩენას. მაქსიმალურად ვცდილობ შევინარჩუნო კარგი განწყობა, რადგან ბავშვებთან სხვაგვარად ურთიერთობა არ შეიძლება, მით უფრო ახლა, როცა ისედაც დათრგუნულები არიან. თუმცა, კრიზისი ბევრად ადრე დაიწყო. მაშინ, როცა ბავშვებსა და უფროსებს შორის ურთიერთობის ფორმა შეიცვალა. სიმართლე ვთქვა, უცხოელი ექსპერტები ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ წინასწარმეტყველებდნენ ამგვარ პრობლემებს, რადგან ტელევიზია ნელ-ნელა კარგავდა ფუნქციას, ინტერნეტი კი, პირიქით, სულ უფრო მეტად იკრებდა ძალას. მართალია, იმ პერიოდში ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერდა ამგვარი პროგნოზი, მაგრამ ჩვენ მაინც თადარიგი დავიჭირეთ და პირველებმა შევქმენით ანიმაციური სასწავლო პროგრამა, რომელიც პატარებს სახლიდან გაუსვლელად ასწავილდა ანბანს, წერას და კითხვას, ბაბილინას წყალობით კი, ინტერნეტ-ძიძა გავააქტიურეთ, რომელიც მშობლებს და ბავშვებს ახალი თამაშების მოფიქრებაში ეხმარებოდა. ასე რომ, ჩვენ სხვებზე მომზადებული შევხვდით თაობათა შორის გაუცხოებას, როცა ბავშვებს ინტერნეტით თამაში უფრო იზიდავს, ვიდრე მშობლებთან ურთიერთობა. „ბასტი-ბუბუს“ ჯგუფი ახლაც  ინტენსიურად მუშაობს გამოცდილ რეჟისორებთან და ანიმატორებთან, მხატვრებთან, მწერლებთან და კომპოზიტორებთან ერთად. თუმცა, ჩვენი პროექტები არა სახელმწიფოს ან კერძო სპონსორების, არამედ მშობლების მხარდაჭერით კეთდება.

– თქვენ რა პრობლემები შეგიქმნათ პანდემიამ და შეზღუდვებმა?

– „ბასტი-ბუბუ“ 1990-იან წლებში შეიქმნა პირველი არხის ბაზაზე, მაშინ როცა ტელევიზია რამდენიმე ახალ მაუწყებლობად იშლებოდა, ამიტომ შპს შევქმენით, რომელმაც არა მხოლოდ ბასტი-ბუბუს ბრენდი გადაარჩინა, არამედ სტუდიის შექმნაშიც დაგვეხმარა. მართალია, სახელმწიფოსგან ვღებულობდით დაფინანსებას, მაგრამ მეტწილად მაინც საკუთარი ხარჯით ვქმნიდით იმ პროდუქტს, რომელიც საკმაოდ მაღალი რეიტინგით სარგებლობდა. მოგვიანებით საკუთარი ტელევიზია გავაკეთეთ, თუმცა ერთხელ არჩეულ გზას მაინც არ ვუღალატეთ და ისევ საზოგადოებითვის საჭირო საქმის კეთება გავაგრძელეთ, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან მხოლოდ მშობლების ფინანსური დახმარების იმედზე დავრჩით. სამწუხაროდ, პანდემიის დროს გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდთ, რადგან შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ჩვენი კონტიგენტი, გადასახადი კი, იგივე დარჩა, რომლის გასტუმრება ძალიან გვიჭირს. საკმაოდ სოლიდური ვალი დაგვიგროვდა და „ბასტი-ბუბუს“ არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ პეტიციის შედგენა, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვა.

– კონრეტულად რას ითხოვთ პეტიციით?

– ჩვენ მხოლოდ იმ ტერიტორიის შენარჩუნებას და გარკვეული ვადით იჯარის გარეშე გადმოცემას ვითხოვთ, რომელსაც თითქმის 30 წლის მანძილზე ვუვლიდით და ვარემონტებდით საკუთარი ხარჯით.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები