LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამსახურებიდან გაშვებული ასობით თანამშრომელი -რა ხდება საფინანსო სექტორში

10
no-loan

 

საბანკო რეგულაციები და მისი შედეგები – მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან და ბანკებიდან იმ თანამშრომლებს უშვებენ, რომლებიც სრწფაი სესხისა და განვადების მიმართულებებზე მუშაობდნენ.

„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ საფინანსო-საბანკო სექტორში დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლების ახალი ტალღა იანვრიდან დაიწყება.

მისი თქმით, რეგულაციები და ზოგადად, ბანკებისთვის კრედიტების გაცემის შეზღუდვა, მათ მხრიდან ხარჯების შემცირებაზე მუშაობას გამოიწვევს. ეს კი, კეპულაძის თქით, საკადრო ცვლილებებს ნიშნავს. ის ამბობს, რომ დაახლოებით იგივე სცენარია მოსალოდნელი ტექნიკისა და ავეჯის მაღაზიებში, ასევე სამშენებლო მიმართულებით.

ამ თემაზე განცხადებას აკეთებს პროფკავშირების ხელმძღვანელიც. ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და რადგან ბანკებს პროფკავშირი არ აქვთ, ისინი პეტრიაშვილის თქმით, ვერ შეძლებენ საკადრო წმენდაში მოყოლილ ადამიანებს საკუთარი უფლებების დაცვაში სამართლებრივად დაეხმარონ.

რეგულაციების ნაწილი მაისიდან ამოქმედდა. ნაწილი კი 2019 წლიდან შევა ძალაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები