LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშენებლო მასალებს სახლში მოგიტანენ – დაზოგე დრო, ფული და ენერგია

4
75474065-112580366871325-4006382366003036160-o

ინოვაციური კომპანია ქართულ სამშენებლო ბაზარზე, რომლის მსგავსიც ჯერ არ გვინახავს – ეს Material Delivery-ია, რომელიც მომხმარებელს სამშენებლო მასალების მიტანის სერვისს სთავაზობს. კომპანიის საქმიანობასა და მის სამომავლო გეგმებზე გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ Material Delivery-ის დამფუძნებლებმა ვახო ბერძენიშვილმა და კარლო თევზაძემ ისაუბრეს.

-როდის გამოჩნდა Material Delivery ქართულ ბაზარზე და რა მიმართულებით საქმიანობს?

სულ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა ჩვენი კომპანია ბაზარზე და იმ დღიდანვე მიიპყრო მომხმარებლის ყურადღება. როგორც იცით, რემონტი და მშენებლობა დისკომფორტთან ასოცირდება, განსაკუთრებით კი ჩვენს დედაქალაქში, სადაც საცობების გამო სამშენებლო მასალების დანიშნულების ადგილამდე მიტანა დროში იწელება ხოლმე… სწორედ ამ პროცესის გასამარტივებლად, გადავწყვიტეთ შეგვექმნა სერვისი, რომელიც მომხმარებელს რემონტს გაუმარტივებდა და სასურველ სამშენებლო პროდუქციას საჭირო ადგილზე მიუტანდა. ასე გაჩნდა Material Delivery-ის დაარსების იდეა.

-თუ არიან ამ ფორმატის კომპანიები საქართველოში, ანუ კონკურენტები თუ გყავთ?

პირდაპირი კონკურენტი არ გვყავს, ვინაიდან ჩვენი სტარტაპი უკვე შეფასდა „ჯიტას“ მიერ როგორც ინოვაციური და ამისთვის, მივიღეთ კიდეც დაფინანსება. რაც შეეხება ირიბ კონკურენტებს – ასეთები ბევრნი არიან სამშენებლო ბიზნესში. თუმცა, თუ ისინი მომხმარებლებს აწვდიან იმ პროდუქციას, რაც თავად შემოაქვთ, ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული სერვისი გვაქვს – Material Delivery არ ზღუდავს კლიენტს… მომხმარებელს ვაწვდით სწორედ იმ პროდუქციას, იმ კომპანიის მიერ წარმოებულს, რომელიც მას სურთ… გარდა ამისა, ჩვენი პროფესიონალი კურიერები კლიენტებს რჩევებსაც აძლევენ, რომელი პროდუქციაა უფრო ხარისხიანი, რომელი უფრო ბიუჯეტური და ა.შ… გარდა ამისა, Material Delivery-ის უპირატესობა არის ისიც, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩავიდეთ რეგიონებში და იქიდან ჩამოვიტანოთ მომხმარებელის სასურველი სამშენებლო მასალები, ან მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ვუზრუნველვყოთ ჩამოტანა. არ გვაქვს შეზღუდვა არც წონაში, არც ზომაში….

– ამ მცირე პერიოდში რაც ბაზარზე ხართ, თუ წამოვიდა უკვე დაინტერესება მომხმარებლის მხრიდან?

კი, ცხადია… სულ რამდენიმე დღის გამოჩენილები ვიყავით ბაზარზე, როცა დაინტერესება გაჩნდა. მოგეხსენებათ, სიახლეს ყოველთვის ახლავს ინტერესი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ინტერესი კიდევ უფრო გავაღვივოთ და გავზარდოთ და ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს.

-მხოლოდ დედაქალაქში ოპერირებთ, თუ რეგიონებშიც შეგიძლიათ სამშენებლო მასალების მიწოდება?

Material Delivery-ს საქართველოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია, ნებისმიერი ზომის და წონის პროდუქციის ადგილზე მიტანა. ამიტომ, გეოგრაფიულად შეღუდულები არ ვართ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იმერეთის რეგიონში გვყავს პარტნიორი სამშენებლო კომპანია, რომელიც მთლიანად დასავლეთ საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს სამშენებლო და სარემონტო მასალების მიწოდებას.

-რამდენი ადამიანი გყავთ ამ ეტაპზე კომპანიაში დასაქმებული?

ჯერჯერობით ბევრნი არ ვართ… ამჟამად მიმდინარეობს ჩვენი ვებგვერდის შექმნის პროცესი და ვებპლატფორმაზე რამდენიმე ადამიანი მუშაობს.. გვყავს კურიერებიც, თუმცა სამომავლოდ ჩვენი გუნდი შეივსება სხვა კადრებითაც და ბევრად უფრო მასშტაბური და გლობალური გახდება.

-თუ იგეგმება გაფართოება, 2020 წელს რა გეგმები გაქვთ?

მიმდინარე წელს გვინდა, რომ ვუზრუნველყოთ საქართველოს მასშტაბით ნებისმიერი ადამიანის მომარაგება, ვისაც ჩვენი დახმარება დასჭირდება. გვინდა, რომ გავიზარდოთ როგორც კომპანია, მოვიზიდოთ ინვესტიციები და გავხდეთ ბევრად უკეთესები, ვიდრე დღეს ვართ… რაც შეეხება უფრო შორეულ გეგმებს – „ჯიტას“ 100 000 ლარიან გრანტზე შევიტანეთ პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოგვიწია 5 წლიანი გეგმის გაწერა და ამ გეგმის მიხედვით, მომდევნო წლებში ვაპირებთ, მოვიცვათ გლობალური ბაზრები და გავიდეთ ევროკავშირის ქვეყნებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები