LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო სამშენებლო სანაგვედ გადაიქცა, ბევრი იღუპება უხარისხო მასალებით გამოწვეული დაავადებებისგან – ანზორ საკანდელიძე

14
anzor-sakandelidze

სამშენებლო და სარემონტო მასალების, წყლის მილების, ელექტროსადენების ხარისხის მნიშვნელობაზე, ბოლო პერიოდში, ექსპერტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ. რადიო “ფორტუნა” ამ თემას დიდი ხანია აშუქებს. ამჯერად გადავწყვიტეთ, გადაცემა “ბიზნესნიუსში” სტუმრად “მშენებელთა ლიგის” თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე მოგვეწვია.

იხ. მსგავსი თემები:

უხარისხო სამშენებლო მასალები ალერგიებს, გართულებებს და სიმსივნურ დაავადებებსაც კი იწვევს – ონკოლოგებისა და ექსპერტების დასკვნები

სამშენებლო მასალებში აღმოჩენილი ტყვია, აზბესტი და სხვა საშიში ნივთიერებები, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს – ექიმის რჩევები

–  რა არის საჭირო იმისთვის, რომ სამშენებლო მასალების ხარისხს მარტივად მიხვდეს მომხმარებელი, რას უნდა მიაქციოს ყურადღება

ვერაფერს ვიტყვი სანუგეშოს, სრული უძრაობაა, არაფერი იცვლება, მოსახლეობა უნდა იყოს დაცული სეისმო და ეკოლოგიური საფრთხეებისგან, ეს სიტუაცია უფროდაუფრო უარესდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ამის მთავარი გარანტი – მშენებლობის სამინისტრო გააუქმეს. ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ამდენ პროგრამას ვთავაზობთ, ამის შემსრულებელი არავინაა, არავითარი რეგულაციები არ არსებობს. დღეს არც დამმუშავებელი გვყავს და არც აღმასრულებელი, ან მაკონტროლებელი. როცა ევროკოდებზე გველაპარაკებიან, ეს არის ათასობით. ეს სახელმწიფომ უნდა აიყვანოს კონტროლზე და საბაჟომ. ჩვენთან არაფერი ხდება. არაფერი მოწმდება. საბაჟოს გარდა, სანამ მშენებლობა დაიწყება, ლაბორატორიაში კიდევ უნდა შემოწმდეს. ობიექტის ჩაბარებისასაც უნდა იყოს ასევე შემოწმება.  სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ შემოწმდეს.

–  როდესაც ვსაუბრობთ და ვახსენებთ ხოლმე საერთაშორისო სტანდარტებს, კონკრეტულად რა იგულისხმება ამ სტანდარტებში

ეს ყველაფერი გაწერილია. თითოეულ საშენ მასალას აქვს, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. გეომეტრიული ზომების დაცვიდან დაწყებული, შიგნით რა მასალებია გამოყენებული, ეკოლოგია არის თუ არა დაცული – ამით დამთავრებული. მასალა შემოწმებული რომ არის, ამის დამადასტურებელი დანართიც უნდა ჰქონდეს. ასევე მისი წარმომავლობა მნიშვნელოვანია. მსოფლიომ დაიწყო ფალსიფიცირებული მასალების წარმოება. ახლა ჩინეთმა გადაასწო ამ მხრივ მგონი, თურქეთს. რა თქმა უნდა, ჩინეთშიც არის კარგი – ევროსტანდარტების მასალებიც და უხარისხოც.  საქართველო გადაიქცა მსოფლიო სამშენებლო სანაგვედ. 

– ანუ ეს მარკირება, ეტიკეტი რაც პროდუქტს ახლავს, ნიშნავს თუ არა ან შეგვიძლია თუ არა ამით დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ის აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის

– გარანტიად ვერ ჩავთვლით, მაინც უნდა შემოწმდეს აუცილებლად. მოდის ფალსიციფირებული ხშირად. განსაკუთრებით საბაჟოზე, ასევე მაღაზიებში. ამერიკიდან ჩამოვიდა ჩემი მეგობარი , მშენებელი და ყვებოდა, რომ ამერიკაში, 2-3 წელიწადში ერთხელ სახელმწიფო მიდის და ამოწმებს, რამდენად დაცულია შენობაში ეკოლოგია, პარამეტრები. ყვებოდა, რომ როცა ბავშვი იბადება, ამოწმებენ სამშენებლო ეკოლოგიაზე ყველაფერს და მერე რთავენ ნებას, საცხოვრებელში მიიყვანონ თუ სხვაგან. ახალშობილს განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვს სამშენებლო მასალების მიმართ. დადგენილია, არის სტატისტიკები, რომ მსოფლიოში გარდაცვლილთა 50-70% იხოცება სამშენებლო ეკოლოგიური ნორმების დარღვევით გამოწვეული დაავადებებისგან. 

 რას ურჩევთ მსმენელებს, მომხმარებლებს, რა გაითვალისწინონ არა მხოლოდ სამშენმელო , არამედ ასევე სარემონტო მასალების, წყლის მილების კუთხითაც, იმიტომ რომ როგორც ვიცი, მათ ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს, დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს დაავადებები, შესაძლოა, ხვალ, ზეგ არა, მაგრამ წლების შემდეგ

შეხედეთ რა, რა მასალებით გიშენებენ, არც ლაბორატორიული შემოწმება რომ არ აქვს, დაჟანგული არმატურა რომ არის, როგორ შეიძლება ის ბეტონში ჩაიდოს, იქ კოროზია წავა და არმატურა თანდათანობით მწყობრიდან გამოვა. ცოტა ხნის წინ აჩვენეს საბაჟო, არმატურა იყო განბაჟებული, ომ შევხედე, გული გამისკდა, ჟანგით იყო შეჭმული. როგორც შეიძლება ასე. ამას დააკვირდით, შეხედეთ, დარწმუნდით, რომ ყველაფერი ლაბორატორიულად შემოწმებულია.

რადიო “ფორტუნა” ამ საკითხებზე ინფორმაციის მოძიებას კვლავ განაგრძობს, შემდეგი კვირის განმავლობაში შევეცდებით, ქართულ ბაზარზე მოქმედი კომპანიების პროდუქციას გადავხედოთ, ექსპერტის რეკომენდაციის, ეტიკეტები, მარკები, დანართები მოვითხოვოთ, გადავამოწმოთ და ამის შემდეგ მოგაწოდოთ ინფორმაცია, სად ნახავთ, ხარისხიან სამშენებლო მასალებს საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები