LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პლასტიური ოპერაცია რინოპლასტიკაა – სილამაზის აკადემია

9
silamazisakademia20119

გადაცემის ლაივი LIVE

საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პლასტიური ოპერაცია რინოპლასტიაა. რა უნდა იცოდეთ, ვიდრე ცხვირის ოპერაციას გაიკეთებთ – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ პლასტიკურმა ქირურგმა მარიამ წივწივაძემ ისაუბრა.

რადენად ხშირად იკეთებენ რინოპლასტიკას?

ამ ოპერაციას იკეთებენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. ცხვირი არის სახის ცენტრალური ნაწილი და მისი ფორმის შეცვლა ხშირად ადამიანებს თავდაჯერებულობას მატებს, შესაბამისად პლასტიკურმა ქირურგმა სწორად უნდა შეარჩიოს ფორმა, იმუშაოს ხრტილზე, ძვალზე.

კონსულტაციის პროცესზე რას ურჩევთ პაციენტს?

როცა მოდის პაციენეტი კონსულტაციაზე, ვიღაცას უნდა ძალიან აპრეხილი ცხვირი, თუმცა ცხვრის პლასტიკა უნდა იყოს ბუნებრივი, ამიტომ ქირურგმა სწორად უნდა განსაზღროს ყველა დეტალი. რინოპლასტიკაში ბევრი მეთოდია, თუმცა ყველა პაციენტს ქირურგი ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს.

რა გართულებები აქვს ცხვირის ოპერაციას?

რინოპლასტიკას აქვს თავისი გართულებები, შეიძლება პაციენტს ჰქონდეს ნაწიბურების ჩამოყალიბების მიდრეკილება. ცხვირს აქვს სარქველი და ოპერაციის შემდგომ ეს სარქველი ზიანდება, შესაბამისად პაციენტს ექნება სუნთქვის პრობლემები და საჭიროა ხელმეორედ ჩარევა. სწორედ პაციენტზეა დამოკიდებულია რამდენად სწორად მოუვლის ოპერაციის შემდგომ ცხვირს, ზოგჯერ არასწორად იმუშავებენ და ამას მოჰყვება გარკვეული პრობლემები.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები